09 სექტემბერი 2026, 10:56 / სანდო წყარო

ირაკლი ლექვინაძე ჩინეთში ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჩინეთის ქალაქ სიანში, ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციში (NFCCC) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო ბაზრის რეგულირების ადმინისტრაციის (SAMR) ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში კონკურენციის უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციის მთავარ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე, სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგზე, მონოპოლიზაციის რისკების შემცირებასა და კონკურენციის, საინვესტიციო და სამრეწველო პოლიტიკებს შორის სწორი ბალანსის უზრუნველყოფაზე.

ღონისძიების მონაწილეებს GCCA-ის თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო.

„ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკა მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. გლობალური გაურკვევლობის პირობებში ძლიერი კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკას უფრო მდგრადსა და მოქნილს ხდის, ამცირებს მონოპოლიზაციის რისკებს და ზრდის ინვესტორთა ნდობას,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ციფრულ ეპოქაში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამოწვევებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობას და საქართველო-ჩინეთს შორის მზარდ ეკონომიკურ კავშირებს. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში, მათ შორის, შუა დერეფნისა და აბრეშუმის გზის მარშრუტების ფარგლებში.

კონფერენციის დღის წესრიგის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ანტიმონოპოლიური აღსრულების გაძლიერებასა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე; ეკონომიკური კონცენტრაციების კონტროლსა და ერთიანი ეროვნული ბაზრის განვითარებაზე; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე; ასევე ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრაზე.

2026 წლის ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენცია 7-8 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ სიანში გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო - „ერთიანი ეროვნული ბაზარი, სამართლიანი კონკურენცია მომავლისთვის - მაღალი ხარისხით, სამართლიანი ფასებითა და ჯანსაღი კონკურენციით გამორჩეული საბაზრო გარემოს ჩამოყალიბება“.

ყველა სიახლე

09 სექტემბერი 2026, 12:20

საზოგადოება

სარკინიგზო საზღვრის კვეთის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით,თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 12:18

ტექნოლოგიები

კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა

ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, რომ არამწეველები ძირითადად სიგარეტის გვერდით კვამლს ისუნთქავენ. ის ფილტრს არ გადის, ხოლო თამბაქო მისი წარმოქმნისას სრულად არ იწვის. ამიტომ, მოცულობის ერთეულზე ასეთ კვამლში შეიძლება უფრო მეტი ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთი იყოს, ვიდრე იმ კვამლში, რომელსაც უშუალოდ მწეველი ისუნთქავს.

09 სექტემბერი 2026, 12:11

რეგიონი

ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა

ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა, - ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 12:10

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 12:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორია, აქ უკვე ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი

გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორია, აქ უკვე ჟურნალისტურ სტანდარტებზე საუბარი აღარაა, აქ ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 12:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით თავისი პოლიტიკით ჩიხშია შესული და საკუთარი თავის ტყვე გახდა. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ გამოვიდეს ამ ჩიხიდან. მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები და გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომლის საქართველოსთან მიმართებით დამკვიდრებას ცდილობს ბრიუსელის ბიუროკრატია

თქვენ ყოველთვის გაქვთ მცდელობა იმის, რომ წარმოაჩინოთ თითქოს ევროპა არის საქართველოს მტერი. ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ჯგუფებზე და ა.შ. თქვენი აზრით არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა საქართველოში ძალადობის დაფინანსება?!, - ასე მიმართა ოპოზიციასთან აფილირებული ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 12:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახალ სამხედრო დაპირისპირებაში, არის იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ვირტუალური ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი

ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 12:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „გირჩისა“ და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრაზე: უჩვეულო რატომ არის ასეთი შეხვედრა?! „გირჩის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენც არაერთხელ გვქონია. ის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იყოს, ამაში ან გასაკვირი, ან უჩვეულო რა არის?!

ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებისა და დღის წესრიგის ინფორმაციის მფლობელი არ გახლავართ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მისთვის ცნობილია თუ არა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი „გირჩს“ შეხვდა.

ზურაბ პატარაძე
დაგლას უები

09 სექტემბერი 2026, 11:59

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 11:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს

ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.

მარკო რუბიო

09 სექტემბერი 2026, 11:51

მსოფლიო

მარკო რუბიომ მოსკოვსა და კიევში უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტებს შინაარსობრივი უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში შინაარსობრივი იყო, რამაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების იმედი გააჩინა.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 11:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება

„ახლა რომ საუბრობენ 40 მილიონზე და გილაურზე, რა გგონიათ, მისი ფული იყო? ასე გამოიყენებოდა სხვადასხვა ადამიანის არხები, იმისთვის რომ უცხოეთიდან ფული შემოსულიყო. თავად ადასტურებენ, რომ შავი ფული ტრიალებდა მათ საარჩევნო კამპანიაში. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 11:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ციხეში რჩებიან ისინი, ვინც არიან ბრიუსელისა და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები. სადაც იყო აღიარება, სახელმწიფო წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. ჯობია ენდო საკუთარ ქვეყანას, ვიდრე უცხო სახელმწიფოს

ციხეში რჩებიან ისინი, ვინც არიან ბრიუსელის და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები. სადაც იყო აღიარება სახელმწიფო წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. ჯობია ენდო საკუთარ ქვეყანას ვიდრე უცხო სახელმწიფოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 11:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ასავალ-დასავალზე“: სასამართლო განხილვების პოლიტიზირება და ამით ყურადღების გადატანა საქართველოში არავის გამოსვლია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დაწერილ სტატიებზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო განხილვების პოლიტიზირება და ამით ყურადღების გადატანა საქართველოში არავის გამოსვლია.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 11:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს

აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

09 სექტემბერი 2026, 11:14

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თბილისში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ცვლილება არა „წარუმატებელი დროებითი რწმუნებულის ჩანაცვლება“, არამედ დიპლომატიური გუნდის გაძლიერებაა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება. მისი თქმით, ემი დიასის დროებით რწმუნებულად დანიშვნიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ კორტნი ოსტრიანის ამავე პოზიციაზე წარდგენა ყურადღებას იქცევს, განსაკუთრებით კი, ოსტრიანის პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.

09 სექტემბერი 2026, 10:59

რეგიონი

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 21 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები განხორციელდება

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2026 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში 10 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება. პროექტების შედეგად გაუმჯობესდება სარწყავი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და ფერმერებისთვის წყლის მიწოდების შესაძლებლობები. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იოჰან ვადეფული

09 სექტემბერი 2026, 10:51

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს სამხედრო შეიარაღების შეძენისას გერმანიის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და მას მოუწოდა გერმანიის ინტერესებს მეტი ყურადღება დაუთმოს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 10:51

ტექნოლოგიები

პოლონეთში რობოტებმა ხელოვნურ ინტელექტზე კონტროლის დაწესება მოითხოვეს

ქუჩაში ჰუმანოიდური მანქანები და ოთხფეხა, ძაღლისმაგვარი რობოტები გავიდნენ. ისინი წრეზე მოძრაობდნენ და დროშებს აქნევდნენ.ისმოდა ლოზუნგები: „დავიცვათ სამუშაო ადგილები“, „წესების დაწესების დროა“ და „ნუ ელოდებით, დააწესეთ რეგულაციები“.