„მადლობა! მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“ - დედაქალაქის მერი საპატიო თბილისელებს
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა.
კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.
„თბილისი თავად არის მუდმივი დღესასწაული - თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალფეროვნებით, განსაკუთრებული ხასიათითა და სიცოცხლის სიყვარულით. ამის დასტურია ისიც, რომ ეს ორი დღეა თბილისის ქუჩები სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით. ისტორიებით სავსე ქალაქში ერთმანეთს ხვდებიან თაობები, უზიარებენ მოგონებებს და საკუთარ ამბებს ჩვენი დედაქალაქის საერთო ისტორიის ნაწილად აქცევენ.
თბილისის სიყვარული ამ ქალაქის ყველაზე დიდი ტრადიციაა. თბილისი, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი ქალაქი, პირველ რიგში ადამიანების შრომაზე, მათ ნიჭზე, შემოქმედებასა და საქმიანობაზე დგას. თბილისის ნამდვილი ისტორია სწორედ იმ ადამიანების ისტორიაცაა, რომლებმაც საკუთარი ცოდნით, ნიჭით, შრომითა და სიყვარულით ამ ქალაქს თავისი კვალი დაატყვეს.
თბილისზე საუბრისას ხშირად ვიხსენებთ მის ძველ უბნებს, აივნებს, ქუჩებს, არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურას - ყველაფერს, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის, მაგრამ ჩემთვის თბილისი, პირველ რიგში, ადამიანებია. ადამიანები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ; ადამიანები, რომლებმაც თბილისი საკუთარ სახლად აირჩიეს; ადამიანები, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი, ცოდნა, ნიჭი და შრომა აჩუქეს.
თბილისის განსაკუთრებული ხასიათიც სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს - ქალაქი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო განსხვავებული ადამიანების მიღება, მათი გაერთიანება და მათთვის ერთი საერთო სახელის დარქმევა - თბილისელი.
იყო თბილისელი, ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარი ქალაქის წინაშე - გიყვარდეს, ზრუნავდე და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდე მას, ხოლო იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, განსაკუთრებული პატივია და, ამავდროულად, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა.
საპატიო მოქალაქის წოდება მხოლოდ ჯილდო არ არის. ეს არის თბილისის მადლობა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი აჩუქეს. ეს ნიშნავს დაიმსახურო თბილისელების პატივისცემა და სიყვარული. იყო ადამიანი, რომლის საქმიანობაც უკვე ამ ქალაქის ისტორიის ნაწილია.
მე, როგორც თბილისის მერი, ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებმაც თბილისს ცოდნა დაუტოვეს, თბილისური კულტურა შექმნეს, ემსახურებოდნენ მეცნიერებას, ხელოვნებას, სპორტს, საზოგადოებას; ადამიანები, რომლებიც ხშირად უხმაუროდ, ყოველდღიური შრომით ქმნიდნენ ამ ქალაქის წარმატებას.
დღეს ჩვენ მათ ვეუბნებით - თბილისს ახსოვს თქვენი შრომა, აფასებს თქვენს ღვაწლს და ამაყობს თითოეული თქვენგანით. ქალაქები შენობებით, ქუჩებითა და ინფრასტრუქტურით შენდება, მაგრამ ქალაქის სულს ადამიანები ქმნიან. თბილისის ყველაზე დიდი სიმდიდრე ყოველთვის მისი ადამიანები იყვნენ და იქნებიან.
ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის, განსაკუთრებული პატივია დღეს ჩვენი ქალაქის სახელით ამ ადამიანებს ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვუთხრა - მადლობა! მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით. მადლობა იმ კვალისთვის, რომელიც ამ ქალაქში დატოვეთ და მადლობა იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობით თბილისს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ქალაქად აქცევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი; დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი; რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ივანე კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი; ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; ვლადიმერ პაპავა - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი; რამაზ ხუროძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი; ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი; იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი; გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი; მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი; მურმან გელენიძე - მხატვარი; მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი; ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი; გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი; ტარიელ ონაშვილი - მომღერალი; ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, დიპლომატი; ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი;
ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი; იური ოსიპოვი - მოფარიკავე; ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი; გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი; კირა ანდრონიკაშვილი - მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე; გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2026, 22:00
პოლიტიკა
პოლიტიკურად განულებულები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
რადიკალები იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, საკუთარი დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებსაც კი ვეღარ აკორექტირებენ.
04 ოქტომბერი 2026, 21:40
პოლიტიკა
ყველაფერი ისტორიულ თარიღზე, საიდანაც ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება - გამარჯვების 14 წელი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
გულწრფელად გეტყვით, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება და ქართველი ხალხის მტკიცე და გაბედული ნაბიჯი, სად ვიქნებოდით ახლა! ეს არხი რომ არ იარსებებდა, ზუსტად ვიცი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.
04 ოქტომბერი 2026, 21:28
პოლიტიკა
ერთი წელი ვერშემდგარი დამხობიდან. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ერთი წლის წინ, ამ დროს ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული - გარე დავალებების შემსრულებლები პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდნენ.
04 ოქტომბერი 2026, 21:24
საზოგადოება
საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
საპატიო თბილისელის წოდება წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. ისინი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დააჯილდოვა.
04 ოქტომბერი 2026, 21:12
პოლიტიკა
სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის საქმეზე: რადიკალები პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ ძალიან მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა გარედან, რომელიც დღესაც გრძელდება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გასული წლის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს მედიასთან საუბარში ეხმიანება და აცხადებს, რომ რადიკალების მხრიდან ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის აშკარა მცდელობას.
04 ოქტომბერი 2026, 21:03
პოლიტიკა
„მორიგ უნიჭო სცენართან გვაქვს საქმე, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების 14 წლის თავზე, რადიკალები და მათი გარე პატრონები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და სააკაშვილის რეჟიმის ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთურ რეალობას შორის“ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
როგორი იყო საქართველოს რეალობა მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე? - შიში, ტერორი, ბიზნესრეკეტი, ტოტალური მოსმენები, ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, თავისუფალი სიტყვისა და მედიის ბოლომდე ჩახშობის მცდელობა, შეკერილი საქმეები, ჯოჯოხეთად ქცეული ციხეები, ყალბი აღიარების მისაღებად სასტიკად ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.
04 ოქტომბერი 2026, 21:00
საზოგადოება
პარლამენტის წევრები წიგნის - „აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ პრეზენტაციას დაესწრნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნის - „აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ პრეზენტაციას დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2026, 20:43
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა.
04 ოქტომბერი 2026, 20:02
საზოგადოება
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.
04 ოქტომბერი 2026, 18:18
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ოქტომბრის ბოლომდე აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზად არის
„ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ. გუშინ, მაგალითად, მოლაპარაკებების ჯგუფს, ამერიკულ ჯგუფს ველაპარაკე. ამერიკული მხარე დღეს უკრაინასთან და რუსეთთან კონტაქტზე იმყოფება და ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკურ დონეზე, სამმხრივ ფორმატში შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
04 ოქტომბერი 2026, 18:14
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება
„აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.
04 ოქტომბერი 2026, 18:00
რეგიონი
თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი მესამედ ჩატარდა
გამარჯვებულ გუნდს პროტოტიპის შემდგომი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის სააგენტოსგან 10 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. ჰაკათონში მონაწილეობა 19 გუნდმა მიიღო.
04 ოქტომბერი 2026, 17:56
ჯანდაცვა
გაგუას კლინიკა დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს
გაგუას კლინიკა დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებაზე შეაჯამეს განვლილი გზა და სამომავლო გეგმები წარადგინეს, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები და სპეციალისტები დაესწრნენ.
04 ოქტომბერი 2026, 17:53
საზოგადოება
„აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
„აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბერძნეთში გამოცემული ქართულენოვანი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
04 ოქტომბერი 2026, 17:49
საზოგადოება
შემოდგომის სურნელი და სადღესასწაულო განწყობა დედაქალაქის ქუჩებში - თბილისობა 2026
შემოდგომის სურნელი და სადღესასწაულო განწყობა დედაქალაქის ქუჩებში - 5 კონკრეტული ადგილი და სახალხო ზეიმი, მრავალფეროვანი პროგრამით.
04 ოქტომბერი 2026, 17:48
საზოგადოება
ახალი საბავშვო ანიმაციური პროექტი „ლილის შოუ“ იწყება
„ლილის შოუ“ 2-DE ანიმაციური სერიალია, რომელიც სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ასაკის ბავშვებისთვისაა შექმნილი. პროექტის მიზანია ისეთი საბავშვო კონტენტის შექმნა, რომელიც ერთდროულად იქნება საინტერესო და გასართობი, ამასთანავე ხელს შეუწყობს ბავშვებში სოციალური უნარების განვითარებას.
04 ოქტომბერი 2026, 17:37
რეგიონი
ლაგოდეხი სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა 2026“-ს მასპინძლობს
ტყე-პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პავილიონია მოწყობილი, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარ ნაწარმსა და ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან. სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქართული ტრადიციული შოთის გამოცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასებში.
04 ოქტომბერი 2026, 17:34
მსოფლიო
ესპანეთში წყალდიდობას 102 წლის ქალი ემსხვერპლა
ესპანეთის ქალაქ მადრიგერასში წყალდიდობამ მასშტაბური ზარალი გამოიწვია. დატბორილია დასახლებული რაიონები, საიდანაც ასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
04 ოქტომბერი 2026, 17:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ხალხმა იცის, რომ ოპოზიცია როგორც ასეთი, ფაქტობრივად, მათი ინტერესების გამომხატველი არ არის და ბუნებრივია, ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი შუალედური არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს სწორედ იმ ძალას, „ქართულ ოცნებას“ რომელიც ადგილობრივ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს.


