Imedi /  15 სექტემბერი 2019, 20:00 / სანდო წყარო

ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ნუგზარ წურწუმია

ნუგზარ წურწუმია

ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ერთ წუთში დიდი უპირატესობით, ანგარიშით 9-0 დაამარცხა ყაზახი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონიის წარმომადგენლის დამარცხებით გავიდა. მანამდე კი საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა ჩინელ და რუს სპორტსმენებს სძლია. კიდევ ერთი ოქროს მედალი ლაშა გობაძემ მოიპოვა 82 კგ წონით კატეგორიაში. 

ყველა სიახლე

მაიკ პომპეო

18 ოქტომბერი 2019, 12:48

მსოფლიო

მაიკ პომპეო თურქეთში ვიზიტის შემდეგ ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთში ვიზიტის შემდეგ ისრაელს ეწვია. ადგილობრივი მედიის ინფრომაციით, პომპეო ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, რომლის დროსაც მხარეები სირიაში განვითარებული მოვლენებს განიხილავენ და ირანის საკითხს შეეხებიან.

დევდორაკის გვირაბი

18 ოქტომბერი 2019, 12:45

საქართველო

დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილია გვირაბის კუთვნილებისა და მოწყობილობების მიმდინარე ინსპექტირება.

ჩინეთი იუანი

18 ოქტომბერი 2019, 12:40

ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 27 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

2019 წლის მესამე კვარტალში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6,0% შეადგინა, პირველი სამი კვარტლის ჯამში კი ეკონომიკა 6,2%-ით გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი მონაცემები ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო ბიურომ გამოაქვეყნა.

მამუკა ხაზარაძე

18 ოქტომბერი 2019, 12:35

საქართველო

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა. როგორც წინა შემთხვევებშიც, ახალ ჯგუფშიც სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები. ესენი არიან: კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი; ნატალია ბარათელი - ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი, განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი;

რაიკერსის კუნძული

18 ოქტომბერი 2019, 12:26

მსოფლიო

ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხე დაიხურება

ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხის დახურვა გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს. კუნძულ რაიკერსზე არსებული ციხის სანაცვლოდ მანჰეტენის, ბრუკლინის, ბრონქსისა და ქუინსის რაიონებში მცირე ზომის ოთხი ციხე აშენდება. რაიკერსის ციხის დახურვის თარიღად 2026 წელი სახელდება.

18 ოქტომბერი 2019, 12:15

მსოფლიო

მედია: საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობას გეგმავდა

საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობას აპირებდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა. ფრანგული რადიოს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული 30 წლის კაცი პარიზში ცხოვრობდა.

 ლონდა თოლორაია

18 ოქტომბერი 2019, 12:02

საქართველო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ახალი საგამოძიებო ფუნქცია დაემატება

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განმარტებით, ახალი ფუნქცია, რომელიც აპარატს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ან მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიან და მიუკერძოებულ გამოძიებას გულისხმობს. ამჟამად საგამოძიებო დეპარტამენტის კვალიფიციური კადერებით დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისი სამსახური მუშაობას 1 ნოემბრიდან დაიწყებს.

ელიზაბეთ რუდი

18 ოქტომბერი 2019, 11:44

საქართველო

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით USAID-ი ახალ ოთხწლიან პროგრამას იწყებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს. ახალი ოთხწლიანი პროექტი „ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა“ 9 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობას ითვალისწინებს.

18 ოქტომბერი 2019, 11:43

საქართველო

გახარია სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას შეეხო.

შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი 2019, 11:23

საქართველო

თადუმაძე: ნაწარმოები „დიდოსტატის მარჯვენა“ არ არსებობს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციაზე კოლეგებს მიმართა და აღნიშნა, რომ თუკი მათ წარმატების გზაზე ვინმე ფსევდოინტელექტუალი „დიდოსტატის მარჯვენას“ ავტორს ჰკითხავს, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, რადგან კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 ოქტომბერი 2019, 11:13

მსოფლიო

ერდოღანი ტრამპს: კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადარჩება, როდესაც ტერორიზმს დავამარცხებთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უპასუხა. „ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადარჩება, როდესაც ჩვენ დავამარცხებთ ტერორიზმს, რომელიც კაცობრიობის დაუძინებელი მტერია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა დაისადგურებს“, - წერს ერდოღანი.

შსს კამპანია

18 ოქტომბერი 2019, 10:59

ძალოვნები

შსს აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „ნუ წაართმევ ბავშვობას“

კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან.

შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი 2019, 10:53

საქართველო

შალვა თადუმაძე: პოლიტიკურ ბოდვებზე კომენტარს არ გავაკეთებ

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურთა კონფერენციის გახსნამდე მედიის კითხვებს უპასუხა. მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწად-ნახევარია ავრცელებენ ერთსა და იმავე განცხადებას, თუმცა მათ არ აქვთ რაიმე დოკუმენტი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით.

რიკ პერი

18 ოქტომბერი 2019, 10:32

მსოფლიო

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი 2019 წლის ბოლომდე თანამდებობას დატოვებს. Associated Press-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პერიმ ჟურნალისტებს განუცხადა. რიკ პერის გადადგომა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაუდასტურა. ტეხასის ყოფილი გუბერნატორი, 69 წლის რიკ პერი ენერგეტიკის მინისტრად 2017 წლის მარტში დაინიშნა.

პროტესტები ეკვადორი

18 ოქტომბერი 2019, 10:17

მსოფლიო

ეკვადორის შსს-მ ანტისამთავრობო აქციებში „რუსული კვალი“ აღმოაჩინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მარია პაულა რომას განცხადებით, სოციალურ ქსელებში ანტისამთავრობო განცხადებები შესაძლოა რუსული IP-მისამართებიდან გამოქვეყნებულიყო. მისივე თქმით, გენერალური პროკურატურა უახლოეს დღეებში გამოძიებას დაასრულებს და ადგილობრივი ხელისუფლების უცხო ქვეყნებთან შესაძლო შეთქმულების საკითხზე არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

ვახტანგ გომელაური

18 ოქტომბერი 2019, 09:58

საქართველო

შსს-ს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გაიხსნა

პოლიციელთა ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების მიზნით, აკადემიაში არსებულ სავარჯიშო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო საშხაპეები. ასევე, განახლდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 97 მსმენელზე გათვლილი 51 ოთახია. ახალი სასროლეთი აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით.

პროკურატურა

18 ოქტომბერი 2019, 09:47

ძალოვნები

დღეს საპროკურორო საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას-საქართველოს პროკურორთა კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორი, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახსნის.

პარლამენტი

18 ოქტომბერი 2019, 09:30

საქართველო

2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში შემაჯამებელი სხდომა გაიმართება

კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ პროექტის მიხედვით 2020 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, დაახლოებით 800 მილიონით მეტი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროექტის მიხედვით, პრიორიტეტი სოციალური თემები იქნება, თანხები გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც.

შრომის კოდექსი

18 ოქტომბერი 2019, 09:11

საქართველო

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება

ცქიტიშვილის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს აკრიტიკებს ბიზნესომბუდსმენი. ირაკლი ლექვინაძე ყურადღებას ამახვილებს შრომის საათების შეზღუდვაზე და აცხადებს, რომ დღეში 8 საათზე მეტი დროით მუშაობის შეზღუდვა, არსებულ რეალობას არ შეეფერება.

18 ოქტომბერი 2019, 09:00

მსოფლიო

ქურთი მებრძოლები სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირობას ასახელებენ

17 ოქტომბერს მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მხარს უჭერენ ქურთი მებრძოლებიც. სამხედროები ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხმდებიან. ქურთების მიერ დასახელებულ მთავარ პირობებს შორისაა მიგრანტების შინ დაბრუნება და დემოგრაფიული ცვლილებების გამორიცხვა.