imedi /  15 ივლისი 2019, 14:46 / სანდო წყარო

ნიჩბოსანი ბადრი ყაველაშვილი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

ბადრი ყაველაშვილი

ბადრი ყაველაშვილი

ბადრი ყაველაშვილი კაიაკით 200-მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ერთადგილიანი კაიაკით ქართველმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ჩეხეთის ქალაქ რაკიცეში გამართულ კონტინენტის პირველობაზე იუნიორთა და 23-წლამდელთა შორის ქართველთაგან კიდევ ერთი მედალი მარიამ ქერდიყაშვილის ანგარიშზეა.

ქართველმა კანოეთი 500 მეტრზე სპრინტში იასპარეზა და 23-წლამდელთა შორის მესამე ადგილი დააფიქსირა.

ყველა სიახლე

19 აგვისტო 2019, 15:26

ძალოვნები

გაფრთხილების მიუხედავად 6 ადამიანი მაშველების გადასარჩენი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს.

ბრენდონ ვეგშოლი ტრისტან სკოტი ჯეიმს პატრიკ რირდონი

19 აგვისტო 2019, 15:15

მსოფლიო

აშშ-ში სამი მასობრივი მკვლელობების მცდელობა აღკვეთეს

შეერთებული შტატებში მასობრივი მკვლელობების მომზადების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ CNN-ი წერს. ტელეკომპანიის ინფორმაციით კონეკტიკუტის შტატში დააკავეს 22 წლის ბრენდონ ვეგშოლი, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სროლის გახსნას აპირებს.

19 აგვისტო 2019, 15:00

კულტურა

რა ხდება „ფორსაჟის“ გადასაღებ მოედანზე. ვიდეო

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. უკვე გადაიკეთა ვაჟა ფშაველას გამზირის ნაწილი - მეტროსადგურ "სამედიცინო უნივერსიტეტიდან" სადგურამდე "დელისი". 27 აგვისტომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვლითი გზით ისარგებლებს. ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება საღამოს 21:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე.

ბიძინა გეგიძე

19 აგვისტო 2019, 14:44

ძალოვნები

ბიძინა გეგიძე ანტიკორუფციული სააგენტოს მისდამი ინტერესს პოლიტიკას უკავშირებს

უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ ბრიფინგზე განმარტა თუ რასთან დაკავშირებით დაიბარა სუს-მა ის მოწმის სახით გამოკითხვაზე. მისი თქმით, კითხვები ეხება „საქართველოს ფოსტას“, სადაც ის დეპუტატობამდე მუშაობდა. როგორც ბიძინა გეგიძე აღნიშნავს, საქმეში პოლიტიკურ ხაზს ხედავს.

საავადმყოფო

19 აგვისტო 2019, 14:27

საქართველო

95 კლინიკიდან 38 დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა

მონიტორინგით ირკვევა, რომ სხვადასხვა სამედიცინო დაწსებულებებში ექიმები უკანონო სქმიანობას ეწეოდნენ. ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით შემოწმება წინასწარი გაფრთილების გარეშე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სტერილიზაცია-დეზინფექცია.

კონსტანტინე თავზარაშვილი

19 აგვისტო 2019, 13:50

საქართველო

გორის მერი: რუსებს ვუთხარი, რომ ჩვენს მიწაზე უკანონობას სჩადიან, მაგრამ ზურგი შემაქციეს

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს და მომავალში აღარ იყოს, აღარ გაგრძელდეს ასეთი უკანონო ბორდერიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აიღებენ მავთულხლართებს და ეს ტერიტორია გათავისუფლება“, -ამის შესახებ შვებულებიდან დაბრუნებულმა გორის მერმა სოფელ გუგუტიანთკარში ჟურნალისტებს განუცხადა.

პატრიარქი

19 აგვისტო 2019, 13:45

საქართველო

პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ

საქსტატი

19 აგვისტო 2019, 13:08

ეკონომიკა

საქართველოში ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში ხორცის წარმოება 16 ათას ტონამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6% -ით მეტია. ამავე პერიოდში რძის წარმოება 3.4 მილიონი ლიტრით, კერძოდ - 193 მლნ ლიტრამდე გაიზარდა. ფერმერებმა 151,1 მლნ ცალი კვერცხი მიიღეს- 5,4%-ით ნაკლები.

მეტეორი

19 აგვისტო 2019, 13:05

ტექნოლოგიები

იტალიაში მეტეორის ჩამოვარდნა გადაიღეს. ვიდეო

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა მეტეორის ვარდნის მომენტი გადაიღო. კადრები Twitter-ზე გავრცელდა. საფრანგეთის სამხრეთ ნაწილსა და ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში აცხადებენ, რომ მეტეორის ვარდნა მათაც იხილეს.

უმუშევრობის დონე

19 აგვისტო 2019, 12:41

ეკონომიკა

საქსტატი: საქართველოში უმუშევრობა 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა

2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4% შეადგინა. - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7% შეადგინა.

დუგონგი

19 აგვისტო 2019, 12:37

ტექნოლოგიები

წითელ წიგნში შეყვანილი დიუგონი ოკეანეში პლასტიკის ნარჩენს ემსხვერპლა

ტაილანდში, ოკეანეში არსებული პლასტიკის ნარჩენის გადაყლაპვის შედეგად, წითელ წიგნში შეყვანილი ზღვის ცხოველი - დიუგონი მოკვდა, - ინფორმაციას deutsche welle ავრცელებს. 8 თვის დიუგონი, რომელიც ტაილანდის სამხრეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს, პლასტიკის ნარჩენის გადაყლაპვის შედეგად ორგანიზმში გავრცელებულ ინფექციას ემსხვერპლა.

რუსთავი

19 აგვისტო 2019, 12:36

ეკონომიკა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით 6 მარშრუტზე მგზავრობა გაძვირდა

მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19-ე მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი.

რაგბის 18 წლამდე 7-კაცა ნაკრები

19 აგვისტო 2019, 12:29

სპორტი

რაგბიში საქართველოს 18 წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა

საქართველოს 18 წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა, რითაც საუკეთესო მაჩვენებელი (მეშვიდე) სამი პოზიციით გააუმჯობესა. - ინფორმაციას საქართველოს რაგბის ფედერაცია ავრცელებს. ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა, ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგეს, თუმცა ესპანეთის ნაკრებთან 19:14 დამარცხდნენ.

თურქეთის შეიარაღებული ძალები

19 აგვისტო 2019, 12:20

მსოფლიო

Reuters: თურქეთის ჯარი სირიაში შევიდა

თურქულმა შეიარაღებულმა კოლონამ სირიასთან სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ Reuters-ი სირიულ მედიაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით თურქი სამხედროები ქალაქ ხან-შეიხუნისკენ მიემართებიან, სადაც სირიის სახელმწიფო ჯარი ამბოხებულებს ებრძვის.

ბათუმი პორტი ტვირთი

19 აგვისტო 2019, 12:08

ეკონომიკა

7 თვეში ექსპორტი 12.4 %-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 065.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 102.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.1 მლნ. აშშ დოლარს (4.7%-ით ნაკლები). საქსტატის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ივლისში, 2 860 900 მლნ.

თომას ტუხელი

19 აგვისტო 2019, 12:06

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა ნეიმარის სხვა კლუბში გადასვლის პირობა დაასახელა

„ნეიმარი კლუბს მანამდე არ დატოვებს, სანამ მის შემცვლელს არ ვიპოვით. ეს გამორიცხულია. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ნეიმარს, გეყოლება მოთამაშე, რომელიც გამარჯვებაში დაგვეხმარება“- განაცხადა თომას ტუხელმა საფრანგეთის ჩემპიონატში „რენთან“ დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბიძინა გეგიძე

19 აგვისტო 2019, 11:52

ძალოვნები

ბიძინა გეგიძე სუსში გამოკითხვაზე დღეს არ მივა

„როცა უწყება ჩამაბარეს, მაშინვე ვუთხარი, რომ 19 აგვისტოს, 11:00 საათზე მისვლას ვერ მოვახერხებდი. მიზეზებს ვიტყვი დღეს, 14:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე“, - განუცხადა გეგიძემ „ინტერპრესნიუსს“.

უკრაინა სამხედრო ძალები

19 აგვისტო 2019, 11:52

მსოფლიო

Guardian: ბრიტანელმა მკვლევრებმა უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობა დაამტკიცეს

The Guardian-ის ინფორმაციით, კვლევისთვის სპეციალისტებმა ღია წყაროებზე არსებული მასალა გამოიყენეს. კერძოდ, Youtube-ზე ატვირთული ვიდეოჩანაწერები, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა გააანალიზა. შედეგად დადგინდა, რომ ბრძოლაში Т-72Б3-ის მოდელის ტანკები მონაწილეობდა, რომელსაც იმ დროისთვის მხოლოდ რუსული ჯარი იყენებდა.

ამინდის პროგნოზი

19 აგვისტო 2019, 11:33

საქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

19-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში წვიმა, აღმოსავლეთში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, დასავლეთში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ტემპერატურა +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა+32, +37 გრადუსია მოსალოდნელი.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

19 აგვისტო 2019, 11:31

ტაბლოიდი

ბრიტანელები უკმაყოფილოები არიან, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გარემოს აბინძურებენ

იბიცაზე მოგზაურობის შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნიცის აეროპორტში შენიშნეს. წყვილის ფოტოებს The Daily Mail-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით სასექსის ჰერცოგი, მისი მეუღლე და შვილი არჩი ლაჟვარდოვან სანაპიროზე კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.