გენერალ-მაიორი კობა კობალაძე: პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომლებმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში მთელ ქვეყანას ამცნეს ის, რომ ჩვენ, ქართველები, ღირსნი ვართ არა მარტო ჩვენს სამშობლოში ბეჭგამართულად ყოფნისა, არამედ უნარი გვაქვს მისთვის ბრძოლისა და თავგანწირვისა
ფოტო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორ ედუარდ ჯიშკარიანთან, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელ დირექტორ მალხაზ ჩიხლაძესთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და მათი ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.
„დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი. თარიღი, რომელიც დაკავშირებულია უდიდეს თავგანწირვასთან, ბრძოლასთან, ტკივილთან, ცრემლთან... დღეს მოვედით მემორიალთან და პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომლებმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთხელ შეუნარჩუნეს ქვეყანას ნამუსი, სინდისი და მთელ ქვეყანას ამცნეს ის, რომ ჩვენ, ქართველები, ღირსნი ვართ არა მარტო ჩვენ სამშობლოში ბეჭგამართულად ყოფნისა, არამედ უნარი გვაქვს მისთვის ბრძოლისა და თავგანწირვისა“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად დღეს გმირთა მემორიალზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი.
მოგვიანებით, კობა კობალაძე დიღმის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, პატრიოტული სულისკვეთების კომპოზიციები წარმოადგინეს. სამსახურის დირექტორმა, მოსწავლეებთან და ვეტერანებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაცემული გმირების საფლავები ვარდებით შეამკო.
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად, დღეს, 27 სექტემბერს, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი - საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 02:07
მსოფლიო
ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა.
29 სექტემბერი 2026, 01:58
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შემცირდება - ეს ნაწილობრივ უკავშირდება დონალდ ტრამპის განცხადებებსა და ამერიკული ადმინისტრაციის სიგნალებს იმის შესახებ, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუმცა ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ბრუნდებიან, ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ჯარების საერთო რაოდენობა შემცირდება.
29 სექტემბერი 2026, 01:51
მსოფლიო
AXIOS: ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
29 სექტემბერი 2026, 01:45
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო.
29 სექტემბერი 2026, 01:08
სპორტი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
29 სექტემბერი 2026, 01:02
მსოფლიო
The Wall Street Journal-ის გამოკითხვა: შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე - 37%-მდე შემცირდა.
29 სექტემბერი 2026, 00:41
მსოფლიო
რომის პაპი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა ლიდერებისთვის, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ქვეყნების მმართველებისთვის, მუდმივი მოწოდება, რომ დასხდნენ, აწარმოონ დიალოგი და იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები ამ უკვე ყოველგვარ აზრს მოკლებული ომების გაგრძელების გარეშე
რომის პაპმა ევროპაში მიმდინარე კონფლიქტზე, განიარაღების აუცილებლობასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
29 სექტემბერი 2026, 00:07
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ ამ ომს ძალიან მალე მოვიგებთ - ეს ყველაფერი დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე დაპირისპირება მალე დასრულდება.
28 სექტემბერი 2026, 23:00
მსოფლიო
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
28 სექტემბერი 2026, 22:45
მსოფლიო
ტრამპი: თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - „დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.
28 სექტემბერი 2026, 22:38
მსოფლიო
საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება
საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.
28 სექტემბერი 2026, 22:18
მსოფლიო
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.
28 სექტემბერი 2026, 21:56
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაში დასრულდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ გამართა.
28 სექტემბერი 2026, 21:43
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა
სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.
28 სექტემბერი 2026, 21:09
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
28 სექტემბერი 2026, 21:06
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაშის მეორე ტაიმი დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს.
28 სექტემბერი 2026, 20:58
საზოგადოება
ალავერდში ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღე სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებით აღნიშნეს
28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, ანუ ალავერდობას განსაკუთრებით კახეთში აღნიშნავს.
28 სექტემბერი 2026, 20:50
რეგიონი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.
28 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციაზე - პატარა სოფლებად მოხსენიებული ოკუპირებული ტერიტორიები და მმართველი გუნდის შეფასება
ქვების გროვიდან სამ პატარა სოფლამდე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოკუპაციაზე მსჯელობისას სააკაშვილის განცხადებას მმართველი გუნდი მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებად აფასებს.
28 სექტემბერი 2026, 20:41
სამართალი
სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტი ცილისწამებად შეფასდა - რა ფასად შეიძინა 2014 წელს ესტონელმა ბიზნესმენმა „თბილისი ჰილსის“ პროექტის დაწყების მიზნით მიწა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხარეები ირწმუნებიან, რომ ბიზნესმენმა 9 მილიონი ლარი გადაიხადა. კითხვებთან ერთად სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრესატი ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა და სიუჟეტის ავტორები პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციაში ამხილა.


