17 აგვისტო 2026, 19:45 / სანდო წყარო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სწავლას ზაარლანდის უნივერსიტეტის ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში განაგრძობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ბაქრაძე სწავლას განაგრძობს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Saarland Graduate School of Computer Science) კომპიუტერული მეცნიერების ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შესაბამისი პროგრამა 2007 წლიდან, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ზაარლანდის ინფორმატიკის კამპუსის (SIC) ბაზაზე მოქმედებს, სადაც უნივერსიტეტთან ერთად გაერთიანებულია მსოფლიო დონის კვლევითი ცენტრები: მაქს პლანკის ინფორმატიკის ინსტიტუტი, DFKI და CISPA.

სტუდენტები უშუალოდ მონაწილეობენ წამყვანი მეცნიერების კვლევებში და სარგებლობენ ტექნოლოგიური ინკუბატორით „ტრიათლონი“, რომელიც უმნიშვნელოვანესია სამეცნიერო იდეების სტარტაპებად ჩამოყალიბებისთვის.

„სრულად გაამართლა აბიტურიენტობისას მიღებულმა ჩემმა გადაწყვეტილებამ, როცა არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შევაჩერე. KIU-მ მომცა შესაძლებლობა, საქართველოდან გაუსვლელად, სრული დაფინანსებითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორებისგან მიმეღო უმაღლესი ხარისხის განათლება, რაც დღეს გერმანიის წამყვან სამეცნიერო სივრცეში წარმატებული სტარტის გარანტი გახდა. ჩემი მიზანია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მივიღო ღრმა, ფუნდამენტური ცოდნა, რომელსაც შემდგომში ინდუსტრიულ იდეებად ვაქცევ საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ“, - ამბობს გიორგი ბაქრაძე.

მისი აკადემიური პორტფოლიო ბაკალავრიატის პერიოდშივე გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური და სამეცნიერო აქტივობებით: მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციების (Computability in Europe; ITP - Interactive Theorem Proving) ორგანიზებაში; მუშაობდა მკვლევარ-ასისტენტად ერთობლივ სამეცნიერო პროექტში, რომელიც ფორმალურ ლოგიკას ეხებოდა; მესამე კურსზე, როგორც სტუდენტ-ასისტენტი, უმცროსკურსელებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა.

სტაჟირება გაიარა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს, იულიხის კვლევით ცენტრში (Jülich Research Centre). გიორგი, თანაკურსელებთან ერთად, ნეირომეცნიერების ინსტიტუტში მუშაობდა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტზე - Tiamat, რაც ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის უდიდესი წარმატებაა.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს ინკლუზიურ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს. KIU მხარს უჭერს სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და ინოვაციური იდეების განხორციელებაში. KIU ულოცავს გიორგი ბაქრაძეს საბაკალავრო საფეხურის დასრულებას და წარმატებას უსურვებს პროფესიული განვითარების გზაზე!“ - აცხადებენ სასწავლებელში.

ყველა სიახლე

17 აგვისტო 2026, 20:40

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 20:35

პოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აგვისტო 2026, 20:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.

17 აგვისტო 2026, 20:24

მსოფლიო

Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს

გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.

17 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.

17 აგვისტო 2026, 20:08

პოლიტიკა

გიორგი უშიკიშვილის სასტუმრო რუს ტურისტებსაც მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეპატრონის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა. ის, რაც „ქრონიკამ“ გამოარკვია, მომღერალმა ჯერ უარყო, შემდეგ კი ნათქვამის ინტერპრეტირება სცადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 აგვისტო 2026, 20:07

მსოფლიო

CNN: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე

ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

17 აგვისტო 2026, 19:39

რეგიონი

მთა თეთრობში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური საფარი, ასევე გაკეთდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი.

17 აგვისტო 2026, 19:10

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩის N 133-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როცა ყველი სატრანსპორტო საშუალებებიდან იყიდებოდა.

17 აგვისტო 2026, 18:31

მსოფლიო

CNN: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება - მხარეებმა ომის დასასრულებლად მდგრადი შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

დონალდ ტრამპი

17 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

17 აგვისტო 2026, 18:00

საზოგადოება

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი პატრიარქ შიო მესამის კონსტანტინოპოლში დაგეგმილ მომავალ ვიზიტზე: დიდი სიხარულით გელოდებით. თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ 16 აგვისტოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა.

17 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. კითხვებს დღესაც რომეო მიქაუტაძემ უპასუხა. პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა როგორც ქრთამის მოთხოვნა, ასევე მიღებისა და გადაცემის ფაქტები.

ლევან მახაშვილი

17 აგვისტო 2026, 17:20

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე: ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტირუსულ განწყობას აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ ორსახოვნებას ამ ადამიანების მხრიდან. მათი მთავარი ღირებულება ეს არის ფული. შესაძლოა, მათ სოციალურ მედიასა თუ ტელევიზიებში იდიდგულონ. გულზე მჯიღი იცენ, მაგრამ როგორც კი ფულს დაანახვებენ, რუსები იქნებიან თუ სხვები, ისინი საკუთარ სამშობლოსაც ჰყიდიან, აფხაზეთსაც ჰყიდიან, იქ მებრძოლი ბიჭების ხსოვნასაც ჰყიდიან და ამის ზემოდან, თუ საჭირო იქნება, საკუთარ დედასაც გაყიდიან".

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 17:15

პოლიტიკა

ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს.

17 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

Telegraph: რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს

Telegraph-ის ცნობით, რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვი ამ ობიექტებიდან ალიანსის ტერიტორიის სიღრმეში თანამედროვე დრონების გაშვებას შეძლებს. "ტელეგრაფის" ჟურნალისტებმა ათი ბაზა გამოავლინეს, რომელთა ნაწილს მოსკოვი უკრაინაზე იერიშებისთვის უკვე იყენებს.

ჯარედ კუშნერი

17 აგვისტო 2026, 17:05

მსოფლიო

ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ისრაელშია. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზის სექტორში სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხი იყო.

17 აგვისტო 2026, 16:58

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

17 აგვისტო 2026, 16:45

ეკონომიკა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით, ანუ 13.1 მლნ აშშ დოლარით მეტია, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.