Imedi /  18 სექტემბერი 2019, 14:12 / სანდო წყარო

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის ნაგოიაში ემზადებიან

რაგბი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ტოკუშიმადან ნაგოიაში ჩავიდნენ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ.

ტოკუშიმაში ბორჯღალოსნებმა იაპონიის ტოპ ლიგის ადგილობრივ კლუბ „ჰონდა ჰით“-თან ერთობლივი ვარჯიშიც გამართეს.

მსოფლიო თასი იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრანმდე გაიმართება, ჩვენი გუნდი დ ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ურუგვაისა და ფიჯის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტაში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

15 ოქტომბერი 2019, 00:51

მსოფლიო

ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დეტალები განმარტა

გარდა ამისა, ვაშინგტონი გეგმავს თურქეთიდან შემოსულ ფოლადზე ტარიფი 50%-მდე გაზარდოს. მისივე თქმით, თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება. მომავალში კი შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს.

საქართველოს ნაკრები

15 ოქტომბერი 2019, 00:45

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ეროვნული ნაკრები მატჩისთვის 19 ფეხბურთელით ემზადება.

ლიბია

15 ოქტომბერი 2019, 00:15

მსოფლიო

ლიბიაში სარაკეტო იერიშს სამი და ემსხვერპლა

ლიბიაში, ტრიპოლში სარაკეტო იერიშის დროს სამი ბავშვი დაიღუპა. დაღუპულები დები არიან. მეოთხე და კი დაშავდა და მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. Reuters-ის ინფორმაციით, ავიაშეტევამ სამხედრო ბანაკთან მდებარე სახლი დააზიანა. 120 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით არის გადაადგილებული. 2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა.

სოფია კოკოსალაკი

15 ოქტომბერი 2019, 00:09

კულტურა

ბერძენი დიზაინერი სოფია კოკოსალაკი გარდაიცვალა

კოკოსალაკი 47 წლის იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. დიზაინერი 1972 წელს ათენში დაიბადა, 1998 წელს მან ლონდონის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი დაამთავრა, ერთი წლის შემდეგ კი საკუთარი ბრენდი შექმნა და ლონდონის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

14 ოქტომბერი 2019, 23:40

თემა

ყავა ხან სასარგებლოა, ხან - არა. რატომ არის მეცნიერთა კვლევების შედეგები წინააღმდეგობრივი?

ჟურნალ Annal of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც უმი და გადამუშავებული წითელი ხორცის მოხმარებას ეხება. ბოლო წლებში საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ამ კატეგორიის პროდუქცია მავნეა. ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტები საერთაშორისო ონკოლოგიურ ფონდთან ერთად ურჩევენ მომხმარებლებს, თავიანთი კვების რაციონში გადამუშავებული ხორცის რაოდენობა შეზღუდონ. თუმცა ახალი მონაცემები ამ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

14 ოქტომბერი 2019, 23:30

მსოფლიო

ირანი სირიას და თურქეთს ინიციატივით მიმართავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და სირიაში 2021 წლის არჩევნებამდე დაძაბულობის შემცირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მოჰამედ ჯავად ზარიფმა საუდის არაბეთთან მოლაპარაკების აუცილებლობაზეც მიანიშნა და აღნიშნა, რომ დიალოგისთვის ღიაა.

ლიეტუვა

14 ოქტომბერი 2019, 22:55

მსოფლიო

ნატოს ოპერაციის ფარგლებში ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ჩავიდნენ

ისინი ქალაქ პაბრადეში მდებარე სამხედრო ბაზაზე 2020 წლის გაზაფხულამდე დარჩებიან. როგორც ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა განაცხადა, ამერიკელი სამხედროების გამოჩენა ქვეყნის წარმატების და ინვესტიციების შედეგია.

ირაკლი კობახიძე

14 ოქტომბერი 2019, 22:55

საქართველო

კობახიძემ თქვა, რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები

მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია“, - განაცხადა კობახიძემ.

რობერტო ბაჯო

14 ოქტომბერი 2019, 22:35

სპორტი

ბაჯო: 1994 წლის პენალტი ძილის წინ ხშირად მახსენდება

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ რობერტო ბაჯომ 1994 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ბრაზილიასთან დაპირისპირების დროს აცილებული პენალტი გაიხსენა. ბაჯომ თქვა, რომ ბრაზილიასთან ფინალში დაპირისპირება მისი ბავშვობის ოცნება იყო. „ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშზე, თუმცა გვახსოვს, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი“.

14 ოქტომბერი 2019, 22:15

მსოფლიო

მეხიკოში თავდასხმას 14 პოლიციელი ემსხვერპლა

სავარაუდოდ ნარკომოვაჭრეების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მეხიკოში 14 პოლიციელი დაიღუპა. მედიის ცნობით, კრიმინალურ დაჯგუფებას ცნობილი, ძებნილი ნარკობარონი ნემესიო სერვანტესი ხელმძღვანელობს. საზოგადოებრივი დაცვის საკითხების სამსახურმა მომხდარი თავდასხმა დაგმო.

ბარსელონა

14 ოქტომბერი 2019, 21:40

მსოფლიო

ბარსელონაში პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა. არიან დაშავებულები

აეროპორტის რაიონში 8 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ მათ დასაშლელად ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია 13 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 1 ფრანგი ჟურნალისტია. ამასთან, ბარსელონის აეროპორტში 20 რეისი გაუქმდა.

გიფი

14 ოქტომბერი 2019, 21:10

ტექნოლოგიები

ციფრულ ჩარჩოებში ჩასმული გიფების კოლექცია შეიქმნა

კომპანია Infinite Objects-მა სერვის Giphy-სთან და დიზაინერილ სტუდია Planeta-სთან ერთად სპეციალურ ციფრულ ჩარჩოში ჩასმული ანიმაციების კოლექცია გამოუშვა. პირველი კოლექცია შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, მისი ფასი კი 299 დოლარია.

ფატმა სერენ იაზგანი

14 ოქტომბერი 2019, 21:07

საქართველო

თურქეთის ელჩი: ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაპირისპირებაში მარტო ვართ

თურქეთი ნატოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის სახმელეთო ჯარიც ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაპირისპირებაში ჩვენ მარტო ვართ, განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

ინგლისი

14 ოქტომბერი 2019, 20:48

მსოფლიო

ბულგარეთში საფეხბურთო მატჩისთვის ჩასული ინგლისელი გულშემატკივარი გარდაცვლილი იპოვეს

ბულგარეთში საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩასული ინგლისელი გულშემატკივარი სოფიას ცენტრში გარდაცლილი იპოვეს. ბრიტანული მედიის ცნობით, პოლიცია 32 წლის ინგლისელის გარდაცვალების მიზეზს არკვევს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის და პოლიცია 32 წლის ინგლისელის გარდაცვალების მიზეზს არკვევს.

14 ოქტომბერი 2019, 20:28

მსოფლიო

აშშ-ში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს

როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს. ვანდალებმა მას წითელი საღებავი შეასხეს და წარწერა „შეწყდეს გენოციდის ზეიმი“ დატოვეს. აშშ-ში ოქტომბრის მეორე ორშაბათს კოლუმბის დღე აღინიშნება, რომელიც იტალიელი მოგზაურის ამერიკაში ჩასვლას ეძღვნება.

„ლანჩხუთი“

14 ოქტომბერი 2019, 20:10

სპორტი

საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული „ლანჩხუთი“ გახდა

საქართველოს ქალთა ლიგის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან „ლანჩხუთმა“ 17 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და უშუალო კონკურენტს, თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ჩემპიონის სტატუსით „ლანჩუთი“ საქართველოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.

Eshvi Kids

14 ოქტომბერი 2019, 19:54

ეკონომიკა

საქართველოში შეკერილი საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

Eshvi Kids-მა იაპონურ კომპანია Roherma-სთან ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენა Pitti Bimbo-ზე დაამყარა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც. გამოფენა Pitti Bimbo ივნისში ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.

14 ოქტომბერი 2019, 19:52

თემა

რა არის ავტოკეფალია და რით განსხვავდება ის საეკლესიო ავტონომიისგან?

დღეისათვის 15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია არსებობს, აქედან 14 საყოველთაოდ არის აღიარებული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 საპატრიარქო ეკლესიას შორისაა. ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას კი, რომლის ავტოკეფალიას მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საქართველოს საპატრიარქო აღიარებს, კონსტანტინეპოლი არ ცნობს. სამაგიეროდ, მსოფლიო პატრიარქი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რასაც მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

სევანის ტბა

14 ოქტომბერი 2019, 18:53

მსოფლიო

სომხეთი სევანის ტბიდან წყლის მოხმარების აკრძალვას გეგმავს

სომხეთში სევანის ტბიდან წლის მოხმარების სრულ აკრძალვას აპირებენ. დონის დაწევის გამო აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო კომიტეტმა დააყენა. დეპუტატების განცხადებით, მოქმედი კანონი 170 მლნ კუბურ მეტრზე მეტი წყლის მოხმარებას კრძალავს, საკანონმდებლო ცვლილება კი წყლის მოხმარების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

ქვიშის თამაშები

14 ოქტომბერი 2019, 18:44

სპორტი

დოჰაში ქვიშის თამაშებში დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ჩაერთვებიან

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები მიმდინარეობს, დღეს ასპარეზობაში ჩაერთვებიან საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები. დღევანდელ შეხვედრებში მედლებისთვის იბრძოლებენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ).