02 ოქტომბერი 2026, 12:33 / სანდო წყარო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მცხოვრები ფიზიკური პირის ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ამასთან, ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული პროდუქცია, რომელიც დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, სურსათის წარმოებისას მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობის ნორმები და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 12:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქართველოდან გასვლაზე: საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი, რატომაც გადიან. ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში

საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი, რატომაც გადიან. ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქართველოდან გასვლაზე.

02 ოქტომბერი 2026, 12:35

საზოგადოება

განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა.

02 ოქტომბერი 2026, 12:33

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან. ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას. იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გია აბაშიძე

02 ოქტომბერი 2026, 12:28

პოლიტიკა

გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს, ევროკომისიისავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას ადასტურებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევაზე: სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა

სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 12:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში

მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ქართული მხარე ადასტურებს, რომ მზად არის დაიწყოს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან.

შალვა პაპუაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი ხელისუფლების მუშაობას, გამოჩნდა IRI-ის კვლევაში, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს

ამომრჩევლის პასუხი ყველამ იხილა IRI-ის კვლევაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 12:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით: გვექნება თემატური დისკუსია, რომელიც შეეხება ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში მე-17 მუხლის მნიშვნელობას, რომლითაც ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებთან ჰქონდეს მუდმივი დიალოგი, ასევე გვექნება მეორე მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან ერთად ვმართავთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანულ საფუძვლებს, ასევე პარლამენტების საქმიანობას იმისათვის, რომ ეს ღირებულებითი საფუძვლები აისახოს შემდეგ კანონმდებლობაში და როგორ უნდა მოხდეს ეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან თბილისში მიმდინარე კონფერენციის - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ შესახებ საუბრისას.

02 ოქტომბერი 2026, 12:13

თავდაცვა

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის 2026-2027 სასწავლო წლის პროგრამის მსმენელებს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 12:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება

არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ მის მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაანონსების საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცილისმწამებლებისა და სიძულვილის ენის ავტორების წინააღმდეგ მნიშვნელოვანია სამართლებრივი ინსტრუმენტების არსებობა.

02 ოქტომბერი 2026, 12:11

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ანაზღაურებად სტაჟირებას საქპატენტში 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, საკონკურსო ეტაპების გადალახვის შედეგად, საქპატენტში სტაჟირებას 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

02 ოქტომბერი 2026, 12:06

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა

საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროკომისიის კვლევაზე.

მიხეილ სარჯველაძე

02 ოქტომბერი 2026, 12:03

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში

„ივნისის დასაწყისში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალბატონს დასჭირდა ოპერაციასთან დაკავშირებული გართულების გასწორება. სასწრაფო სამედიცინო სამსახური დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ამ კონკრეტულმა [„ემერჯენსის“ უფროსი ჯუმბერ ბოლქვაძე] თანამდებობის პირმა უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. დღეს მიზეზად იმ გარემოების დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი.

02 ოქტომბერი 2026, 12:02

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა დიდი ბრიტანეთი ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ლონდონის მიერ ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებული სანქციების დაწესება „უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული“ გადაწყვეტილებაა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ნინო წილოსანი

02 ოქტომბერი 2026, 11:59

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული

„ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული. შესაბამისად, ამ აქციამაც ეს სურათი გვაჩვენა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გუშინ გამართული აქციის შესახებ.

02 ოქტომბერი 2026, 11:45

სამართალი

პენიტენციური სამსახური: პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

02 ოქტომბერი 2026, 11:43

რეგიონი

გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ზაალ ანჯაფარიძე

02 ოქტომბერი 2026, 11:40

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მმართველობის ინდიკატორებისა და პროექტ „ევრომონიტორის“ კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელმა 54.1% შეადგინა და ქვეყანამ ევროპის საუკეთესო ხუთეულში გადაინაცვლა.

შალვა პაპუაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 11:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნებადა ჩვენი ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაში

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშილმა, საერთაშორისო კონფერენციზე ,,ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართელოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.