საქართველოს და სამხრეთ კორეას შორის მატჩი ფრედ დასრულდა
საქართველოსა და სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა
ფოტო: Facebook
თურქეთში, სტამბოლის ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა.
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-40 წუთზე ჯანო ანანიძის გოლით გახსნა. სამხრეთ კორეის ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრა. 47 წუთზე გოლი „ბორდოს“ თავდამსხმელმა უი ჯო ჰვანგმა გაიტანა. ამ ფეხბურთელმა 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის მიწურულს ანგარიში მაინც გაათანაბრა. საბოლოო ანგარიში 2:2 გიორგი ქვილითაიამ დააფიქსირა.
ყველა სიახლე
09 აპრილი 2026, 20:42
ეკონომიკა
სტანდარტები, ხარისხი და ვადები - ის, რაც სახელმწიფოსთვის პროექტებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სტანდარტები, ხარისხი და ვადები - აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის პროექტებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
09 აპრილი 2026, 20:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი მსოფლიო ბანკის მიმოხილვას ეხმიანება, რომელშიც საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური პერსპექტივები დადებითად ფასდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ეკონომიკური ზრდა ქვეყნის ბიუჯეტში დადებითად აისახება.
09 აპრილი 2026, 20:34
მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტი: ტრამპმა ნატოს ავტორიტეტის შესარყევად იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პუტინმა
ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი უარყოფითად გამოეხმაურა თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის სიტყვიერ თავდასხმებს ევროპელი მოკავშირეებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისამართით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 20:33
პოლიტიკა
პროვოკაცია გმირების მემორიალთან და ხალხთან დაპირისპირება. თავდასხმა „იმედზე“ და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამწუხაროდ, გმირთა მემორიალთან მხოლოდ პატივისცემისა და ერთიანობისთვის არ შეკრებილან. რუსთაველის გამზირზე დღეს ის ადამიანებიც იდგნენ, რომლებმაც მგლოვიარეთა შერჩევა სცადეს. ხალხსაც დაუპირისპირდნენ, ხელისუფლებასაც და იმ გვირგვინებსაც, რომლებიც მათ პოლიტიკურ გემოვნებას არ მოერგო.
09 აპრილი 2026, 20:20
საზოგადოება
„მადლობა თავისუფლებისთვის“ - ტრაგედია, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორია დაწერა. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი 9 აპრილიდან 37 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
37 წელია ეს თარიღიც და სამშობლოსთვის თავგანწირვაც მძიმე და ამავდროულად საამაყოა საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ღირებულია ის, რის დაცვას რუსეთის იმპერიის მიერ ქართველთა სისხლის ღვრა მოჰყვა. ტრადიციულად, ხალხმრავლობა იყო გმირთა მემორიალთან. გადაიხადეს პანაშვიდიც.
09 აპრილი 2026, 20:03
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი: არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება გადაწყდეს
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად ალიანსის მხარდაჭერისა, უახლოეს მომავალში ამ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა.
09 აპრილი 2026, 19:52
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელი ლიბანთან გამართავს პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანი „ჰეზბოლას“ განიარაღებაა
ისრაელი ლიბანთან მოლაპარაკებებს რაც შეიძლება მალე დაიწყებს, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.
09 აპრილი 2026, 19:48
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპერაციები ლიბანში გაგრძელდება
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალები განაგრძობენ ინტენსიურ კამპანიას ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.
09 აპრილი 2026, 19:43
მსოფლიო
NBC News: ტრამპმა ნეთანიაჰუს ლიბანზე იერიშების შემცირება სთხოვა
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გუშინ გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანზე იერიშების შემცირება სთხოვა, რათა ხელი შეუწყოს ირანთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 19:43
რეგიონი
ბათუმის მერია 9 აპრილის მემორიალთან განთავსებული საინფორმაციო დაფის შესახებ გგანმარტებას აკეთებს
აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ 9 აპრილის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალთან განთავსდა ცალკე მდგომი საინფორმაციო დაფა, რომლის ფორმატი ითვალისწინებდა დაღუპულთა სახელებისა და გვარების დატანას და არა ისტორიული მოვლენების აღწერას.
09 აპრილი 2026, 19:34
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ისრაელის დარტყმები ლიბანზე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს
ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმები ლიბანზე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს.
09 აპრილი 2026, 19:15
მსოფლიო
კალასი: ისრაელის დარტყმებმა ლიბანში გასულ ღამეს ასობით ადამიანი იმსხვერპლა, რაც ართულებს იმის მტკიცებას, რომ ასეთი მკაცრი ქმედებები თავდაცვის ფარგლებში ჯდება
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს თავდასხმები ლიბანში.
09 აპრილი 2026, 18:46
მსოფლიო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ირანთან ომი ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული
ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია, - განაცხადა ფონდის მმართველმა დირექტორმა.
09 აპრილი 2026, 18:42
რეგიონი
ბოლნისის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
09 აპრილი 2026, 18:32
მსოფლიო
ფრანგული გაზეთი Le Monde: „აშშ-ის პრეზიდენტი აშკარად შეშლილია“ - ტრამპის ესკალაციური რიტორიკა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კითხვებს ბადებს
კონგრესის წევრებმა, პრეზიდენტის მიერ გამოყენებული უხეში და გენოციდური რიტორიკით შეძრწუნებულებმა, დაიწყეს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების განხილვა, რომელიც პრეზიდენტის ქმედუუნაროდ გამოცხადებასა და აღმასრულებელი უფლებამოსილების ვიცე-პრეზიდენტისთვის გადაცემას ითვალისწინებს, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი.
09 აპრილი 2026, 18:24
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
09 აპრილი 2026, 18:20
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: მამუკა ხაზარაძე 9 აპრილის ჯალათის გენერალ როდიონოვის თანამებრძოლი! ეროვნული მოძრაობის დამრბევი! მტრის მეხუთე კოლონის ბელადი და ტვ.საროსკიპოს სალარო! შინ ევროსკავშირში
„მამუკა ხაზარაძე! უტიფრობის სიმბოლო! 9 აპრილის ჯალათის გენერალ როდიონოვის თანამებრძოლი!ლენინის კომკავშირის მდივანი! ეროვნული მოძრაობის დამრბევი! სიმბოლო მამონის და ბატონის მსახურების! მტრის მეხუთე კოლონის ბელადი და ტვ.საროსკიპოს სალარო! შინ ევროსკავშირში!“, - წერს გოგა ხაინდრავა.
09 აპრილი 2026, 18:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას - შეთანხმება არის, რომ უნდა გამოაგზავნონ თავიანთი დელეგაცია და კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების პოტენციალი
შეთანხმება არის, რომ უნდა გამოაგზავნონ თავიანთი დელეგაცია და კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების პოტენციალი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ამერიკასთან ურთიერთობებზე საუბრისას.
09 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
ნუკრი შოშიაშვილი 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებზე: მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის სიტუაციაში გვამყოფებენ, ატმოსფეროს შესაქმნელად აკეთებენ ამას
მუდმივი ცივ სამოქალაქო ომის სიტუაციაში გვამყოფებენ, ატმოსფეროს შესაქმნელად აკეთებენ ამას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების მიერ მოწყობილ პროვოკაციებთან დაკავშირებით.
09 აპრილი 2026, 18:06
პოლიტიკა
ნუკრი შოშიაშვილი გერმანიის ელჩის 9 აპრილის მემორიალთან მისვლაზე: იმაზე იყო ცოტა გაღიზიანება, რომ პოლიტიკურ მხარედ გვევლინება და არა სხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილ დესპანად, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს ისტორიას და სიმბოლოებს
კონტექსტზე, სადაც [ელჩი] პოლიტიკურ მხარედ გვევლინება და არა სხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილ დესპანად, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს ისტორიას და სიმბოლოებს, ამაზე იყო ცოტა გაღიზიანება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა დღეს 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლაზე საუბრისას.


