21 სექტემბერი 2026, 14:43 / სანდო წყარო

შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის აღსანიშნი სადღესასწაულო წირვის შემდეგ.

მისი თქმით, ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს.

„დღეს ხარობს ცა და მიწა და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც. ძვირფასო დებო და ძმებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება, საეკლესიო დღესასწაულებზე, ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ხოლმე ჩვენი თავი, რა გვიხარია ჩვენ, რა გვწყინს, ვხარობთ თუ არა სულიერი სიხარულით. ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი, უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საკმარისია გავივლოთ გულში უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო, ან გულგრილობა გამოვავლინოთ, იკარგება ეს სიხარული შემდეგ ჩვენში, ნელდება. თითქოს მადლი გვშორდება. მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს“, - აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. როგორც ცნობილია, უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2026, 15:20

მსოფლიო

ევროკავშირმა არჩევნების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

„გადაწყვეტილებამ, ფედერალური სიით არ დაეშვათ პარტია „იაბლოკოს“ კანდიდატები, კიდევ უფრო შეზღუდა რუსი ამომრჩევლის არჩევანი, რადგან საარჩევნო პროცესს ჩამოაცილა ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი ოპოზიციური ძალა და ერთადერთი პარტია ომის საწინააღმდეგო პროგრამით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

21 სექტემბერი 2026, 15:16

რეგიონი

ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

21 სექტემბერი 2026, 15:03

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებულ განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენციაში

ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

21 სექტემბერი 2026, 14:39

საზოგადოება

პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მესამე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა

პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მესამე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა. სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა და რუსთავისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა არ მიუღია. მსურველთა რეგისტრაცია 21 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

21 სექტემბერი 2026, 14:37

სამართალი

მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ

მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ. სასამართლო სხდომაზე კანონდამრღვევები არ მივიდნენ.

დავით ქართველიშვილი

21 სექტემბერი 2026, 14:32

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებული

„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებმა საქართველოსთვის ერთი მთავარი და საკმაოდ უხერხული რეალობა კიდევ ერთხელ დაადასტურა: კრემლის პოლიტიკური სისტემა არ ქრება და მისი საგარეო კურსის სწრაფ ცვლილებაზე გათვლა ილუზიაა“, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

21 სექტემბერი 2026, 14:31

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.

დავით მათიკაშვილი

21 სექტემბერი 2026, 14:29

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გვარამიას განცხადებაზე: გვარამია ხომ პრაქტიკულად საქართველოს მტრების სახელით საუბრობს და თავად ეს საუბარიც ჩვენი ქვეყნის მტრობაა

მათიკაშვილი გვარამიას განცხადებაზე: გვარამია ხომ პრაქტიკულად საქართველოს მტრების სახელით საუბრობს და თავად ეს საუბარიც ჩვენი ქვეყნის მტრობაა,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გვარამიას განცხადებაზე.

დავით მათიკაშვილი

21 სექტემბერი 2026, 14:28

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში

ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს.

21 სექტემბერი 2026, 14:25

მსოფლიო

საფრანგეთში გააპროტესტეს კანონპროექტი, რომელიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის

პარიზში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ალის ვაიდელი

21 სექტემბერი 2026, 14:25

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია

არ მგონია მერცმა საკუთარი პოზიციის შენარჩუნება შეძლოს მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით. ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა.

გიორგი სოსიაშვილი

21 სექტემბერი 2026, 14:23

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ე.წ. „არაბიზაცია“ არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება

ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.

21 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

ტეხასში პოლიციის მხრიდან ძალადობა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დეპარტამენტში ისიც აღნიშნეს, რომ დაჭრილი ქვეყანაში უკანონოდ იყო შესული. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია სროლა. ადგილობრივმა მერმა და პოლიციამ დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვეს.

კელინ ჯორჯესკუ

21 სექტემბერი 2026, 14:06

მსოფლიო

რუმინეთში კელინ ჯორჯესკუ დააკავეს

პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანა. მან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ სავარაუდო უცხოური ჩარევის გამო არჩევნების შედეგი გააუქმა, რის შემდეგაც მას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

დავით სონღულაშვილი

21 სექტემბერი 2026, 13:52

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდება

მინისტრის განცხადებით, მოსავლის სრულად დაბინავებასთან ერთად, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქციის წარმოების წახალისება. სწორედ ამიტომ, განსხვავებული მიდგომა იქნება მაღალი ხარისხის, მაღალშაქრიანი და მაღალი კონდიციის ყურძნის მიმართ.

ლევან მახაშვილი

21 სექტემბერი 2026, 13:37

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გვარამიას განცხადებაზე: საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პატიებაზე, შერიგებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ როცა ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას

საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პატიებაზე, შერიგებაზე, სიყვარულზე, ეს ადამიანები დღე და ღამე საუბრობენ ზიზღზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე, სიძულვილზე და მერე უკვირთ როცა ამ ადამიანებს ვეძახით ომის პარტიას, - ასე ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

ვახტანგ ცინცაძე

21 სექტემბერი 2026, 13:27

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3,286.6 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება, ხოლო ექსპორტის მოცულობა 22%-ზე მეტადაა გაზრდილი და ასევე რეკორდულ მოცულობას - 5,422.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგენს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

21 სექტემბერი 2026, 13:21

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე, მის მიერ მითითებულ კრიპტოვალუტის ელექტრონ საფულეზე და საბანკო ანგარიშზე საერთო ჯამში 833 101 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა.

21 სექტემბერი 2026, 13:11

მსოფლიო

უკრაინული მედია: ევროკავშირის ელჩები პუტინისა და იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ და ახალ შეხვედრას გეგმავენ

როგორც აღინიშნება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო დაწესებული ინდივიდუალური სანქციების გაგრძელების განხილვა ნაშუადღევს გაგრძელდება. მოქმედი სანქციების რეჟიმი, რომლის სიის ფორმირებაც ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, მოიცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარაზე.