29 სექტემბერი 2026, 12:37 / სანდო წყარო

ComCom-ის თავმჯდომარემ კომისიის წევრთან ერთად ITU-EKIP 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, ComCom-ის წევრთან, ეკატერინე იმედაძესთან ერთად, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სააგენტოს (EKIP) მიერ ორგანიზებულ 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში (ITU-EKIP Regional Regulatory Forum for Europe 2026) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.

ფორუმის გახსნის სესიის ფარგლებში ComCom-ის თავმჯდომარე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და კომუნიკაციების სექტორში მარეგულირებელი ორგანოების როლზე, დარგის დინამიკასა და ცვლილებებისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა.გოგა გულორდავამ საიმედო, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ციფრული სერვისების განვითარების აუცილებლობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

„სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ გარემოში იცვლება ბაზრებიც და ადამიანებს სჭირდებათ სანდო, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ციფრული სერვისები. როგორც მარეგულირებლები, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ცვლილებებისთვის. კომუნიკაციების კომისიაში ამ მზადყოფნას აღვიქვამთ, როგორც სწავლის, ადაპტაციისა და თანამშრომლობისთვის ღიაობას. ჩვენ უნდა გვესმოდეს და ვიცნობდეთ ახალ ტენდენციებს, მოვუსმინოთ მომხმარებლებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს. მზად უნდა ვიყოთ, საჭიროების შემთხვევაში, განვაახლოთ ჩვენი მიდგომები.დღეს არსებული გამოწვევები ეროვნული საზღვრებით არ შემოიფარგლება. არც ერთ მარეგულირებელს არ აქვს ყველა კითხვაზე პასუხი. სწორედ ამიტომ არის რეგიონული თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი”. - განაცხადა გოგა გულორდავამ.

ITU-EKIP ფორუმის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) სახელით მონაწილეობა მიიღო სესიაში სახელწოდებით „ინსტიტუციებსა და საზღვრებს შორის მარეგულირებელი მიდგომების თანხვედრის გაძლიერება“. სესიის მთავარ თემას მარეგულირებლების 26-ე გლობალური სიმპოზიუმის (GSR-26) შედეგების, GSR-26-ის დროს მიღებული საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოსადა ციფრული ბაზრების რეგულირების მიმართულებით კოორდინაციის გაძლიერების საკითხები წარმოადგენდა.

სესიის ფარგლებში ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, რომ ციფრული ბაზრები ეროვნულ საზღვრებსა და ცალკეული უწყებების კომპეტენციებს სცდება, რაც მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას უსვამს ხაზს. ციფრული ქსელების აქტისა(Digital Networks Act) და მობილურ მოწყობილობასთან სატელიტური კავშირის (D2D) მაგალითებზე მან ისაუბრა საერთო ევროპული პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სექტორისა და ახალი გამოწვევების დაძლევაში ქვეყნებს საკუთარი ბაზრების თავისებურებების გათვალისწინების მოქნილობაც დაეხმარება.

ფორუმის სპეციალურ სესიაში, რომელიც დაკავშირებადობის დაგეგმვის პლატფორმის (CPP) პრაქტიკაში გამოყენების საკითხს მიეძღვნა, მოხსენებით გამოვიდა კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი. სესიაზე განხილულ იქნა, თუ როგორ ხდება CPP-ის დახმარებით ტელეკომ ინფრასტრუქტურაში არსებული ხარვეზების გამოვლენა/იდენტიფიცირება, ფართოზოლოვანი დაკავშირებადობის სტრატეგიების დაგეგმვა და შესაბამისი ინვესტიციების მობილიზება.

ფორუმის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა გააზიარეს ხედვები და საუკეთესო პრაქტიკა რეგულირების მიმართულებით არსებულ ტენდენციებსა და სიახლეებზე;განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უნივერსალური და სრულფასოვანი დაკავშირებადობა, მდგრადი ციფრული ინფრასტრუქტურა, ბაზრის მონიტორინგი, მომხმარებლებისა და მათი უფლებების დაცვა, სატელეკომუნიკაციო ბაზრების სწრაფად განვითარების ფონზე რეგულირების პრიორიტეტების ცვალებადობა და სხვა. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში გაიმართა ITU-ს ახალი ინსტრუმენტების, მათ შორის - გლობალური ეკონომიკური მოდელის კვლევის (GEMS) წარდგენა.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდა სესიები ისეთ საკვანძო თემებზე, როგორიცაა: მომსახურების ხარისხი და მდგრადობა; სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე ეფექტიანი კონკურენციის ხელშეწყობა; მარეგულირებელი პრიორიტეტების/მიზნების განსაზღვრა მომხმარებელთა მოლოდინების შესაბამისად; ციფრული ბაზრების მონიტორინგისა და გაზომვისთვის საჭირო ანალიტიკური და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტები; მობილური ქსელების, თანამგზავრული დაკავშირებადობის, მონაცემთა ცენტრებისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განვითარებისთვის ინოვაციების ხელშეწყობა; უნივერსალური დაფარვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზები; რეგიონში ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებისათვის სტრატეგიების შემუშავება; ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ტენდენციები; ტელეკომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიების რეგულირების სტრატეგიები და სხვ.

ITU-სა და EKIP-ის 2026 წლის ევროპის რეგიონული მარეგულირებელი ფორუმის მიზანია ევროპის რეგიონში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დაინტერესებული მხარეების, კერძოდ, მარეგულირებელი ორგანოების, ექსპერტების, ოპერატორების, ინდუსტრიის ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გაერთიანება და დიალოგის ხელშეწყობა ღონისძიების მთავარ თემაზე - „გლობალური პრინციპებიდან რეგიონულ პრაქტიკამდე: ეფექტიანი ციფრული ბაზრების ფორმირება“. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ღონისძიება ეფუძნება მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების კონფერენციების (WTDC) ფარგლებში შემუშავებულ ITU-ს ევროპის რეგიონის 2026-2029 წლის ინიციატივებს, კერძოდ კი, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანს (ITU Regional Initiative for Europe on Digital Infrastructure Development).

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

29 სექტემბერი 2026, 12:43

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ძალიან დასანანია, იმ წარსულის ფონზე, როდესაც დასავლეთში რაშიზმის და ფაშიზმის ყველაზე უმძიმესი გამოვლინებები ვნახეთ, ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები საქართველოში სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ფორმით გავრცელებას ახალისებენ

ძალიან დასანანია, იმ წარსულის ფონზე, როდესაც დასავლეთში რაშიზმის და ფაშიზმის ყველაზე უმძიმესი გამოვლინებები ვნახეთ, ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები საქართველოში სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ფორმით გავრცელებას ახალისებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას. მისი თქმით, ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordze) ცნობილი სიმღერა მხოლოდ შეუარცხმყოფელი სიმღერა არ ყოფილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 სექტემბერი 2026, 12:42

მსოფლიო

ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, რათა მოსკოვს კიევის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს.

თამთა მეგრელიშვილი

29 სექტემბერი 2026, 12:34

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: IRI-ის კვლევაში ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი - ოპოზიციის მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვა ადასტურებს, რომ ისინი პოლიტიკურად განულებულები არიან

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებს ჯამში - 16%. მისი შეფასებით, კვლევის მონაცემები მმართველი პარტიის პოლიტიკურ უპირატესობასა და რადიკალური ოპოზიციის დაბალ რეიტინგზე მიუთითებს.

რომის პაპი ლეო XIV

29 სექტემბერი 2026, 12:33

მსოფლიო

რომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ

რომის პაპმა ლეომ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპელ ლიდერებს მშვიდობის მისაღწევად დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდა.

ირაკლი კირცხალია

29 სექტემბერი 2026, 12:27

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის

საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

29 სექტემბერი 2026, 12:26

რეგიონი

ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ლევან მახაშვილი

29 სექტემბერი 2026, 12:25

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედი

ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მოჯადოებული წრიდან, რასაც ქვია ძალადობის ნორმალიზება ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას. მახაშვილის თქმით, ხელისუფლება ვერ მივიღებს ვერანაირ შელამაზებას იმ წარმოუდგენელი და მიუღებელი ლექსიკისა, რომელსაც ზოგიერთები საქართველოში ხშირად ევროკავშირის საელჩოს თუ ბრიუსელის ბიუროკრატების მხარდაჭერით და დახმარებით იყენებენ.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2026, 12:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ორმხრივი ვიზიტების გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა. კანადის და ევროკავშირის ურთიერთობები არის ჩვენი ყურადღების საგანი, როგორ განვითარდება ეს პარტნიორობა

ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ორმხრივი ვიზიტების გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, საერთო გამოწვევებზე, ხედვებზე, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2026, 11:57

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას

ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში.

გურამ მაჭარაშვილი

29 სექტემბერი 2026, 11:51

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატები არ გვპატიობენ სუვერენიტეტის დაცვას - დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობის კიდევ არაერთი უშედეგო მცდელობა იქნება

„ევრობიუროკრატები არ აპირებენ, თავი დაგვანებონ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო მყარად იცავს სუვერენიტეტს. ისინი კვლავ ეცდებიან საქართველოში არეულობის მოწყობას. მათ არ სურთ მიიღონ ის მოცემულობა, რომ საქართველომ გაბედა და საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვა. მათ არეულობა გამოუვიდათ უკრაინაში და კიდევ ბევრ სხვა სახელმწიფოში; მოლდოვას ათქმევინეს - სხვა ქვეყანასთან გავერთიანდებით და ისე მიგვიღეთ ევროკავშირშიო. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ისინი სუვერენიტეტის დაცვას არ გვაპატიებენ. ევრობიუროკრატები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ, თუკი ამ კავშირის წევრები გახდებიან, არავითარი უფლება არ ექნებათ და, ფაქტობრივად, სუვერენიტეტსაც დაკარგავენ“.

დავით ჩიხელიძე

29 სექტემბერი 2026, 11:45

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ

ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც ქართველ ხალხში ნდობასა და სიმპათიას ვერ იწვევენ, რადგან მათი წარსული და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური გზა კრიტიკას ვერ უძლებს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, სადაც „ქართული ოცნებას" - 36%, ხოლო ყველა ყველა სხვა ოპოზიციას ჯამში - 16% აქვს.

29 სექტემბერი 2026, 11:41

მსოფლიო

Sky News: ფიფამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უეფას ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს დევნასა და „დეზინფორმაციის გავრცელებით“ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დასდო ბრალი

ფიფამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უეფას ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს დევნასა და „დეზინფორმაციის გავრცელებით“ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დასდო ბრალი.

29 სექტემბერი 2026, 11:38

ჯანდაცვა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა

29 სექტემბერი 2026, 11:36

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, გენო პეტრიაშვილი და დმანისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენო პეტრიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სარსევანიძე, სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

29 სექტემბერი 2026, 11:32

საზოგადოება

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და დეტალურად განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესებს.

29 სექტემბერი 2026, 11:26

რეგიონი

რუხსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდათ

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გაეცნო.

29 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: გაიზარდა საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების ნომინალური შემოსავალი, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ის 40-ათას ლარიანი საშემოსავლო ზღვარი აწეულიყო 100 ათას ლარამდე

გაიზარდა საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ადგილები, ოჯახების ნომინალური შემოსავალი, შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ის 40-ათას ლარიანი საშემოსავლო ზღვარი აწეულიყო 100 ათას ლარამდე, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“.

პაატა კვიჟინაძე

29 სექტემბერი 2026, 11:19

ეკონომიკა

პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადის ცვლილებაზე: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობას ქონების გადასახადი არ ჰქონდეს

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობას ქონების გადასახადი არ ჰქონდეს, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.

29 სექტემბერი 2026, 11:15

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა.