ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი - საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო
თამილა ლომიშვილი
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი პატიმრობაში მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს სოციალურ ქსელში მის მიერ გამოგზავნილ წერილზე პასუხობს და ელიზბარაშვილს სასამართლოში უჩივის. ლომიშვილი ელიზბარაშვილს ქალების დევნაში, ბულინგში ადანაშაულებს და წერს, რომ ის ზიზღის, სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევა.
უფლებადამცველი თავის პოსტში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ელიზბარაშვილის ყოფილ ადვოკატზე, იაკო კვანტალიანზე. ლომიშვილი კითხვას სვამს, თუ რატომ არ დაიცვა ელიზბარაშვილმა ბავშვობის მეგობარი და ადვოკატი, როდესაც მას, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სცემა. უფლებადამცველის თქმით, ელიზბარაშვილმა იაკო კვანტალიანი საქმეს ტექნიკურად ჩამოაშორა, რადგან მას არ აწყობდა ბინის ჩხრეკის პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქება.
გარდა ამისა, თამილა ლომიშვილი ეჭვქვეშ აყენებს ელიზბარაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას და ინტერესდება, მაშინ რატომ ჰყავს დამცველად მმართველი გუნდის მომხრე ადვოკატი. უფლებადამცველი ასევე, აქვეყნებს ფეისბუქ „სქრინებს“, სადაც ელიზბარაშვილი შეურაცხმყოფელი კომენტარებით მიმართავს მას.
„პასუხი თაგვა(ზ) გველიზბარაშვილს ციხიდან გამოგზავნილ წერილზე. თაგვაზ, ველოდი, რომ გატყდებოდი, უფრო სწორად, ყველა ხელისუფლების დროს გატეხილი ხარ! ფაქტია, ყველაზე მარტივი სამართავი ხარ იმ სინდიკატში, სადაც საკუთარი თავისა და შენსავე გარემოცვის ლუსტრაციაზე გამუშავებენ და გიყენებენ! ჯერ დავიწყებ იქედან, რომ უპირველესად გულწრფელ მადლობას ვუხდი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, რომ აგაგდო ჩემი პერსონის და ორგანიზაცია ,,სოლიდარობის სახლის" საპიაროდ. გამოწვევა მიღებულია. რა თქმა უნდა, შენს წერილს მოჰყვება პასუხად საინფორმაციო ომის გაგრძელება, სადაც ძალიან, ძალიან ბევრი სიმყრალე შენს ნაბიჯებზე ნაღმებად ამოიფრქვევა... ასევე, გულწრფელ მადლობას ვუხდი შენს ახლანდელ ადვოკატს, თუ ადვოკატებს, რომელმაც სუს-თან ერთად, ნებსით თუ უნებლიედ, დამეხმარა იმაში, რომ ფეისბუქზე ჩემს მიერ გავრცელებული სტატუსზე (საჯაროდ, სოცსივრცეში გავრცელებული და გადმოტანილი) შენი ბინიდან 7 მილიონამდე ფულის ამოიღების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდა. ამით ადვოკატმა პასუხის დასაბრუნებლად ჩემი პროვოცირება განახორციელა და მადლობა მას ამ მოტივაციისთვის. თუმცა, ადვოკატთან ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს, ჩემს სხვა სტატუსებზეც, სადაც შენი გარყვნილი შინაარსის მქონე კომენტარები გაქვს დაწერილი, პასუხის პასუხად დაგაწერინოს ღია წერილები გამოსაქვეყნებლად... გავაგრძელოთ. თა-(მაზ)გვუნა, შენ ის ხარ, რომელიც გარყვნილი, უხამსი, ბილწი, ზიზღის, სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი. შენ ის ხარ, ვინც უმეტეს წილად ქალებს დევნი, აბულინგებ, შეურაცხყოფას აყენებ, ამცირებ, აკნინებ. ფაქტიურად არავის ეყო გამბედაობა მოეთხოვა სამართლებრივად პასუხი. ამის მიზეზი იყო შენი არამდგრადი ხასიათისგან გამომდინარე შიში, როგორც საშიშროების მქონე პირისა. შენ კი ეს აგივარდა თავში, ჩათვალე, ჩემი ეშინიათო და ბრექით მიადექი ხალხს და ლამის ყველა ლაივში უბილწესი სიტყვებით ლანძღე და შეურაცხჰყავი დედაბუდიანად. ხოდა, ახლა ზიხარ და ჭუჭრუტანიდან მოთქვამ, დედიკო მინდაო. შენი დედა დედაა და სხვის დედებს გული რომ გაუგლიჯე, ისინი დედები არ არიან? მერე კიდევ, ახლა გაგახსენდა, რომ იწერები, მილიციამ ცემა ჩემი ადვოკატი იაკო კვანტალიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი მეგობარიაო. არ გრცხვენია ამის აღიარება? აი, აქაც ჩანს შენი კაცობა. თუ პოლიციამ შენს თვალწინ ბავშვობის მეგობარი ადვოკატი გოგო ცემა, შენ იდექი და უყურებდი, არც დაიცავი, არც ხმა არ ამოიღე, ამას ეძახი მეგობრობას და კაცობას? ეზოში რომ გამოგაცუნცულეს, იქ მაინც გეყვირა ყველას გასაგონად, ჩემი ადვოკატი ცემესო. არადა, იაკომ მაინც გააგრძელა შენი დაცვა. გოგომ გაჯობა ვაჟკაცობაში, გოგომ გაჯობა. ანდა, შენმა ფანებმა რატომ არავინ არ დაიცვა შენი ადვოკატი? რატომ არ გაუგზავნე არზა წერილი, დაიცავით ჩემი ადვოკატიო? რატომ შენმა სხვა ადვოკატებმა არ გააპროტესტა ან კოლეგიალობის, ან, როგორც შენი მეგობრის, როგორც შენს ადვოკატზე ძალადობა თუ შენ ამის სურვილი გქონდა? ფუ, ამის მერე შენ რა კაცობაზე უნდა იქადაგო? იაკო კვანტალიანს არაერთხელ გადაუარეს და აბულინგეს შენი დაცვის გამო და არც შენ და არც შენს ოჯახს და არც შენ კლასტერს სიტყვაც არ დაგიძრავთ მის დასაცავად. ტექნიკურად მოტეხეთ საქმიდან. რატომ ნეტავი?!... ვაჟკაცი კაცი თავს შეაკლავდა მის თვალწინ მეგობარი გოგო რომ ვინმეს ეცემა. თუნდაც, პოლიციის წინააღმდეგობაც რომ დაგჭირვებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და სულ სამუდამო პატიმრობაზე ფაქაჩულიყავი, მართლაც რომ კაცური კაცის სახელით ჩაჯდებოდი და დარწმუნებულჯ ვარ, მთელი საქართველო შენს დასაცავად დადგებოდა, მათ შორის, მეც, მიუხედავად იმისა, რომ გამამწარე. მაგრამ შენ ვინ მოგცა სიმამაცე, მეგობრის დასაცავად საკუთარ თავს საფრთხე შეუქმნა, როცა ბიზნესი გაქვს დასაცავი? უფრო მეტს გეტყვი. სავარაუდოდ, შენ არ გაწყობდა, რომ ლაივით გადაცემულიყო ბინის ჩხრეკის პროცესი და იაკო მოატეხინე, რადგან ის იღებდა ლაივს, რასაც საზოგადოება უწყვეტად უყურებდა. იაკო, რომელიც მთელი ცხოვრება გიცავდა, ისე ტექნიკურად ჩამოაშორე შენს საქმეს, რომ არც გაგიპროტესტებია და არც მოგითხოვია მისი დაბრუნება. შენი სისხლის სამართლის ბრალდება სახელმწიფო დანაშაული და გრიფით საიდუმლო ხომ არ არის, რომ ხელს გიშლიდა საქმეში იაკო? აი, ამ კითხვებს გაეცი პასუხი და არა თავის დასაძვრენად იტრაბახო, იაკო ჩემი მეგობარაო. რაში გამოიხატა შენი მეგობრობა? შენი მეგობრობა არის ღალატთან მეგობრობა.
პოლიტიკური ნიშნით დამაპატიმრესო, რომ გაიძახი, თუ ოცნებამ იმიტომ დაგაპატიმრა, რომ პოლიტიკური ოპონენტი ხარ, ოცნების მომხრე თავგადაკრული ადვოკატი (არანაირი პირადული ინტერესი, ლოგიკას მივყვები), რატომ გყავს დამცველად? მე კი ვიცი, რატომაც, მაგრამ საზოგადოებას აუხსენი თვითმარქვია ოპოზიციონერო გველიზბარაშვილო. შენ საკუთარ ღირსებას თავადვე მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიორების ამბავი მე მოვიგონეო. ჯერ ერთი, როგორ უნდა გაგიელვოს ადამიანს თავში ასეთი სიბინძურე მოიფიქრო, დაგეგმო და გაავრცელო? და კიდევ, თუ ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირი გელა გელაძე შენი უახლოესი ოჯახის ნათესავი და მეგობარია და ლოგიკურად შენ გფარველობს, როგორც ცხოველთა დამცველმა რატომ არ გამოიყენე მისი გავლენა გამოგეაშკარავებინა ფაქტები ძაღლების ცოცხლად დაწვისა და მკვლელობების შესახებ? საჩივრებს რაღაზე წერდი? იქნებ პოლიტიკური ჰიპერტონიის და საბოტაჟის ასაწევად ცხოველთმოყვარულებში? მარტო შენი ბიზნესი კი არ უნდა დაკრიშო? ან ძაღლების სახელი გამოიყენო ქველმოქმედის სტატუსის ასარტყამად და ხელშეუხებლობის იმუნიტეტად? როდესაც პოლიციამ დაგიბარა ჩემი საჩივრის საფუძველზე, რატომ აარიდე თავი და რატომ არ გამოცხადდი განყოფილებაში? ახლა ყველაფერს რომ ითხოვ ციხიდან, ერთიც დაამატე და მოითხოვე, გამომძიებელმა გამოგკითხის ჩემი საჩივრის საფუძველზე. თამაზ, ჭკუა რომ გქონოდა, იმაზეც უნდა მგლის ფიქრით გეფიქრა, ისეთი შევჭამო, აქეთ არ დამასწროს და არ შემჭამოსო... პ.ს. ბოლოს დავწერ, რომ სიცოცხლის ფასად, ჩემი მისამართით არც შენგან გამოსროლილ შეურაცხყოფას შეგარჩენ და უკან დაგიბრუნებ სასამართლოზე, არც იაკოსა და ჩემს შორის ჩადგომას გაპატიებ. მეგობრის მოღალატევ და ქალების ამწიოკებელო“, - წერს უფლებადამცველი.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2026, 16:05
კულტურა
BTS-ის შემდეგ, Grammy-ზე საკუთარ მუსიკას წელს არც Stray Kids-ი წარადგენს
Stray Kids-ი, რომელიც ახლახან პირველი კეი-პოპ ჯგუფი გახდა, ვინც ფესტივალ Rock in Rio-ზე ჰედლაინერის სტატუსით წარდგა, მათ მაგალითს მიჰყვა. მოკლე განცხადებაში მათმა ლეიბლმა JYP-მ უბრალოდ აღნიშნა: „Stray Kids-ს Grammy-ზე წელს არაფერი წარუდგენია“.
04 ოქტომბერი 2026, 15:26
მსოფლიო
ესპანეთში საბინაო კრიზისს კვლავ აპროტესტებენ
ესპანეთში საბინაო კრიზისის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გრძელდება. მადრიდის, ვალენსიისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გავიდა. ხელისუფლების განცხადებით, საპროტესტო აქციაში 70 000 ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორები კი 500 000 დემონსტრანტზე საუბრობენ.
04 ოქტომბერი 2026, 15:24
სპორტი
„შავი ლომი“ დღეს სამხრეთ აფრიკულ „ტოიოტა ჩიტასს“ დაუპირისპირდება
დღეს 20:00 საათზე, „ავჭალის“ სტადიონზე „თბილისის თასის“ დასკვნით მატჩში „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკულ „ტოიოტა ჩიტასს“ დაუპირისპირდება.
04 ოქტომბერი 2026, 15:12
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მოსკოვის ავიაიერიშების „ახალი დოქტრინის“ საპასუხოდ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყამს
„ვნახეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი საშუალებას აძლევენ დაარტყან ინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკას, გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რათა აიძულონ ხალხი, დატოვონ დედაქალაქი და სხვა ქალაქები. ეს არის ოპერაციის მიზანი. უნდა ვუპასუხოთ ნებისმიერი გზით. ჩვენს ენერგეტიკაზე მათი თავდასხმების საპასუხოდ, ჩვენ მათ ენერგეტიკაზე უნდა მივიტანოთ დარტყმები - უპირველეს ყოვლისა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც მათ ამ ომისთვის ფულს აძლევენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავარტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, რასაც ისინი აკეთებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
04 ოქტომბერი 2026, 15:02
მსოფლიო
ვენაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ვენაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა მოითხოვეს, ქვეყანამ ნეიტრალიტეტი დაიცვას და ნატოში გაწევრიანებისგან თავი შეიკავოს. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით - „კი ნეიტრალიტეტს და მშვიდობას, არა ნატოს!“.
04 ოქტომბერი 2026, 14:56
რეგიონი
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
04 ოქტომბერი 2026, 14:53
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
04 ოქტომბერი 2026, 14:53
რეგიონი
„ადიგენობა 2026“ მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა
„ადიგენობა 2026“ მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. განსაკუთრებული ღვაწლისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს. გაიმართა ადგილობრივი ოსტატებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი აქტივობები, შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ძიუდოში და მოეწყო მესხური სამზარეულოს სადეგუსტაციო სივრცე.
04 ოქტომბერი 2026, 14:50
პოლიტიკა
შიო მესამე: იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და ის აცნობიერებს, რომ მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც რომ იცხოვროს პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან ეს თვისებებია, რომელიც გზას გვიკვალავს სიკეთისკენ, სიხარულისკენ, ბედნირებისკენ და სულის ხსნისკენ
მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა კათოლიკოს-პატრიარქმა და სახარებისეული იგავი გაიხსენა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ღმერთი ადამიანს პატიობს მაშინ, როდესაც ის თავადაც მიუტევებს სხვებს. წირვის დასრულების შემდეგ, შიო მესამემ გვარები დალოცა
04 ოქტომბერი 2026, 14:45
საზოგადოება
ვარშავაში თბილისობას აღნიშნავენ
სტუმრები ეცნობიან ქართულ მუსიკას, ქორეოგრაფიას, ტრადიციულ სამზარეულოს, ქართულ ღვინოს, პროდუქციასა და საქართველოში მოქმედ თუ პოლონეთში წარმოდგენილ ქართულ ბიზნესებს. „თბილისობა ვარშავაში“ უკვე რამდენიმე წელია ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ყალიბდება.
04 ოქტომბერი 2026, 14:39
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ამ შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ე.წ. ნაცსექტა და ნაცფილიალები იმართებიან უცხოეთიდან
ამ შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ე.წ. ნაცსექტა და ნაცფილიალები იმართებიან უცხოეთიდან, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, რადგან ოპოზიციას უცხოეთიდან პროცესის რადიკალიზაციის შესახებ დავალება არ მიუღია.
04 ოქტომბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: IRI-ის კვლევები გამანადგურებელ მომავალს უწინასწარმეტყველებს რადიკალურ ოპოზიციას
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა შუალედური არჩევნების შედეგებს აფასებს. მისი თქმით, ეს იყო IRI-ის კვლევის ტესტი პრაქტიკაში.
04 ოქტომბერი 2026, 14:28
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია შუალედურ არჩევნებზე: ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება ჩვენს ხელისუფლებას ენდობა
„გვახსოვს საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებზე როგორ ცდილობდნენ რადიკალური ელემენტების შეყვანას. აქ არ ჰქონდათ არანაირი დავალება. ამ დავლების შესრულების რესურსიც არ გააჩნიათ, ისეთ გაკოტრებულ ვითარებაში არიან. შესაბამისად, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა ადგილობრივ დონეზე სრულად გამოეხატა საკუთარი ნება. ვნახეთ, როგორი აბსოლუტურია ეს ნება. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება ჩვენს ხელისუფლებას ენდობა. ეს არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის სწორი მიმართულების, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დამსახურება“, - აცხადებს გაბუნია.
04 ოქტომბერი 2026, 14:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: 4 ოქტომბერს მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ რადიკალური პროცესები იდეურად გადატყდა საქართველოში, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წევრმა აღიარა, რომ მათ ეს რევოლუციური სცენარი ჩაუვარდათ - ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე
4 ოქტომბერს, ერთი წლის წინ დადასტურდა მორიგ ჯერზე, რომ რევოლუციური დამხობები, რადიკალური პროცესები იდეურად გადატყდა საქართველოში როდესაც აქაური ნაცმოძრაობის ბევრმა წევრმა აღიარა, რომ მათ ეს რევოლუციური სცენარი ჩაუვარდათ. სად არის ახლა 4 ოქტომბრის წლისთავზე, როგორც აანონსებდნენ, აქციები? ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე. გამობრძანდეს ევროკავშირს ელჩი და თქვას, რა მოხდა 4 ოქტომბერს, გამოხატვის თავისუფლება იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა, თუ ეს იყო დანაშაული?
04 ოქტომბერი 2026, 14:14
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: საზოგადოებამ ნათლად ნახა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა არიან
„საზოგადოებამ ნათლად ნახა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა არიან. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ისიც ვნახეთ, რომ ბევრმა მათგანმა, რომლებიც დააკავეს, აღიარეს დანაშაული და ჩვენ დღემდე ველოდებით ევროკავშირისგან ოფიციალურ განცხადებას, რომელიც დაგმობს ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც შარშან, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს შალამბერიძე.
04 ოქტომბერი 2026, 14:05
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად გათვალისწინებული თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბაზრის კვლევა და მერია ვალდებულია, ტენდერი სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადოს.
04 ოქტომბერი 2026, 13:40
მსოფლიო
რუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდზე ორ დღეში მეორედ მიიტანეს იერიში
რუსულმა ჯარებმა 4 ოქტომბრის დილას კიევში ჩრდილოეთის ხიდზე დარტყმა მიიტანეს. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, სამიზნე გზის საფარი გახდა.
04 ოქტომბერი 2026, 13:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო
ოპოზიცია არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებულ შუალედური არჩევნების შედეგებს.
04 ოქტომბერი 2026, 13:37
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ოპოზიციასა და მათ დამფინანსებლებზე: ერთი წლის წინ, თავიანთი ჭკუით დამხობას გვიპირებდნენ, მაგრამ მიიღეს ის, რაც მიიღეს - ვერ დაამხობთ ქართულ სახელმწიფოს, ვერასდროს მოვა თქვენთვის სასურველი პროქსი მთავრობა
გიორგი გამსახურდია, 2025 წლის 4 ოქტომბრის ვერშემდგარ რევოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ჩანერგილი „ნაცაქტივის” დარაზმვის მიუხედავად, შედეგს ვერ მიაღწიეს.


