თბილისის მერია აცხადებს კონკურსს - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ ფარგლებში, ცხადდება კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონკურსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზნით ცხადდება კონკურსი - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“. ამ საინტერესო პროექტის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ, მონაწილეობის მიღებისკენ, რომ ერთად გავაუმჯობესოთ კონკრეტული უბნები, არეალები. ჩვენ მოვისმენთ თქვენს იდეებს, ხედვებს და ჩვენი ჩართულობით, კონკრეტული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკონკურსო არეალის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზეა განთავსებული.
„კონკურსის მიზანია, მივიღოთ პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები, რომლებიც კონკრეტულ ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს - იქნება ეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირი თუ მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა. საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, საჯარო სივრცეებს. დეტალურ ინფორმაციას და ზუსტ საკონკურსო არეალს ნახავთ მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
„დღეს დაიწყო „მობილობის ევროპული კვირეული“, რომელსაც დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და დიდი დიღმის ავტობაზას, სადაც გაეცნობიან როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მუშაობის სპეციფიკას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 15:11
მსოფლიო
The Guardian: თურქეთში LGBTQ+ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მასშტაბური დაკავებები განხორციელდა
თურქეთის ხელისუფლებამ LGBTQ+ თემის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდებისა და დაკავებების ტალღა დაიწყო. ხელისუფლება ოპერაციების გასამართლებლად „უხამსობის“ ბრალდებებს იყენებს, იუწყება The Guardian-ი.
17 სექტემბერი 2026, 15:08
ეკონომიკა
გურამ დუმბაძე: სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, გავწეროთ ხარისხის ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად, ჯერ ამას ვამოწმებთ, თუ დააკმაყოფილებს, შემდგომ ფასის მიხედვით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა
281-ე დადგენილებით, რომელიც მივიღეთ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, რომ გავწეროთ ხარისხის ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 15:04
ეკონომიკა
გურამ დუმბაძე: შესყიდვების რეფორმების ნაწილი ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები, როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, მცირე და საშუალო ბიზნესს უკვე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია მსხვილ კომპანიებთან
რეფორმების ნაწილი უკვე ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები - როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 14:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 14:48
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევისთვის დააჯარიმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 14:33
სამართალი
პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენლისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, მოსამართლემ მოქალაქე ალექსანდრე იანკოვსკი 4 ათასი ლარით დააჯარიმა
მოსამართლემ მოქალაქე ალექსანდრე იანკოვსკი 4 ათასი ლარით დააჯარიმა. კანონდამრღვევმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენელს ფეისბუკში შეურაცხყოფა მიაყენა.
17 სექტემბერი 2026, 14:30
მსოფლიო
აშშ-მა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს ვიზა არ მისცა
აშშ-მა პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს სექტემბერში ნიუ-იორკში გასამართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 14:21
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი იულია მენდელი ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.
17 სექტემბერი 2026, 14:20
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აშშ-ში კანონის გამკაცრების საჭიროება გვესმის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი
ამერიკის შეერთებულ შტატები „ფარას“ გამკაცრების ფაქტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
17 სექტემბერი 2026, 14:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ნამახვანჰესზე: არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება
არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 14:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს
მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
17 სექტემბერი 2026, 14:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ფარას“ გამკაცრებაზე: ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ აგორებული კამპანია
„ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ მთელი ის აგორებული კამპანია, როგორც ევრობიუროკრატების, ასევე შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის, საქართველოში მოქმედი რადიკალური აგენტურული ჯგუფების მიერ იყო ნაკარნახევი, რასაც მხარს უბამდნენ როგორც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ასევე სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობა. დღეს ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის სრული აბსურდი და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ეს დასტურდება იმ ინიციატივებით, რასაც პირველ რიგში შეერთებულ შტატებში ვხედავთ“, - აცხადებს მათიკაშვილი.
17 სექტემბერი 2026, 14:01
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 13:54
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს
სომხეთის მთავრობა წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთი გიუმრიდან 102-ე სამხედრო ბაზას გაიყვანს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 13:48
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.
17 სექტემბერი 2026, 13:43
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
გიორგი ზაქარაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 1 ოქტომბრიდან დაიწყებს. მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
17 სექტემბერი 2026, 13:37
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და როსტოვში სამხედრო აეროდრომი დაბომბეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთში იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და როსტოვის სამხედრო აეროდრომი დაბომბეს.
17 სექტემბერი 2026, 13:17
ეკონომიკა
ნათია თურნავა Swift-ის საგადამხდელო ფორუმში მონაწილეობდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმის მთავარი თემა რეგიონში საგადამხდელო სისტემების განვითარება, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესება და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერება იყო.
17 სექტემბერი 2026, 13:05
რეგიონი
სამტრედიის N11 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია სამტრედიის N11 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოს ადგილზე გაეცნო.
17 სექტემბერი 2026, 13:02
მსოფლიო
TikTok-ის დამფუძნებელი აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა
ვიდეოპლატფორმა TikTok-ის საყოველთაო გავრცელების წყალობით, ჟანგმა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი 2024 წლის ოქტომბერში მოიპოვა. ასევე, მეწარმის წარმატებას უკავშირებენ მისი კომპანიის, ByteDance-ის პროექტების განვითარებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მათ შორის არის ჩატბოტი Doubao AI და ვიდეოგენერატორი Seedance.


