imedi /  12 აპრილი 2019, 21:22 / სანდო წყარო

საქართველის ნაკრების წევრმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ანტონ პლესნოი

ანტონ პლესნოი

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა.

96 კილოგრამში მოასპარეზე ანტონ პლესნოიმ ატაცში პირველ ცდაზე 165 კგ. დაძლია, შემდეგ 170 აიტაცა, ბოლოს კი 173 კილოგრამს წარმატებით გაართვა თავი და ატაცში ვერცხლის მედალს დაეუფლა. 

ამ წუთებში ბათუმის სპორტის სასახლეში შეჯიბრი აკვრაში იწყება.

საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 6 მედალი აქვს მოპოვებული. 1 ოქრო და 2ვერცხლი რევაზ დავითაძის ანგარიშზეა,

აკვრაში ოქრო შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო, აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) მოიპოვა.

ყველა სიახლე

ლაშა იორდანიშვილი

24 აპრილი 2019, 20:47

საქართველო

პანკისში მშენებარე ჰესის დირექტორი ადგილობრივებთან 13-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ალაპარაკდა

პანკისის მოვლენებიდან მეოთხე დღეს კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელი ადგილობრივებთან 13-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ორ სოფელში გამოკითხვაც ჩატარდა და გამოკითხულთა 70% მომხრეა, რომ „ხადორი3" აშენდეს. ჰესის მშენებელ კომპანიაში მომხდარი არეულობის უკან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავენ.

24 აპრილი 2019, 20:47

საქართველო

თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

24 აპრილი 2019, 20:31

ეკონომიკა

საქართველოდან ხილის ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ბოსტნეულის კი 10,3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხილის და თხილის ექსპორტმა $16,7 მილიონი შეადგინა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 22%-ით შემცირდა. გასული წლის სამ თვეში ქვეყნიდან $21,4 მილიონის ღირებულების ხილი და თხილი გავიდა.

24 აპრილი 2019, 20:20

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელები ბულვარში მუშაობის უფლებას ითხოვენ

საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში - ელექტრომობილების მეპატრონეები ბულვარში მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. ამბობენ რომ დღეიდან შიმშილობას დაიწყებენ. ასევე მოითხოვენ, რომ ბულვარის დირექტორმა თანამდებობა დატოვოს. ამ წუთებში აქცია ბულვარის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს შეძახილებით "გადადექი"

24 აპრილი 2019, 20:20

საქართველო

მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

მეტროსადგურ გოცირიძის მონაკვეთზე ელექტროსადენის დაწვის გამო მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო და მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობდა. Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. უცნობია, რამ გამოიწვია შემთხვევა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა.

24 აპრილი 2019, 19:39

საქართველო

მეტროპოლიტენის მუშაობა ელექტროსადენის დაზიანების გამო შეფერხებულია

მეტროსადგურ გოცირიძის მონაკვეთზე ელექტროსადენი დაიწვა. ამის გამო მეტროს მუშაობა შეფერხებულია. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. შემთვევის გამო თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს.

24 აპრილი 2019, 19:30

კულტურა

Marvel-ის საუკეთესო ფილმი დასახელდა

ვებგვერდმა Wrap-მა კინოსტუდია Marvel-ის საუკეთესო ფილმების რეიტინგი შეადგინა, რომელიც სულ 22 კინოს აერთიანებს. სიის ლიდერი 2012 წლის „შურისმაძიებლები“ გახდა. მეორე ადგილზეა „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“, ხოლო მესამე ადგილს „გალაქტიკის მცველები“ იკავებს.

24 აპრილი 2019, 19:06

საქართველო

ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა.უწყების ცნობით, მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

ვლადიმერ პუტინი

24 აპრილი 2019, 19:00

მსოფლიო

რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს ამარტივებს

რუსეთი თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების აღების პროცედურებს ამარტივებს. Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. პუტინის განმარტებით, მას არ სურს, რომ უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას პრობლემები შეუქმნას.

დიკ რივერსი

24 აპრილი 2019, 18:49

კულტურა

მუსიკოსი დიკ რივერსი საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

ფრანგი მომღერალი ერვე ფორნერი, რომელიც დიკ რივერსის ფსევდონიმითაა ცნობილი, საკუთარ დაბადების დღეზე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მომღერლის მენეჯერი Twitter-ზე ავრცელებს.

ნოტრ-დამი

24 აპრილი 2019, 18:41

მსოფლიო

ნოტრ-დამი ბრეზენტით გადახურეს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ბრეზენტით გადახურეს. მიზეზი ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მეტეოროლოგები მომდევნო დღეებში საფრანგეთის დედაქალაქში გადაუღებელ წვიმებს პროგნოზირებენ.

თეა წულუკიანი

24 აპრილი 2019, 18:21

საქართველო

წულუკიანი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა, ეს რეალობაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა

ნიქოზი

24 აპრილი 2019, 18:10

საქართველო

ოკუპანტებმა ნიქოზთან დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

26 წლის გაბრიელ მელანაშვილი და 39 თამაზ მჭედლიძე ქართველ სამართალდამცველევს ერგნეთში უკვე გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მათ სახლში დააბრუნებენ. ისინი გუშინ ნიქოზის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ბატი

24 აპრილი 2019, 18:09

ტაბლოიდი

ჩინეთში სკუტერით მოძრავ ქალს ბატი დაეცა. ვიდეო

ჩინეთში სკუტერით მოძრავ ქალს ბატი დაეცა, რის გამოც ის ავარიაში მოყვა. შემთხვევის ვიდეოს გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს. შემთხვევა გუანჩჟოუს პროვინციაში მოხდა. ქალი სკუტერით გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც მას ბატი დაეცა. ქალმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, დაეცა და თავი გზის პირად მდგარ ავტომობილს დაარტყა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ჯენიფერ გარნერი

24 აპრილი 2019, 17:59

ტაბლოიდი

პლანეტის ულამაზესი ქალი დასახელდა

ჟურნალ People-ს ვერსიით, პლანეტის ულამაზესი ქალი ჯენიფერ გარნერი გახდა. ამერიკელი მსახიობი სპეციალური ნომრის ყდაზე მოხვდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსახიობი ახერხებს მსახიობობა, თავის კომპანიაში და ასევე ორგანიზაციაში „გადაარჩინე ბავშვები“ მუშაობა ერთმანეთს შეუთავსოს. გარდა ამისა, ის 3 შვილის დედაა.

24 აპრილი 2019, 17:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე მაგნიტური ანომალიის მიზეზი იპოვეს

პარიზის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა მაგნიტურ ველში ანომალური და სწრაფი ცვლილებების მიზეზი ახსნეს. აქამდე ეს მოვლენა საიდუმლოებით იყო მოცული. მეცნიერებმა შექმნეს მიწის ფენების ზუსტი კომპიუტერული სიმულაცია. მოდელმა აჩვენა, რომ მაგნიტურ ველში სწრაფი ცლილებების მიზეზი ჰიდრომაგნიტური ტალღებია.

პანკისი

24 აპრილი 2019, 17:29

საქართველო

პანკისის მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას კონკრეტული პირობით თანხმდება

რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, მოსახლეობის ნაწილი დღეს „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მშენებლობის საერთოდ წინააღმდეგია, თუმცა ნაწილი პროექტის განხორციელებას დათანხმდება იმ შემთხვევაში, თუ ჰესი დასახლებული პუნქტიდან შორს აშენდება.

24 აპრილი 2019, 17:23

ეკონომიკა

რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა კვერცხისა და ხორცის შეძენისას

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის და კვერცხის შეძენისაგან. რადგან სააღდგომო დღეებში გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.

24 აპრილი 2019, 16:38

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენის აპარატი საბაჟო კოდექსის კანონპროექტში ცვლილების შეტანას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ კანონპროექტი და თანხმლები 29 კანონპროექტი, მათ შორის კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

24 აპრილი 2019, 16:26

ტაბლოიდი

მეგან მარკლი დეკრეტიდან სამ თვეში გამოვა

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი, რომელიც მიმდინარე თვეში პირველ შვილს გააჩენს, დეკრეტიდან სამი თვის შემდეგ გამოვა. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. მეგანი ოფიციალურად დეკრეტში 6 კვირის წინ გავიდა, მაგრამ საქველმოქმედო სფეროში საქმიანობას მაინც აგრძელებდა.