05 ოქტომბერი 2026, 10:33 / სანდო წყარო

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებსა და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ცენტრში განხორციელებულ საქმიანობას გაეცნო, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინკლუზიური განათლების ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობა სასწავლო პროცესთან არის ინტეგრირებული და მოსწავლეებს საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს.

„პირველი ლედის ბათუმში ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერასა და ისეთი გარემოს მნიშვნელობას, რომელიც თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალებას აძლევს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

05 ოქტომბერი 2026, 11:31

საზოგადოება

გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც 3 თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

პედრო სანჩესი

05 ოქტომბერი 2026, 11:31

მსოფლიო

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

„დღეს დილით მივიღე გადაწყვეტილება, მოვიწვიო მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა პარლამენტის დაშლისა და საყოველთაო არჩევნების დანიშვნის მიზნით, რომლებიც კანონით დადგენილ ვადებში კვირას, 29 ნოემბერს გაიმართება“, - განაცხადა მან.

აბას არაღჩი

05 ოქტომბერი 2026, 11:21

მსოფლიო

აბას არაღჩი: თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთ

„თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთ. სამხედრო გამოსავალი არ არსებობს და არც სანქციებზე დაფუძნებული გამოსავალი არსებობს. კონფლიქტის დასრულება მხოლოდ სამართლიანობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა არაღჩიმ.

ალექსანდრ სტუბი

05 ოქტომბერი 2026, 11:17

მსოფლიო

ალექსანდრ სტუბი: უკრაინის არმია თანამედროვე სამხედრო ძალაა, რომელიც დღეს ევროპაში ბუფერულ ზონას და ბარიერს წარმოადგენს რუსული აგრესიის პოტენციალის წინააღმდეგ

„უკრაინის არმია თანამედროვე სამხედრო ძალაა, რომელიც დღეს ევროპაში ბუფერულ ზონას და ბარიერს წარმოადგენს რუსული აგრესიის პოტენციალის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტუბმა.

05 ოქტომბერი 2026, 11:15

სამართალი

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთილია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი.

05 ოქტომბერი 2026, 11:14

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მცირერიცხოვანი აქცია და ნანუკა ჟორჟოლიანის ქმედება პარტიაში დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია, რადგან ის სააკაშვილისთვის გამართულ აქციაზე არ მივიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მცირერიცხოვანი აქცია და ნანუკა ჟორჟოლიანის ქმედება პარტიაში დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია, რადგან ის სააკაშვილისთვის გამართულ აქციაზე არ მივიდა. სააკაშვილის გზავნილი კი ჟორჟოლიანს გიული ალასანიამ გადასცა, რომელმაც თავის მხრივ ჟორჟოლიანი მწვავედ გააკრიტიკა.

თენგიზ შარმანაშვილი

05 ოქტომბერი 2026, 11:14

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე: ამ აქციამ გამოიწვია სრული კრახი ოპოზიციისა, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. მათ ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო, ერთი ხელის კვრაღა იყო დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდა

ამ აქციამ გამოიწვია სრული კრახი ოპოზიციისა, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.

05 ოქტომბერი 2026, 11:13

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული

„ნავთობის ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს მტრის ეკონომიკას, ასევე მის შესაძლებლობას, განახორციელოს აგრესია და მოამარაგოს საკუთარი სამხედრო დანაყოფები. ჩვენი ღრმა დარტყმები ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

05 ოქტომბერი 2026, 11:08

მსოფლიო

რუსეთის იერიშს ხარკოვში მსხვერპლი მოჰყვა

ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

05 ოქტომბერი 2026, 11:06

პოლიტიკა

„ქრონიკამ“ კითხვით მიმართა „ალდეს“, როდესაც კანონმდებლობის აღსრულების საფუძველზე მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვენ, ხომ არ უგულებელყოფენ საქართველოს არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც უცხოურ გრანტებსა და დაფინანსებას არეგულირებს და ამ ნაბიჯით ხომ არ დასტურდება, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ფონდებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

„ალდეს“ პარტიისა და ევროპის ლიბერალური ფორუმის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ. საუბარია სანქციების დაწესებაზე, მიზეზი კი გერმანული ფონდების დახურვა გახდა.

05 ოქტომბერი 2026, 11:03

საზოგადოება

აგრარულ სფეროში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ასევე იმუშავებენ აგრარული სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდისა და პროფესიული არჩევანისთვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

დავით ქართველიშვილი

05 ოქტომბერი 2026, 11:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლის საიუბილეო თარიღისთვის ემზადება, სახელმწიფო დღის წესრიგი ცდილობს განსაზღვროს, რომელი პორტებით, გზებით და ციფრული სისტემებით დააკავშიროს საქართველო რეგიონულ ეკონომიკას

ქვეყნის მომავალი განვითარების კონტექსტში ოპოზიციისა და ხელისუფლების დღის წესრიგის განსაზღვრას ეხება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის ვრცელი პოსტი. როგორც ის აღნიშნავს, თუ ოპოზიციისთვის მიზანი დესტრუქციაა, ხელისუფლება ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული.

05 ოქტომბერი 2026, 10:52

პოლიტიკა

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა.

05 ოქტომბერი 2026, 10:34

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

05 ოქტომბერი 2026, 10:30

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 145 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

05 ოქტომბერი 2026, 10:27

სამართალი

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

05 ოქტომბერი 2026, 10:25

სამართალი

პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ნაცნობის კუთვნილი ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა. მოგვიანებით მან ავტოსადგომიდან აღნიშნული ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

05 ოქტომბერი 2026, 10:24

საზოგადოება

ნუ დაელოდებით ბოლო დღეს - დარეგისტრირდით VET.GE-ზე და აირჩიეთ „სქილვილი“

კოლეჯ „სქილვილში“ 10 თანამედროვე პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს. რეგისტრაცია VET.GE-ზე 9 ოქტომბერს დასრულდება. ჩარიცხვის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, მონიშნოს „სქილვილი“ და აირჩიოს სასურველი პროფესიული სადიპლომო პროგრამა. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

სემ ალტმანი

05 ოქტომბერი 2026, 10:23

ტექნოლოგიები

სემ ალტმანის განცხადებით, მსოფლიოს მოუწევს „ცუდ რამეებთან“ შეგუება ხელოვნური ინტელექტის სარგებლის გულისთვის

საუბარია თაღლითობაზე და AI-ის გამოყენებით განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებზე. ალტმანს ასეთი შემთხვევების სრული აღმოფხვრა რეალისტურად არ მიაჩნია, რადგან ეს ტექნოლოგიის სასარგებლო გამოყენებასაც შეზღუდავს. მისი თქმით, ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს სასარგებლო ამოცანებისთვის ბევრად უფრო ხშირად გამოიყენებენ, ვიდრე ზიანის მოსაყენებლად.