ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა

ბექა ღვინიაშვილი
ფოტო: ძიუდოს ფედერაცია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენმა ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი სანშირო მურაი დაამარცხა.
ზაგრებში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრის გათამაშება დღეს დასრულდება.
ზაგრების გრან პრის გამარჯვებული ასევე გახდა გელა ზაალიშვილი.
ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ღონისძიებაზე გუშინ 57 კგ წონაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან კორეელ კიმს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონზე დააგდო.
ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2023, 15:20
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: „ლელოს“ შემწეობით, ფაქტობრივად, პარალიზებულია ორი ტელევიზია და იქ გადის ლელოური და არა პოლიტიკური ამბები
„ლელოს“ მოჭარბებული გავლენაა ორ ტელევიზიაზე და ფაქტობრივად, პოლიტიკური ტოქშოუებისა და დისკუსიებისთვის ორი ოპოზიციური ტელევიზია პარალიზებულია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 15:13
საზოგადოება
ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია კრწანისის რაიონის №65 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებელს შეხვდა.

30 ნოემბერი 2023, 15:12
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარება ძალიან დროულია, რაც მოითხოვს ჩვენი მხრიდან სწრაფ რეაგირებას
„კლიმატის ცვლილების შედეგები მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით CAREC-ის რეგიონში აშკარაა, რაც სხვადასხვა კატაკლიზმების გამომწვევი მიზეზია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, CAREC-ის წევრები და პარტნიორები აღიქვამენ იმ საფრთხეებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ჩვენს ხალხსა და პლანეტაზე. მე მჯერა, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარება ძალიან დროულია, რაც მოითხოვს ჩვენი მხრიდან სწრაფ რეაგირებას“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

30 ნოემბერი 2023, 15:11
პოლიტიკა
ოთარ შამუგია საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო წყლის რესურსების მართვას, განახლებადი ენერგიების წყაროების ათვისებას, აკვაკულტურის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს.

30 ნოემბერი 2023, 15:09
საზოგადოება
პაატა კალანდაძე კლიმატის ცვლილებების სამიტზე: პირველადა მონაწილეობს 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი. პრემიერს ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ჩანიშნულია ღონისძიების ფარგლებში
„რაც მნიშვნელოვანი და მთავარი არის ამ ფორმატის ღონისძიებაში, პირველად ფიქსირდება 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობა. ხაზგასასმელია, რომ მათ შორის არის სათანადო დონეზე წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მას ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ჩანიშნული არის ამ ღონისძიების ფარგლებში. მთავარი, მას მიეცემა საშუალება გამოვიდეს სიტყვით დიდი აუდიტორიის წინაშე“

30 ნოემბერი 2023, 15:08
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან იწყებს
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია, რომელიც საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმია, საქმიანობას 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 15:08
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის დეოკუპაცია უფრო მარტივი იქნება, ვიდრე დონბასის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის დეოკუპაცია უფრო მარტივი იქნება, ვიდრე დონბასის, ვინაიდან ყველაზე რთული საკითხი არა ტერიტორიების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნებას უკავშირდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ნიკოლაევში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 15:07
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: მაშინ როცა ეუთოს მინისტერიალი ტარდება და როცა მას მსოფლიო ლიდერები ესწრებიან, საქართველოც ღირსეულად ესწრება ამ ღონისძიებას
მაშინ როცა ეუთოს მინისტერიალი ტარდება და როცა მას მსოფლიო ლიდერები ესწრებიან, საქართველოც ღირსეულად ესწრება ამ ღონისძიებას და რაც არ უნდა ილაპარაკონ ერთდღიანი ტყუილები ჩვენი ქვეყნის მტრებმა, საქართველოს წინსვლას ვეღარავინ შეაჩერებს, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

30 ნოემბერი 2023, 15:07
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით
ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. მისი განცხადებით, ეს აისახება ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე.

30 ნოემბერი 2023, 15:06
საზოგადოება
კონსტანტინე ზანისის ფოტოკოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ფოტოგრაფ კონსტანტინე ზანისის კოლექცია ონლაინსივრცეში გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 15:05
საზოგადოება
საქართველოს მელიორაციაში სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს
შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგის და წყლის სპეციალობა, სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.

30 ნოემბერი 2023, 15:04
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძეზე: რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან ეს არის რიგით მეორე აღიარება. დავით კეზერაშვილის შემდეგ უკვე კიდევ ერთი ადამიანი ამბობს, რომ ის ჩარეულია მედიის მართვაში
რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან ეს არის რიგით მეორე აღიარება. დავით კეზერაშვილის შემდეგ უკვე კიდევ ერთი ადამიანი ამბობს, რომ ის ჩარეულია მედიის მართვაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განუცხადა.

30 ნოემბერი 2023, 15:02
პოლიტიკა
14-მა წამყვანმა ბიზნეს ასოციაციამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 14-მა წამყვანმა ბიზნეს ასოციაციამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთა. მათ დაადასტურეს ბიზნეს სექტორის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. ასოციაციების განცხადებით, სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის ისტორიული ეტაპია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ასოციაციების ერთობლივი განცხადება ევროპულ საბჭოს გაეგზავნება.

30 ნოემბერი 2023, 14:59
მსოფლიო
ყაზახეთში, სასტუმროში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამსართულიან სასტუმროში ხანძარი დილის საათებში გაჩნდა. ამ დროს შენობაში სულ 59 ადამიანი იმყოფებოდა.

30 ნოემბერი 2023, 14:59
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ნაციონალური მოძრაობა“ ასპონსორებს დეზინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ეს FARA-ს მიერ საჯაროვდება
„ნაციონალური მოძრაობა“ ასპონსორებს დეზინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ აქ საინტერესოა, რომ ეს ადამიანები ვერ სწავლობენ ჭკუას, რომ ეს მილიონობით გადახდილი დოლარი სინამდვილეში, ერთადერთ შედეგს დებს, რომ შემდეგ ამერიკული FARA-ს მიერ ხდება საჯარო და ცნობილი, რომ ეს ადამიანები ფულს სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიაში ხარჯავენ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

30 ნოემბერი 2023, 14:53
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ეუთოს მინისტერიალში ილია დარჩიაშვილის მონაწილეობაზე: ოპოზიციამ სცადა ჭიქაში პატარა ნიავის მოწყობა, თუმცა ესეც კი არ გამოუვიდათ
ოპოზიციამ სცადა ჭიქაში პატარა ნიავის მოწყობა, თუმცა ესეც კი არ გამოუვიდათ, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის განცხადებები ეუთოს მინისტერიალში ილია დარჩიაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

30 ნოემბერი 2023, 14:53
ეკონომიკა
საქსტატი: წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

30 ნოემბერი 2023, 14:46
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ყოლბაია-შამბას ონლაინ შეხვედრაზე: ვახტანგ ყოლბაია ხომ არ საუბრობდა ხელისუფლების სახელით?! ბუნებრივია ვერც ისაუბრებს, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს
„ეს [ონლაინ შეხვედრა] არის კონკრეტული ადამიანის ინიციატივა. ეს ხომ არ არის ხელისუფლების ინიციატივა?! ეს ადამიანი [ვახტანგ ყოლბაია] ხომ არ საუბრობდა ხელისუფლების სახელით?! ბუნებრივია ვერც ისაუბრებს ხელისუფლების სახელით, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს“

30 ნოემბერი 2023, 14:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, ნუ გაშიფრავს საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“ და ღიად ნუ ჩაერთვება სპეკულაციურ კამპანიებში
სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, ასე ღიად ნუ გაშიფრავს საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“ და ასე ღიად ნუ ჩაერთვება „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 14:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ის სპეკულაციები, რაც არსებობდა ლამინირებული პირადობის მოწმობების საკითხის ირგვლივ, აქტუალობას კარგავს
ის სპეკულაციები, რაც არსებობდა ლამინირებული პირადობის მოწმობების საკითხის ირგვლივ, აქტუალობას კარგავს, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.