28 აგვისტო 2026, 09:40 / სანდო წყარო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 26-დან 31 გრადუსამდე დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დროდადრო იწვიმებს. ჰაერი 28-30 გრადუსამდე გათბება, ხვალიდან კი ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი საქართველოში თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

ყველა სიახლე

28 აგვისტო 2026, 10:09

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი შექმნა და საკუთარ თავს უდიდებულესი მმართველი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა.

28 აგვისტო 2026, 09:46

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 469 ადამიანი ემსხვერპლა

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 496 ადამიანი ემსხვერპლა.

28 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ბერლინის სიახლოვეს, სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს

ბერლინის სიახლოვეს, ქალაქ გოზენ-ნოი ზიტაუს სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მსხვერპლი 18 წლის გოგონაა, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა.

28 აგვისტო 2026, 09:36

სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი, 7 ბრინჯაო მოიპოვა. 15-წლამდელებმა ქულებით გუნდური პირველი ადგილი, 17-წლამდელებმა კი გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

28 აგვისტო 2026, 09:33

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დღეს მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ დღეს ჩაატარებს. ამხანაგურ შეხვედრებში ლიბანისა და ისრაელის დამარცხების შემდეგ,ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი პრინციპულ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს და გამსვლელ მესამე ადგილზე მყოფ მონტენეგროს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

28 აგვისტო 2026, 09:27

რეგიონი

ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ ჯგუფი „ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა

ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ ჯგუფი „ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა. ჯგუფმა მაყურებლის წინაშე ცნობილი და პოპულარული ჰიტები შეასრულეს. დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები.

28 აგვისტო 2026, 09:21

პოლიტიკა

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

28 აგვისტო 2026, 09:17

პოლიტიკა

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

სკოტ ბესენტი

28 აგვისტო 2026, 09:14

მსოფლიო

სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანის ბლოკადა ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკას გაანადგურებს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის ბლოკადა გრძელდება და ის ჩამოშლის პირას მყოფ ეკონომიკას გაანადგურებს.

28 აგვისტო 2026, 09:13

მსოფლიო

ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები ბაღდათის მუნიციპალიტეტში შექმნა. დაიტბორა სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

28 აგვისტო 2026, 09:05

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები გუშინ დატოვეს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები წუხელვე დატოვეს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

28 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

მედია: კიევში ერთ დღეში საჰაერო განგაში 13-ჯერ გამოცხადდა. ეს ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

კიევში გასული 24 საათის განმავლობაში საჰაერო განგაში 13-ჯერ გამოცხადდა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დედაქალაქისთვის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 00:55

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა

რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

პაველ ზალევსკი

28 აგვისტო 2026, 00:23

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შიში სულ უფრო იზრდება.

შიო III

28 აგვისტო 2026, 00:03

საზოგადოება

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.

28 აგვისტო 2026, 00:00

საზოგადოება

დღეს მარიამობაა

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 22:21

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ შესაძლოა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სახელწოდებები შეიცვალოს.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 22:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 21:49

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „ამერიკის ტბის“ (Lake America) წოდების შესახებ. ტრამპის განცხადებით, ცვლილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის.