Imedi /  17 ივნისი 2019, 22:18 / სანდო წყარო

20 წლამდე ქართველმა მორაგბეებმა ფიჯი 12:8 დაამარცხეს

საქართველო ფიჯი რაგბი U20

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური მატჩი ფიჯისთან ანგარიშით 12:8 მოიგო.

ქართველებს მეტოქემ ლელო მე-9 წუთზე დაუდო. მატჩის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან ანგარიშით 0:5 წააგო.

მეორე ტაიმში ფიჯელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს, 61-ე წუთზე იოანე იაშაღაშვილის ლელო, თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:8 გახდა.

ყველაფერი კი მატჩის მიწურულს გადაწყდა, ბოლო წუთზე კარკაძემ ლელო დადო, საქართველომ 12:8 მოიგო და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრაში, 22 ივნისს იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მომავალ წელს ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

ყველა სიახლე

ბექა დოჭვირი

04 ივნისი 2020, 17:03

საზოგადოება

ბექა დოჭვირი: სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, დარჩენილზე კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის ყველა საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. „ჩვენ ყოველდღიურად აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთან და ვცდილობთ, მათი ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად შევასრულოთ“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

ეროვნული მუზეუმის ციფრული ექსპონატები

04 ივნისი 2020, 16:57

კულტურა

ვანის, დმანისის და სიღნაღის მუზეუმის ექსპონატების ხილვა გაფართოებულ რეალობაში იქნება შესაძლებელი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) თანამშრომლობის შედეგად, ვანის, დმანისის და სიღნაღის მუზეუმის ექსპონატების ხილვა გაფართოებულ რეალობაში იქნება შესაძლებელი. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა AR და 3D ფორმატში, პლანშეტებში ინტეგრირდება და მუზეუმის ვიზიტორებითვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. გაციფრულებულ ნიმუშებს შორისაა ძვ. წ. III-II საუკუნეებით დათარიღებული ვანში აღმოჩენილი უნიკალური ბრინჯაოს ჭრაქები და სასაკმევლე, რომლებიც ვანის ახალ მუზეუმში გამოიფინება.

შოთა რეხვიაშვილი

04 ივნისი 2020, 16:55

რეგიონი

შოთა რეხვიაშვილი: თეთრიწყაროს რაიონში 55 ინფიცირებულიდან კლინიკაში მხოლოდ 5 რჩება

ეს იყო ბოლო მუნიციპალიტეტი, სადაც აქამდე მოქმედებდა საკარანტინო შეზღუდვები. მე ვულოცავ მოსახლეობას, - ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში თეთრიწყაროს რაიონის გახსნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

04 ივნისი 2020, 16:53

საზოგადოება

მთავრობის ანგარიში: ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სატრანსპორტო ნაკადები 10-ჯერ და მეტჯერ შეამცირა, შეზღუდვა მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იყო

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 13-19 აპრილის კვირას დაფიქსირდა 133 შეთხვევა, რაც კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 17 აპრილს ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი - 34 შემთხვევა დაფიქსირდა.

მედლინ მაკკანი

04 ივნისი 2020, 16:50

მსოფლიო

გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ 2007 წელს გაუჩინარებული მედლინ მაკკანი დაიღუპა

სამართალდამცველებს ეჭვმიტანილიც ჰყავთ - გერმანიის 43 წლის მოქალაქე კრისტიან ბ., რომელიც ახლა ციხეში სასჯელს სხვა დანაშაულზე იხდის. გამოძიება ვარაუდობს, რომ 13 წლის წინ ის 3 წლის მედლინის გაუჩინარების ადგილას, პორტუგალიაში იმყოფებოდა.

ისრაელი

04 ივნისი 2020, 16:48

მსოფლიო

ისრაელის პარლამენტში სხდომა ჩაიშალა, რადგან საკანონმდებლო ორგანოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ისრაელის პარლამენტში სესია ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ქნესეთის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო კომიტეტის ყველა შეხვედრა გადაიდო, პარლამენტის თანამშრომლებს კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

04 ივნისი 2020, 16:46

ეკონომიკა

სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობით 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა

სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

04 ივნისი 2020, 16:46

მსოფლიო

საფრანგეთში ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაუქმდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, აღლუმის ნაცვლად, პარიზში, კონკორდის მოედანზე საზეიმო ცერემონია გაიმართება. მასში მონაწილეობას ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები და ასევე ის ექიმები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულები.

სალომე ზურაბიშვილი

04 ივნისი 2020, 16:38

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიაზე ისაუბრეს. საუბრისას ხაზი გაესვა კრიზისის პირობებში პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებას, საქართველომ და ალბანეთმა ერთად უნდა მოძებნონ გლობალური პრობლემებზე თანამშრომლობის საშუალებები.

ხათუნა ზახაშვილი

04 ივნისი 2020, 16:31

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: ზაფხულში ვირუსის გაუთვალისწინებელ მატებას არ ველით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღა გვექნება და შესაძლოა იმაზე მეტი ინფიცირებული ვიხილოთ, ვიდრე გაზაფხულზე გვყავდა, - ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.​

მთავრობის კანცელარია

04 ივნისი 2020, 16:23

COVID19

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს

COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით - ვირუსის გადამდებობის ხარისხით და ჯანდაცვის სისტემის მზაობით, სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებებით და სოციუმის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობის ხარისხით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

04 ივნისი 2020, 16:22

COVID19

მთავრობის ანგარიში: საგანგებო მდგომარეობის დროს შეიზღუდა მხოლოდ ის უფლებები და თავისუფლებები, რომელთა შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვისთვის

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტის საფუძველზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები და თავისუფლებები, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული.

ანი აფრაამიანი

04 ივნისი 2020, 16:21

პოლიტიკა

სომხეთი მალე საკუთარი წარმოების სიმინდის ზეთის შემცველ პირბადეებს გამოუშვებს

სომხეთში მალე საკუთარი წარმოების პირბადეები ექნებათ, რომლებიც სიმინდის ზეთის გამოყენებით შექმნეს, - ამის შესახებ ალიხანიანის სახელობის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორმა, ანი აფრაამიანმა განაცხადა. „ნიღბები ეკოლოგიურად სუფთა იქნება. ისინი შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც საბავშვო სათამაშოებისთვის გამოიყენება. შესაძლებელი იქნება მათი დეზინფიცირება და მრავალჯერადად გამოყენება. სომხურ ბაზარზე ასეთი ნიღბები ჯერ არ არის, მაგრამ ჩვენი მიზანია, გაყიდვაში რაც შეიძლება მალე ჩავუშვათ“, - აღნიშნა აფრაამიანმა.

04 ივნისი 2020, 16:06

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

04 ივნისი 2020, 16:03

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: ფეიკ ნიუსები ადამიანის უფლებების საკითხებსა და დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითად აისახება

„ვფიქრობ, რომ ალბათ ყველა საჯარო პირი მეტ-ნაკლებად გამხდარა მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის, ფეიკ ნიუსის თუ მაკომპრომეტირებელი კამპანიის მსხვერპლი. მე შემიძლია გითხრათ, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია, როდესაც სისტემატიურად, მაგალითად, განცხადებები მახინჯდება და მათი არასწორი ფორმით ორგანიზებულად გავრცელება ხდება. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება ჩვენს საქმიანობასა და იმიჯზე“, - ამბობს ლომჯარია.

04 ივნისი 2020, 15:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ტურისტები იქნებიან იმ საერთაშორისო მოგზაურთა შორის, რომლებიც პირველები ესტუმრებიან საქართველოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან, თომას ბარაისთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებების გარდა, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები. ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია.

04 ივნისი 2020, 15:55

საზოგადოება

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, იოანე პეტრიწის N9-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი 8 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი, გარე ტრენაჟორები და საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი განთავსდება.

პირბადეები

04 ივნისი 2020, 15:54

COVID19

22 მაისის ჩათვლით საქართველოში 4 787 111 პირბადე შეიკერა

საანგარიშო პერიოდში სულ ნაწარმოებია 4 787 111 პირბადე, ხოლო დარიგებულია - 2 761 990, აქედან, საცალო ქსელში - 1 828 850; რეგიონებში - 474 300; პენსიონერებისთვის - 80 500, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის (საელჩოები) - 35 300, კერძო სექტორისთვის (მაღაზიები, დისტრიბუცია, კომუნიკაცია) - 85 650. ამ ეტაპისთვის წარმოებაში ჩართულია 13 საწარმო, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

რატი იონათამიშვილი

04 ივნისი 2020, 15:53

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მავნებლობაა „ფეიკ ნიუსებით“ ფაქტების დამახინჯება და სენსიტიური თემების განგებ გამძაფრება

მავნებლობაა, როდესაც „ფეიკ ნიუსებით“ ფაქტების დამახინჯება და მძიმე და სენსიტიური თემების კიდევ უფრო განგებ გამძაფრება ხდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა და სახალხო დამცველს „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების დაწყება შესთავაზა.

ტოტენჰემი

04 ივნისი 2020, 15:52

COVID19

„ტოტენჰემში“ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

„ტოტენჰემში“ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი Tottenhamhotspur-ი ავრცელებს. პრემიერლიგის კლუბებში 1-2 ივნისს ჩატარებული 1 197 ტესტიდან, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა. კლუბს არ დაუსახელებია იმ ადამიანის სახელი, ვისაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებული ერთკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება, რის შემდეგაც განმეორებით ანალიზს ჩააბარებს.