ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობით - პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ეს განსაკუთრებული დღეა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და თითოეული ოჯახისთვის, რომელთა ყოველდღიურობაშიც განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
განათლების სისტემა, ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად, ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობით, რომელსაც, საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემასთან ერთად, აქვს ცოდნა, უნარები და ამბიცია, თავად შექმნას უკეთესი საქართველო, რომელიც ღირსეულად უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს.
ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მასწავლებლებს - ადამიანებს, რომელთა პროფესიონალიზმი, ეროვნული სულისკვეთება და პასუხისმგებლობა ყოველი ახალი თაობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!“ - აცხადებს პრეზიდენტი.
ყველა სიახლე
15 სექტემბერი 2026, 13:32
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაი-ქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა წლები და მათ სახელებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის ჩვენს გმირ მეფეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო
მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაი-ქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა რამდენიმე წელი და მათ სახელებს და გვარებს ვეღარავინ ვეღარ გაიხსენებს, მაგრამ ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის ფასად, თავიანთი ოფლის და თავიანთი შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 სექტემბერი 2026, 13:31
პოლიტიკა
რიმა ბერაძე: სკოლის ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მიცემაზე, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდაზე
„განათლება მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის - ეს არის ადამიანის ჩამოყალიბება, მისი შესაძლებლობების აღმოჩენა და მომავლის შენება. სწორედ ამიტომ, ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩვენთვის მხოლოდ კალენდარული თარიღი კი არა, ახალი ნაბიჯია ისეთი ქვეყნისკენ, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, ირწმუნოს საკუთარი ძალების და პასუხისმგებლობიან მოქალაქედ იქცეს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
15 სექტემბერი 2026, 13:30
პოლიტიკა
ლევან აბაშიძემ და მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევან აბაშიძემ საკრებულოს წევრ მარიამ გრიგოლიშვილთან ერთად მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინიოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის (CORLEAP) მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
15 სექტემბერი 2026, 13:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიას: ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი რამდენჯერ უნდა გითხრან? ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჰკითხოს მოსახლეობას, თუ ჩადიოდნენ მდინარის ნაპირას და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ყველა დაინახავს, ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ
„ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი თემა და მომგებიანი თემა, კიდევ რამდენჯერ უნდა გითხრან, რომ ეს დაიჯეროთ?“- ასე მიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
15 სექტემბერი 2026, 13:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ როლს დაკავშირებადობის კუთხით. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველო ასეთი სუვერენული არასდროს ყოფილა - ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აღიქვამს სწორად იმას, რომ მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
მინდა კიდევ ერთხელ გამოვყო უმნიშვნელოვანესი დღის წესრიგი, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე: ჩვენ საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ როლს დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 სექტემბერი 2026, 13:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ეკონომიკური ზრდა, პირველი რვა თვის მონაცემებით, შეადგენს დაახლოებით 8 პროცენტს - ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, რომელიც აისახება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე
„როდესაც ოპოზიცია გვსაყვედურობს, რომ ეკონომიკა თითქოს იზრდება და ამ ციფრებით ჩვენ, ასე ვთქვათ, „ვმანიპულირებთ“, ეს კიდევ ერთი ბოდვა არის მათ მხრიდან, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე არის მიბმული ბიუჯეტი, რომელიც იზრდება წლიდან წლამდე რამდენიმე მილიარდით და 36 მილიარდს გადასცდა ჩვენი ნაერთი ბიუჯეტი წლევანდელ წელს“.
15 სექტემბერი 2026, 13:21
მსოფლიო
BBC: ნიდერლანდებში რკინიგზის მუშაობა სავარაუდო დივერსიის გამო შეფერხდა
ნიდერლანდების რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ამსტერდამში, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორის, ProRail-ის განცხადებით, მიზეზი ლიანდაგებზე სავარაუდო დივერსია გახდა, იუწყება BBC-ი.
15 სექტემბერი 2026, 13:14
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას „შუა დერეფანში“ დაკავშირებადობის კუთხით
„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, პირველი 8 თვის მონაცემებით, დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი რეგიონში, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტსა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
15 სექტემბერი 2026, 13:08
მსოფლიო
Reuters: რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო რაკეტები გაისროლა
რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით ორი სასიგნალო რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 13:05
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის ოპერაციების კოორდინატორ დენა ფიშერთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის ოპერაციების კოორდინატორ დენა ფიშერთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 13:04
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 12:47
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თელოვანის მიმდებარედ, მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობდა. მუხათგვერდის მიმდებარედ გამოვლენილ შემთხვევაში კი მოქალაქე ნადირობისას, გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, აკრძალულ საშუალებას - ფარს (პროჟექტორს) იყენებდა. მას ასევე არ ჰქონდა გადახდილი გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი.
15 სექტემბერი 2026, 12:46
მსოფლიო
Euractiv: ხორვატია ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების პროცესს აფერხებს
ხორვატია მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე წნეხს აძლიერებს იმ დროს, როდესაც დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 12:42
ტექნოლოგიები
Apple-მა iOS 27 გამოუშვა, რომელიც ახალი Siri AI-ით არის აღჭურვილი
Apple-მა ოპერაციული სისტემა iOS 27 გამოუშვა, რომლის მთავარი სიახლეც Siri AI გახდა - Apple Intelligence-ზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტის განახლებული ვერსია. განახლებულ Siri AI-ს შეუძლია ამოიცნოს, რა ხდება მომხმარებლის ეკრანზე, უპასუხოს ამასთან დაკავშირებულ კითხვებს და გახსნილ აპლიკაციებთან დაკავშირებული მოქმედებები შეასრულოს, მაგალითად, გადაიხადოს შესყიდვების საფასური. Siri-ს ასევე შეუძლია დაეხმაროს მომხმარებლებს ტექსტთან მუშაობაში და ერთმანეთთან დაკავშირებულ მოწყობილობებს შორის გადაერთოს.
15 სექტემბერი 2026, 12:42
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელში
„ეს მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში აღრიცხულ ტვირთნაკადებთან დაკავშირებით.
15 სექტემბერი 2026, 12:40
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ჩაებას ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იდეოლოგიურ ომში. ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხრიდან აშშ-ის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან (MAGA) ურთიერთობის აკრძალვის მოწოდება საქართველოსთვის საზიანოა.
15 სექტემბერი 2026, 12:30
საზოგადოება
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კობა კობალაძეს ჩინეთის ვეტერანთა საქმეების მინისტრმა უმასპინძლა
შეხვედრას ჩინეთის ვეტერანების საქმეთა სამინისტროს წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე, დესპანი ბესიკ შარაშენიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე და საერთაშორისო სამმართველოსა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი ესწრებოდნენ.
15 სექტემბერი 2026, 12:29
რეგიონი
გზების დეპარტამენტმა მდინარე სუფსისა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
ტენდერები გამოცხადდა ქ. ჩოხატაურში, გურამიშვილის ქ. (სტადიონთან), მდინარე სუფსის ნაპირაღდგენით, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე (ორივე ნაპირი) და ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ზენდიდში, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირსამაგრ სამუშაოებზე.
15 სექტემბერი 2026, 12:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მაია ბითაძეს კულტურის მინისტრად დანიშვნას ვულოცავთ. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი წარმატებული მინისტრობის საწინდარი იქნება
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი სახელით ჩვენს ჯერ კიდევ კოლეგას, ქალბატონ მაია ბითაძეს კულტურის მინისტრად დანიშვნა მივულოცო, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
15 სექტემბერი 2026, 12:25
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.


