27 სექტემბერი 2026, 09:21 / სანდო წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც წვიმიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

სოხუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ამბროლაურშიც ნალექიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი დღეა. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში იწვიმებს, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +10 იქნება.

ბორჯომში +24 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც იწვიმებს/ ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +18 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +17 გრადუსი.

სიღნაღშიც წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

რუსთავში მოსალოდნელია წვიმიანი დღე. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მცირედი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

27 სექტემბერი 2026, 09:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება

კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

27 სექტემბერი 2026, 08:57

მსოფლიო

პარიზში რომის პაპის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. შეკრებილებს რომის პაპმა, მათ შორის, ფრანგულ ენაზე, მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და რწმენისთვის.

27 სექტემბერი 2026, 08:30

მსოფლიო

აშშ-ში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების 14-მა სენატორმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი მიწვევა

აშშ-ში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების 14-მა სენატორმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი მიწვევა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

27 სექტემბერი 2026, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უარყო ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ-იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს, ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადასცა.

27 სექტემბერი 2026, 00:47

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

27 სექტემბერი 2026, 00:41

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

27 სექტემბერი 2026, 00:37

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:21

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

27 სექტემბერი 2026, 00:18

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:14

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:09

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

27 სექტემბერი 2026, 00:01

რეგიონი

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

ჯვართამაღლების ხატი

27 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ჯვართამაღლებაა

დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა კი ჯვარი ყველას თვალწინ აამაღლა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:45

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი მევენახეებს: წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია

წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“. „მოსახლეობამდე კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დღესაც ჩაშვებულია პრაქტიკაში - კოოპერაცია, მცირე მეწარმეების გაერთიანება, რომ თავისი ღვინო შექმნან. ეს ყველა კომპონენტი არსებობს, ძლიერდება და მოვალეა სახელმწიფო, რომ ეს კიდევ უფრო მეტად მიიტანოს თითოეულ მევენახემდე, მით უმეტეს, მცირე და საშუალო მევენახემდე. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების აზრიც, ვინც აზრის ფორმირებაში აქტიურია, მათი ჩართულობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი კარგი მეურნის აზრი უცებ გადაება სოფელს მითუმეტეს

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:26

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღევანდელი დღის 18:00 საათის მონაცემებით, 77 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია

„აქედან, უმაღლესი ხარისხის, რაშიც აპრილი იხდება ლარი და 30 თეთრი, ეს არის უკვე დაბინავებული მოსავლის 71%. დაახლოებით 29% არის საშუალო ხარისხის, რაშიც ლარი და 10 თეთრი იხდება. 0,5%, რომელიც არ ითვლება ხარისხიან ყურძნად, ეს მაჩვენებელი, მაქსიმალურად, წლიდან-წლამდე უნდა გავაქროთ. არ შეიძლება მევენახე ცუდი ყურძნის ანაბარა დარჩეს, რადგან საბოლოო ჯამში, კიდევ უარეს ორმოში აღმოჩნდება პერსონალურად მევენახეც და მთელი დარგი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ლევან მეხუზლა

26 სექტემბერი 2026, 22:12

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ითქვა, დასეტყვილ ყურძენს იბარებდით 80 თეთრადო, ამ ყველაფერმა გააჩინა ის მოტივაცია, რომ ჰექტრობით ვენახების მოვლა ხდებოდა ისე, რომ რაც შეიძლება, მეტი მოსავალი მიგვეღო. ამან საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ გვაქვს ბევრი დაბალხარისხიანი, ან საშუალო ხარისხიანი ყურძენი

როგორ შეიძლება, ერთ ქვაბში მოიხარშოს მევენახე, რომელსაც აქვს 1 ჰექტრამდე ვენახი, რომელსაც აქვს 5 ჰექტრამდე, რომელსაც 20 ჰექტრამდე და რომელსაც აქვს 20 ჰექტარი და ზევით. რა დავაშავეთ ჩვენ მცირე მევენახეებმა? - ამ კითხვით მევენახე ლია ბაზიერაშვილმა გადაცემა „ღაი ეთერის“ სტუმრებს მიმართა. მევენახე სახელმწიფოს სთავაზობს, მევენახეებს საკუთრებაში არსებული ვენახის ფართობის მიხედვით, დიფერენცირებულად დაეხმაროს.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:10

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: 2025 წელს, საქართველოს მეღვინეობის დარგმა, დაახლოებით 560 მილიონი დოლარის პროდუქცია აწარმოა და გაიტანა უცხოეთში - ჩვენი მეღვინეობა მსოფლიო კონკურენციას უნდა უძლებდეს

იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა წარმატებული იყოს, აუცილებელი პირობაა მსხვილი მიწის ფართობები. იმიტომ, რომ იქ ყველა პროცესი გაცილებით მომგებიანია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 21:47

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციამდე არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება

იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციამდე არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

ლევან მუხუზლა

26 სექტემბერი 2026, 21:37

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, როგორც კონკურენტი, ღვინის ბიზნესში არ ჩაერიოს

სახელმწიფო ნებისმიერი ხარისხის ყურძნიდან ხდის სპირტს. ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ყველაფერი იყრება გადამამუშავებელ ერთ ხაზში და ერთად დუღს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე გოგი კაკაბაძემ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო პრინციპულად არ ამზადებს ღვინოს.