23 სექტემბერი 2026, 19:10 / სანდო წყარო

კობა კობალაძემ ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მთავარ სერჟანტს და მის თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ჯორჯიის შტატის (აშშ) ეროვნული გვარდიის მთავარ სერჟანტს კლინტ ქაუზერს, მის თანმხლებ დელეგაციას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, კობა კობალაძე სტუმრებს ვრცლად ესაუბრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩამოყალიბებისა და განვითარების დინამიკაზე, იმ პროგრამებზე, რომელთაც სამსახური სახელმწიფოს, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ახორციელებს, ვეტერანთა წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად.

სამსახურის დირექტორმა ილაპარაკა ვეტერანთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისათვის განხორციელებულ პროექტებზე; იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს სამსახურის ბენეფიციართა ფსიქორეაბილიტაციის კუთხით და რომელთა გადალახვაშიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია. კობა კობალაძემ ასევე განიხილა სამსახურის მომავალი გეგმები და ამოცანები.

სამსახურის დირექტორმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ თანადგომას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს მიმართ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე. მან განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ყოფილი და დღევანდელი ხელმძღვანელობა იმ გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული დამოკიდებულებისათვის, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია გრძელდება გამოცდილების გაზიარების, თავდაცვის სტრუქტურების გაძლიერებისა და მხარეთა შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით,

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს გიმასპინძლოთ თქვენ, წარმომადგენლებს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა, რომლის საპატიო წევრიც გახლავართ 2002 წლიდან და რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სამსახურს გულთბილი მასპინძლობის, საინტერესო საუბრის, სამსახურის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების პირობა აღუთქვეს. ამერიკელმა სტუმრებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს კობა კობალაძის მიმართ იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან ამერიკასა და საქართველოს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად გასწია და მას ჯორჯიის შტატის სამახსოვრო დაფა გადასცეს.

„დაე, ამ პარტნიორობამ ხელი შეუწყოს ჩვენს ვეტერანებზე ზრუნვის, მათი ღვაწლის დაფასებისა და მხარდაჭერის გაძლიერებას, მათ მიერ გაწეული სამსახურისა და თავგანწირული მემკვიდრეობის შენარჩუნებით“, ეს ამონარიდი გახლავთ სამახსოვრო დაფიდან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია და სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 19:43

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთიც დათანხმდება სრულფასოვან ენერგეტიკულ ზავს

უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთიც დათანხმდება სრულფასოვან ენერგეტიკულ ზავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მასუდ პეზეშკიანი

23 სექტემბერი 2026, 19:32

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტერორისტებად მოგვიხსენია - ჩვენ თავად გავხდით ტერორიზმის მსხვერპლნი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა ომის დასაწყისში ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული იმ იერიშის ხაზგასმით დაიწყო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

23 სექტემბერი 2026, 19:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

23 სექტემბერი 2026, 19:24

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს და მზად არის მომავალშიც განაგრძოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა - ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.

23 სექტემბერი 2026, 19:21

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი ოდენობით, უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მასუდ პეზეშკიანი

23 სექტემბერი 2026, 19:19

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ სანქციების, გაზრდილი ზეწოლისა და ძალადობის ფონზე ირანელი ხალხის წინააღმდეგობა მხოლოდ გაძლიერდება

ირანი არასდროს დაიჩოქებს, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას და სხვა ქვეყნებს მოუწოდა თანამშრომლობისკენ „ჭეშმარიტი მშვიდობისა და სტაბილურობის“ მისაღწევად იმ მოვლენების ფონზე, რასაც მან „ჩაგვრა და ძალადობა“ უწოდა.

23 სექტემბერი 2026, 19:07

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას, უკეთ გაიაზროს საკუთარი როლი სახელმწიფოებრივ პროცესებში

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.

23 სექტემბერი 2026, 18:59

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2026, 18:56

პოლიტიკა

პრემიერი: მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

23 სექტემბერი 2026, 18:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა

2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

23 სექტემბერი 2026, 18:41

მსოფლიო

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 43-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია და ქალაქის პროკურატურა ავრცელებენ.

მეთიუ უიტაკერი

23 სექტემბერი 2026, 18:32

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: ევროპა მეოთხე ადგილზეა ჩვენი პრიორიტეტების სიაში

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად, ამერიკის ეროვნულ პრიორიტეტთა სიაში ევროპას მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია.

გიორგი აბაშიშვილი

23 სექტემბერი 2026, 18:32

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს მდგრადობას, რაც ერთგვაროვნად არის დამსახურება ხელისუფლების ძალიან ძლიერი და სწორი პოლიტიკისა - თუ ჩავხედავთ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზს, დავინახავთ, რომ რეგიონში, ახლო სამეზობლოში საქართველო ამ კუთხით არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მიიღო ზრდის პროგნოზი

ეს არის ძალიან კარგი შედეგი ქართული ეკონომიკისთვის, იმ გარე და შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომლებიც გვაქვს, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზის გაზრდასთან დაკავშირებით.

23 სექტემბერი 2026, 18:31

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის თემტურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმართა.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 18:26

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს ეხმიანება.

გიორგი აბაშიშვილი

23 სექტემბერი 2026, 18:16

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? - პირველ რიგში, რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში

ის, რომ ასეთი მნიშვნელობის ფორუმი [ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი] ტარდება ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აშკარად ეს არის საქართველოს და სემეკის აღიარება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.

23 სექტემბერი 2026, 18:15

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს შემთხვევაში, არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს - დღეს საქართველოში რა ინვესტიციაც დაიწყო, ყველა წარმატებით გრძელდება

არ არსებობს ინვესტორი, რომელიც არ რეაგირებდეს, როდესაც მის წინააღმდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში ნეგატიური კამპანიაა, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 სექტემბერი 2026, 18:08

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქების ამოღებაზე: ეს მაგალითებიც გვიჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება წუთიერ პოლიტიკურ სისუსტეებს დაჰყვეს სახელმწიფო და ამ დროს შეიძლება მთელი ერის სასიცოცხლო ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ დადგეს. ჩვენ სხვადასხვა დროს ვიხილეთ, როდესაც კონკრეტული ნავთობკომპანიები, ბანკები, სხვადასხვა საქონელი რუსეთისა, რომელიც სანქციის ქვეშ იყო, ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდინარე, თავისუფლდებოდა სასანქციო რეჟიმისგან

პოლიტიკაში არ არსებობენ არც მუდმივი მეგობრები და არც მუდმივი მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები და ეს ინტერესები ყოველთვის წინა პლანზე გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ინტერესი იყო, რომ ეს ორი ოლიგარქი გათავისუფლებული ყოფილიყო ევროკავშირის სანქციებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 სექტემბერი 2026, 17:56

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რომელ პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი

„ჩვენი ჩვენი პრინციპებისთვის არ გვიღალატია. ევროკავშირის არსებულ მმართველობას და ზოგადად, იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ წარმოიშვა, საქართველოზე უდიდესი ზეწოლა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ამ ზეწოლას ვუძლებთ და ქვეყნის განვითარებას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.