დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებზე: დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება
ფოტო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თბილისის საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთო.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო.
ამასთან აღსანიშნავია, რომ კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება.
ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია.
ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ – ტემპერატურის მატება. იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს.
ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ამასთან, ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა - ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, დაბინძურებული ზედაპირების დამუშავება.
აქვე აღსანიშნავია, რომ საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით პირველივე ეტაპზე ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები", - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 18 სექტემბერს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება - ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.
ყველა სიახლე
20 სექტემბერი 2026, 11:41
კულტურა
BIAFF 20 - ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით „გურია" გაიხსნა
BIAFF 20 - ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით "გურია" გაიხსნა. რომელიც საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების პროგრამაშია. გახსნის ღონისძიებას ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები დაესწრნენ. გაიხსენეს ფესტივალის ისტორია.
20 სექტემბერი 2026, 11:40
რეგიონი
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო
მუსიკალური საღამოების გარდა, წელს ფესტივალი კინოჩვენებებსა და მუსიკაზე საუბრებს მოიცავს, დაგეგმილია მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლი.
20 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
გერმანიის პოლიციამ AfD-ს ერთ-ერთი ლიდერის თანაშემწის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ბერლინის მიწის პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის ლიდერის, კრისტინ ბრინკერის თანამშრომლის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. პროკურატურის ინფორმაციით, 48 წლის კაცი ეჭვმიტანილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, თუმცა ჩხრეკისას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.
20 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
რიჩარდ გრენელი: ამერიკული ჟურნალისტიკა მკვდარია
ამერიკული ჟურნალისტიკა მკვდარია, - წერს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში.
20 სექტემბერი 2026, 11:33
მსოფლიო
ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება
ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელიც დედაქალაქის ახალ მერსაც გამოავლენს. კენჭისყრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მმართველი კოალიციისთვის.
20 სექტემბერი 2026, 11:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები
„შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა დონეზე მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე, ასევე ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ სხვადასხვა ქვეყნისა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
20 სექტემბერი 2026, 11:27
მსოფლიო
მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ
მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ. მანიფესტანტებმა სამართალდამცველებს სასიგნალო რაკეტები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. დემონსტრანტების დასაშლელად ქალაქში ცხენოსანი საპოლიციო რაზმები გამოიყვანეს.
20 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის პოსტებზე: ეს შეფასებები მორალურ ფსკერს მიღმა განზომილებიდანაა გაკეთებული, ვინაიდან ამით უმძიმესი ტკივილი მიაყენეს იმ ოჯახებს, ბავშვებს, რომელთაც შესაბამისი სინდრომი აქვთ
ამით უმძიმესი ტკივილი მიაყენეს იმ ოჯახებს, ბავშვებს, რომელთაც შესაბამისი სინდრომი აქვთ, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ზიზღის კამპანიას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების წინააღმდეგ.
20 სექტემბერი 2026, 11:21
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტებს ამოწმებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა რეკომენდაციები და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებს დეტალურად გააცნო ის მოთხოვნები, რომელთა შესრულებას მათ კანონი ავალდებულებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
20 სექტემბერი 2026, 11:14
საზოგადოება
„ჯუჯების აქციები იყო ქოცების მართული ძარცვის დაკანონება“ - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დისკრიმინაციას განაგრძობს
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დისკრიმინაციას განაგრძობს. შეურაცხმყოფელი პოსტები დარინა მიქელაძემ, „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც მის პირველ პოსტს მშობლების მწვავე რეაქცია მოყვა, მან დაცინვის კამპანია განაგრძო.
20 სექტემბერი 2026, 11:07
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
20 სექტემბერი 2026, 11:07
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მიქელაძის პოსტებზე: ბოღმაში დამხრჩვალი ადამიანები არიან, რომლებიც ერთი მხრივ, ხარობენ, როდესაც რაღაც უბედურება ხდება, მეორე მხრივ, როდესაც ვინმეს დამცირება შეუძლიათ და ამის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ
„ეს არის აგენტურის სახე. ეს არის ზნედაცემული, ამორალური, უზნეო ადამიანთა ერთობა. სხვათა შორის, ნურც იმას დავივიწყებთ, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ როგორი აგრესია და ზიზღი გამოხატეს მას შემდეგ, რაც წამლის საკითხის დახურვისთანავე მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ხელისუფლებას. ბოღმაში დამხრჩვალი ადამიანები არიან, რომლებიც ერთი მხრივ, ხარობენ, როდესაც რაღაც უბედურება ხდება, მეორე მხრივ, როდესაც ვინმე დამცირება შეუძლიათ და ამის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ“, - აცხადებს მაჭავარიანი.
20 სექტემბერი 2026, 10:51
მსოფლიო
მოსკოვის ოლქს ასობით დრონმა შეუტია
ვრცელდება ინფორმაცია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ რამენსკეს, ლენინსკის, ლუბერცის, ლიტკარინოს, ორეხოვო-ზუევოს, კოტელნიკისა და ისტრას ოლქებში. კერძო სახლები დაზიანდა რამენსკეში, კოლომნასა და ეგორიევსკშიც. ცნობილია ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ - სოფინოსა და ორეხოვო-ზუევოს ოლქში.
20 სექტემბერი 2026, 10:44
თავდაცვა
აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებმა სამხედრო სწავლებები ჩაატარეს
ნორიოს საწვრთნელ არეალში აღმოსავლეთის სარდლობის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების სწავლება გაიმართა. სასწავლო შეკრების ფარგლებში, სადაზვერვო და დამრტყმელი FPV დრონების ოპერატორებმა სხვადასხვა სახის ინდივიდუალური და კომბინირებული დავალება შეასრულეს. სწავლება ოპერატორების მიერ ღია სივრცეში, ტყიან მასივსა და შენობებში უძრავ-მოძრავი სამიზნეების აღმოჩენასა და განადგურებას მოიცავდა. დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დრონების ოპერატორების მომზადება დადებითად შეფასდა.
20 სექტემბერი 2026, 10:31
მსოფლიო
თურქეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადებები წარუდგინეს
„როგორც ჩანს, ახლა გრძელვადიანი შედეგის მიღწევა საკმაოდ რთულია. გავაგრძელებთ ომს, რომლის გამანადგურებელი ხასიათიც ყველა მხარეს საკმარისად კარგად აქვს გაცნობიერებული და რომელიც ახლა თანდათან მშვიდდება, თუ ვიპოვით გონივრულ კომპრომისს და ვიტყვით: „მოდით, აღარ გავანადგუროთ ერთმანეთი“? ჩვენ წინადადება ორთავე მხარეს გავუგზავნეთ და პასუხს ველოდებით. ვხედავთ, რომ თუ მინდვრებიდან აღებული მარცვლეული მსოფლიო ბაზრებს არ მიეწოდება, ბევრ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნება“, - განაცხადა ფიდანმა.
20 სექტემბერი 2026, 09:48
მსოფლიო
რობერტ ფიცო: დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს
დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის დამარცხების სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ.
20 სექტემბერი 2026, 09:23
მსოფლიო
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: ნატო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა, რომ ნატო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს.
20 სექტემბერი 2026, 09:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
20 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +25 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
20 სექტემბერი 2026, 08:35
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ „ხელოვნური ინტელექტის ძალებს" შექმნის
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ძალებს შექმნის. მისივე თქმით, ამ მიმართულებით სპეციალური მრჩევლის დანიშვნასაც გეგმავს.


