imedi /  10 მაისი 2019, 13:05 / სანდო წყარო

მინსკის ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მინსკის ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ჩვენი ქვეყანა თამაშებზე სამი სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

ტურნირისთვის ზაზა ნადირაძე, ბადრი ყაველაშვილი და მარიამ ქერდიკაშვილი ემზადებიან. 

ყველაზე ტიტულოვანი ნაკრებში ზაზა ნადირაძეა. ბადრი ყაველაშვილი მსოფლიო პირველობის ფინალისტია. მარიამ ქერდიკაშვილი ქალთა მსოფლიო თასის მეორე ადგილის მფლობელია.

მინსკის ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 21 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

ყველა სიახლე

პიტერ ო ნილი

26 მაისი 2019, 11:53

მსოფლიო

პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრმა პიტერ ო ნილმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე თანამდებობა დატოვა. ის ქვეყნის პრემიერმინისტრი 7 წლის მანძილზე იყო. მას ამ თანამდებობაზე ყოფილი პრემიერი ჯულიუს ჩანი შეცვლის. პიტერ ო ნილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მის მიერ დაწყებული რეფორმები გაგრძელდება. პიტერ ო ნილის თანამდებობიდან გადასაყენებლად 111 ადგილიან პარლამენტში 62 ხმა იყო საჭირო. თუმცა პრემიერმინისტრმა გადადგომის შესახებ გადაწყევტილება თავად მიიღო.

თეიმურაზ გორჯესტანი მეუღლესთან ერთად

26 მაისი 2019, 11:44

ტაბლოიდი

თეიმურაზ გორჯესტანმა და მისმა მეუღლემ პარიზში ოფიციალურად იქორწინეს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა და მისმა მეუღლემ პარიზში ოფიციალურად იქორწინეს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს.

26 მაისი 2019, 11:37

საქართველო

მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქარათველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით“, - ნათქვამია მოსალოც წერილში, რომელიც ავსტრიის საელჩომი საქართველოში Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნდა. დღეს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

სამხედროები

26 მაისი 2019, 11:22

საქართველო

დღეს საქართველოში ფიცს 463 რეკრუტი და ახალწვეული დადებს

პოლკოვნიკმა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, გრიგოლ ჭელიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც მან თქვა, ფიცის დადება დღეს რამდენიმე ადგილზე ერთდროულად მოხდება. მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩები და აეროპორტები გაფორმებულია 26 მაისის დროშებით.

ჯასტინ მაკენზი სმიტი

26 მაისი 2019, 10:55

საქართველო

ბრიტანეთის ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს

მილოცვას თან ახლავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ლიდერის, ნოე ჟორდანიას ბიუსტის ფოტო. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - წერს ბრიტანელი დიპლომატი.

26 მაისი 2019, 10:47

ეკონომიკა

მედია: Fiat Chrysler-ი და Renault-ი გაერთიანებას გეგმავენ

იტალიურ-ამერიკული ავტომწარმოებელი Fiat Chrysler-ი და ფრანგული კორპორაცია Renault-ი გაერთანებას გეგმავენ - წერს The Financial Times-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. კომპანიების შესაძლო შერწყმაზე წერს Reuters-ი. გამოცემის ცნობით, საქმე ეხება ორი კომპანიის გლობალურ გაერთიანებას.

მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2019, 10:24

საქართველო

ბახტაძე: სამუშაოები აზერბაიჯანის ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, თუმცა შეჩერდა

"იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ახლა დასვით, უნდა მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა. რაც შეეხება დავით გარეჯთან დაკავშირებულ სიტუაციას, ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ კომენტარს“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

26 მაისი 2019, 10:21

მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება. 26 მაისი დასკვნითი დღეა. დეპუტატებს აირჩევენ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. საკმაოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი გერმანიასა და საფრანგეთში, რად ამ ქვეყნებს ევროპარლამენტში ყველაზე მეტი 96 და 74 მანდატი აქვთ. არჩევნები 23 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდება. პირველადი შედეგები, უკვე საღამოს იქნება ცნობილი.

მერაბ კოსტავა

26 მაისი 2019, 10:08

საქართველო

26 მაისს მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

"ამასთან ერთად, 26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას. ადამიანს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაწესოთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია“, - განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ის საელჩო თბილისში

26 მაისი 2019, 09:44

საქართველო

აშშ-ის საელჩო თბილისში: გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა

"ილია ჭავჭავაძის საფლავთან ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს ვლასა მგელაძის თაოსნობით შეკრებილმა საზოგადოებამ წარმოთქვა. მათვე საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმოდ მთაწმინდის სამრეკლოდან დიდების ზარები დარეკეს,"- წერს აშშ-ის საელჩო თბილისში.

ელისაბედ მეორე

26 მაისი 2019, 09:37

საქართველო

ელისაბედ მეორე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

კარლ ჰარცელი

26 მაისი 2019, 09:28

საქართველო

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ვიდეო

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თბილისში იმ ადგილს ეწვია, სადაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

26 მაისი

26 მაისი 2019, 09:23

საქართველო

ლატვიის საგარეო უწყება: გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2019, 09:16

საქართველო

მამუკა ბახტაძემ მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკო

" მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. მინდა ქედი მოვიხარო მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბენუა პერი

26 მაისი 2019, 09:05

სპორტი

ლიონის ტურნირი ფრანგმა ბენუა პერიმ მოიგო

მისი მეტოქე კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი იყო. ფრანგმა შეხვედრა ანგარიშით 6:4, 6:3 მოიგო. ტურნირზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილიც გამოდიოდა და მან ნახევარფინალური შეხვედრა კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დათმო.

ძეგლი

26 მაისი 2019, 08:47

კულტურა

თბილისში საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება

დარეჯან ბერეკაშვილის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება. ქანდაკება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით აღიმართა.

პოლიცია

26 მაისი 2019, 08:39

ძალოვნები

დღეს თბილისში ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

26 მაისი

26 მაისი 2019, 08:26

ეკონომიკა

დღეს რუსთაველზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება

"გამოფენა-გაყიდვაზე წარდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის გარდა, ღონისძიებაზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, სხვადასხვა სახის ვორქშოფები და ა.შ“, - აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

26 მაისი 2019, 08:16

მსოფლიო

ებრაელებს ურჩევენ გერმანიაში კიპა არ ატარონ

ამის მიზეზი კი ქვეყანაში გაზრდილი ანტისემიტური განწყობაა. მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ებრაელებზე თავდასხმის 90% მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ არის განხორციელებული. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი სამარცხვინოა.

26 მაისი

26 მაისი 2019, 08:05

საქართველო

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.