imedi /  23 მარტი 2019, 14:15 / სანდო წყარო

ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგმა წყვილმა ახალი რეკორდი დაამყარა

გიომ სიზერონი
გაბრიელა პაპადაკისი

გიომ სიზერონი
გაბრიელა პაპადაკისი

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ფრანგმა მოცეკვავე წყვილმა ორი პროგრამის ჯამში 222.65 ქულა დააგროვა. პაპადაკისმა და სიზერონმა რიტმულ პროგრამაში 88.42 ქულა მოიპოვეს, თავისუფალში კი 134.23. ორივე შედეგი მსოფლიოს ახალი რეკორდია.

გაბრიელა პაპადაკისი და გიომ სიზერონი უკვე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები არიან.

ვერცხლის მედალი რუსმა წყვილმა ვიქტორია სინიცინამ და ნიკიტა კაცალაპოვმა აიღეს. ორივე პროგრამაში რუსი მოციგურავეები მეორე ადგილზე გავიდნენ და ჯამში 211.76 ქულა დააგროვეს. ბრინჯაოს პრიზიორები ამერიკელები მედისონ ჰაბელი და ზაქარი დონოჰიუ გახდნენ. მათ ანგარიშზე 210.40 ქულაა.

ყველა სიახლე

გურჯაანი სტიქია

18 ივნისი 2019, 10:38

საქართველო

ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. უამინდობამ სოფელ კალაურში საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. შაშიანში კი სკოლის და საბანკეტო დარბაზის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარიშხალს ძლიერი წვიმაც მოჰყვა.

 ბერნი მაკგი

18 ივნისი 2019, 10:29

კულტურა

რეალითი-შოუ Seeking Sister Wife-ის ვარსკვლავი ბერნი მაკგი გარდაიცვალა

მსოფლიოში ცნობილი რეალითი-შოუ Seeking Sister Wife-ის ვარსკვლავი ბერნი მაკგი გარდაიცვალა. გამოცემა Deadline-ის ცნობით, 41 წლის მსახიობის სიკვდილის მიზეზი მზის დარტყმა გახდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალში მოათავსეს. თუმცა შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.

18 ივნისი 2019, 10:23

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შანაჰანის განცხადებით, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 სამხედროს გაგზავნის. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ირანთან ურთიერთობის გამწვავება, კერძოდ კი, ომანის ყურეში, ტანკერზე მომხდარი თავდასხმაა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯარისკაცების გაგზავნა თავდაცვის მიზნით გადაწყდა.

ელტონ ჯონი
ტერონ ეჯერტონი

18 ივნისი 2019, 10:00

კულტურა

ელტონ ჯონმა და ტერონ ეჯერტონმა ერთობლივი კლიპი გამოუშვეს. ვიდეო

ელტონ ჯონმა მსახიობ ტერონ ეჯერტონთან ერთად ახალი სიმღერის კლიპი გამოუშვა. სინგლი სახელად Love Me Again ბრიტანელმა მომღერალმა ძველ თანაავტორთან, ბერნი ტუპინთან ერთად დაწერა. ეს სიმღერა ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმის Rocketman-ის საუნდტრეკი იქნება, რომელშიც ლეგენდარულ მუსიკოსს სწორედ ეჯერტონი ასრულებს.

18 ივნისი 2019, 09:44

ვიდეო

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 7 ადამიანი

მუჰამედ მურსი

18 ივნისი 2019, 09:37

მსოფლიო

ეგვიპტის ექსპრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა

პოლიტიკოსი 17 ივნისს სასამართლოს დარბაზში გარდაიცვალა. ეგვიპტის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მურსი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მან გონება დაკარგა. საავადმყოფოში ის უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს. უწყება პირობას დებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას მალე გამოაქვეყნებს.

ჯეი ჯეი აბრამსი

18 ივნისი 2019, 09:27

ეკონომიკა

ჯეი ჯეი აბრამსმა WarnerMedia-სთან კონტრაქტი გააფორმა

საპროდიუსერო კომპანია Bad Robot-მა, რომელიც რეჟისორ ჯეი ჯეი აბრამსს ეკუთვნის, WarnerMedia-სთან 500 მილიონი დოლარის გარიგება გააფორმა. კონტრაქტის ფარგლებში Bad Robot-მა WarnerMedia-სთვის ახალი პროექტები უნდა შექმნას. აბრამსის კომპანიასთან თანამშრომლობისთვის ისეთი კომპანიები იბრძოდნენ, როგორებიცაა Netfli-ი, Apple და Amazon-ი.

დონალდ ტრამპი

18 ივნისი 2019, 08:51

მსოფლიო

ტრამპმა არალეგალი მიგრანტების მასშტაბური დეპორტაცია დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მილიონობით არალეგალი მიგრანტი სახლში დაბრუნდება „ისევე სწრაფად, როგორც ჩამოვიდნენ. ამასთან, ტრამპმა ამ პროცესში მექსიკის დადებითი როლი აღნიშნა. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა დემოკრატები გაკრიტიკა და მათ იმიგრაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ეს თუ მოხდება, სასაზღვრო კრიზისი დასრულდება"- წერს ტრამპი.

ქუთაისი ხანძარი

18 ივნისი 2019, 08:22

ძალოვნები

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 7 ადამიანი

„30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული“, - აცხადებენ შსს-ში.

ჩინეთი მიწისძვრა

18 ივნისი 2019, 08:15

მსოფლიო

ჩინეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციაში იყო. პირველ ბიძგებს 5,2 მაგნიტუდის განმეორებითი რყევაც მოჰყვა. სტიქიის ზონაში დანგრეულია რამდენიმე სახლი. მობილიზებულია ჩინეთის საგანგებო სამსახურები. სიჩუანის პროვინციაში 2008 წელს მომხდარ მიწისძვრას 90 000 ადამიანი ემსხვერპლა.

18 ივნისი 2019, 08:00

მსოფლიო

კანადაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა

ინციდენტი ადგილობრივ გუნდსა და NBA-ს საკალათბურთო გუნდს შორის მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, როცა ტორონტოში ადგილობრივი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდნენ. სამართალდამცველებმა ორი კაცი დააკავეს მათ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. მომხდარის გამო საზეიმო მსვლელობა დროებით შეწყდა.

სიუზენ კოლინზი

18 ივნისი 2019, 00:47

კულტურა

სიუზენ კოლინზი „შიმშილის თამაშების“ პრიკველს გამოუშვებს

მოქმედება ახალ წიგნში 64 წლით ადრე ვითარდება იმ მოვლენებამდე, რომლებიც „შიმშილის თამაშებშია“ აღწერილი. რომანის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ტრილოგია „შიმშილის თამაშები“ 2008-2010 წლებში გამოვიდა. მწერალი მასში პოსტაპოკალიფსურ მსოფლიოზე მოგვითხრობს.

Gmail

18 ივნისი 2019, 00:08

ტექნოლოგიები

Gmail-ის მუშაობაში შეფერხებაა

საფოსტო სერვისის Gmail-ის მუშაობაში შეფერხებებია. ყველაზე მეტად პრობლემები ავსტრიაში, ბრაზილიაში, გერმანიასა და აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს შეეხოთ. იუზერების თქმით, შეფერხებები ძირითადად შეტყობინების მიღებას, ავტორიზაციას და ვებგვერდის მუშაობას უკავშირდება.

დეივ მასტეინი

17 ივნისი 2019, 23:33

კულტურა

ჯგუფ Megadeth-ის ლიდერს ყელის კიბო აღმოაჩნდა

ამ დიაგნოზის გამო Megadeth-მა 2019 წელს დაგეგმილი კონცერტების უმრავლესობა გააუქმა. ამავდროულად, ჯგუფი ახალი ალბომის ჩაწერაზე მუშაობას გააგრძელებს. Megadeth-ი 1983 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ დეივ მასტეინი მისი უცვლელი ლიდერია. ის Metallica-ს გიტარისტიც იყო.

სტამბოლის პოლიციის ლენტი

17 ივნისი 2019, 23:01

ძალოვნები

სტამბოლში ქართველებისა და რუსების ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირებას ერთი რუსეთისა და ერთი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღვოდა, რა დროსაც მხარეებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მორის ბენიშუ

17 ივნისი 2019, 22:43

კულტურა

ფრანგი მსახიობი მორის ბენიშუ გარდაიცვალა

ბენიშუ 1943 წელს ალჟირის ქალაქ ტლემსენში დაიბადა. კარიერის განმავლობაში ის ისეთ ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან მიხაელ ჰანეკე, ჟან-პიერ ჟენე და პიტერ ბრაუკი. ბენიშუ მონაწილეობდა ფილმებში „ამელი“, „ჯეკი და ჯილი: სიყვარული ჩემოდნებზე“ და „პარიზი“. მსახიობს 18 ივნისს დაკრძალავენ.

საქართველო ფიჯი რაგბი U20

17 ივნისი 2019, 22:18

სპორტი

20-წლამდე ქართველმა მორაგბეებმა ფიჯი 12:8 დაამარცხეს

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური მატჩი ფიჯისთან ანგარიშით 12:8 მოიგო. ქართველებს მეტოქემ ლელო მე-9 წუთზე დაუდო. მატჩის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან ანგარიშით 0:5 წააგო.

17 ივნისი 2019, 21:50

სპორტი

ქართველმა სპორტსმენებმა კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 19 მედალი მოიპოვეს

ტურნირის პირველ დღეს ქართველმა სპორტრმენებმა ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის მეორე დღეს შეჯიბრება ტაო ლუს სახეობაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ათი მედალი მოიპოვა. დასკვნითი შეჯიბრება ხვალ გაიმართება. ჩემპიონატში 48 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი მონაწილეობს.

მფრინავის კაბინა

17 ივნისი 2019, 21:25

ტექნოლოგიები

კვლევა: 10-დან 7 ადამიანი პილოტის გარეშე ფრენაზე თანახმაა

კვლევაში მონაწილეობა 22 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაც თვითმფრინავის ავტომატური მართვის შესახებ დაუსვეს კითხვა. გამოკითხვის მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ მფრინავის როლი ბორტზე ნაკლებად ნაყოფიერია. კვლევა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Ansys-მა ჩაატარა.

17 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

როგორია საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები რუსეთის პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით

თბილისში საერთაშორისო ექსპერტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკურ გავლენებზე მსჯელობენ. ისინი აფრთხილებენ ოფიციალურ თბილისს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ყველა ბერკეტს აამოქმედებს.