ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ სერბეთის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომცა
გეგა გეგეშიძე
ზურაბ დათუნაშვილი
ფოტო: არქივი
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი სოციალურ ქსელში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. როგორც დათუნაშვილი Facebook-ზე წერს, გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მისთვის [ზურაბ დათუნაშვილისთვის] მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიეცათ.
"მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას სერბეთის ნაკრებთან ერთად გავდიოდი და სერბული მხარიდან იყო სურვილი და სრული მზაობა მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან ამ პროცესს მაინც ხელი შეეშალა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბებს, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოეცათ.
ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა.
მადლობა ყელას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით",- წერს ზურაბ დათუნაშვილი სოციალურ ქსელში.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე ფედერაციის პრეზიდენტის საქმეს სასამართლო განიხილავს.
საქმის წარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პუნქტით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 18:18
ეკონომიკა
ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. შეთანხმებაში ცვლილების ოქმს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კომერციის მინისტრმა ვანგ ვენთაომ.
22 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი და ხომ არ შევიწყალეთ ნაციონალური მოძრაობა
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვის პროცესს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი განცხადებით, პროცესი ფინალურ ეტაპს უახლოვდება, თუმცა საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები მისი მიმდინარეობის ვადებთან დაკავშირებით.
22 აპრილი 2026, 18:15
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: რიტორიკას უნდა მოჰყვეს საქმე. ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლება იმავეს აკეთებს - აკრიტიკებს, აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ევროკავშირშია და განცხადების ბოლოს აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის
რიტორიკას უნდა მოჰყვეს საქმე. ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლება იმავეს აკეთებს - აკრიტიკებს, აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ევროკავშირშია და განცხადების ბოლოს დაჟინებით აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
22 აპრილი 2026, 18:14
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, როდესაც მთელი ეს პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სპექტრი მოცული აქვს აგენტურულ ქსელს - ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს
შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, როდესაც მთელი ეს პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სპექტრი მოცული აქვს აგენტურულ ქსელს. მათ ხელშია მედიები, „ენჯეოები“, ფინანსები და ათასგვარი სხვა ბერკეტი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, უკანასკნელ წლებში არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.
22 აპრილი 2026, 18:10
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: შევახსენებ საზოგადოებას, რომ გასულ წელს თავად ევროკავშირმა, ბოლო მომენტში დიალოგი გაურკვეველი ვადით გადადო. თუკი მათ რეალურად სურთ დიალოგი, ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ მსჯელობისთვის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ევროკავშირში კვლავ ძალაშია ნარატივი საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლისს“ შესახებ, რაც უსაფუძვლოა და შესაბამისად, მათი გზავნილები „შეფუთულია ყალბი ნარატივის საბურველით“.
22 აპრილი 2026, 18:09
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი რადიკალებზე: ისინი არ წარმოადგენენ ოპოზიციას. ეს არის უცხოური აგენტურა, რომლის შენარჩუნებაც ქართულ პოლიტიკაშიც აქამდე, სამწუხაროდ სწორედ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდა
ეს არის უცხოური აგენტურა, რომლის შენარჩუნებაც ქართულ პოლიტიკაშიც აქამდე, სამწუხაროდ სწორედ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
22 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ეუთოს ფორუმზე: სერიოზული გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ რეალური შედეგები ვაჩვენოთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურად შეფასდება ეუთოს მიერ
სერიოზული გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ რეალური შედეგები ვაჩვენოთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურად იქნება შეფასებული ეუთოს მიერ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობით მიმდინარეობს.
22 აპრილი 2026, 17:53
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: სამთავრობო ცვლილებები მძიმე ლოდად დააწვა გულზე რადიკალებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ახარებთ არაფერი, რამაც შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე
სამთავრობო ცვლილებები ძალიან მძიმე ლოდად დააწვა გულზე რადიკალურ დაჯგუფებებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ახარებთ არაფერი, რამაც შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.
22 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსის“ დაპირისპირებაზე: ორი თვეც არ არის გასული ე.წ. ალიანსის შექმნიდან და ელემენტარულ საკითხებზე შეთანხმებაც კი უჭირთ - ძალიან მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში არიან
სერიოზულად ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი რაიმე ალტერნატივას წარმოადგენენ, არ შეიძლება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას. ჭეიშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსს“ შორის გამოაშკარავებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და „ოპოზიციის ალიანსს“ პოლიტიკური პაროდია უწოდა.
22 აპრილი 2026, 17:28
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესზე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, რის შემდეგაც საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს
საქალაქო სასამართლოში, პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.
22 აპრილი 2026, 17:27
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები
ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროში სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, უფრო სწორად, ხელმოწერას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეჯამებისას.
22 აპრილი 2026, 17:22
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: კაია კალასი ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად
კაია კალასი ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა იმ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად, რასაც ჰქვია ანტიქართული მოძრაობა და [რასაც] ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
22 აპრილი 2026, 17:19
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრმა პეკინში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის საკითხები განიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა. მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.
22 აპრილი 2026, 17:18
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება
სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეჯამებისას.
22 აპრილი 2026, 17:15
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ასტანაში მიმდინარე რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ასტანაში გამართული რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, აიდარბეკ საფაროვს შეხვდა.
22 აპრილი 2026, 17:12
პოლიტიკა
მაჭავარიანი: ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი უნდა იყოს კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში, სამართალდამცავი უწყებების მუშაობასა და პოლიტიკურ პროცესებში - მდინარაძე ამ სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის იდეალური კანდიდატია
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სამთავრობო ცვლილებები მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე ახალ პოზიციაზე იდეალური კანდიდატია.
22 აპრილი 2026, 17:09
სამართალი
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის დავალებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.
22 აპრილი 2026, 16:53
მსოფლიო
ჟორდან ბარდელა: ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკავშირი ევროპული არქიტექტურის საწყისი იდეის ღალატს განასახიერებს
ფრანგი ევროპარლამენტარი და პარტია „ეროვნული ასამბლეის“ ლიდერი, ჟორდან ბარდელა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს.
22 აპრილი 2026, 16:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ავიაკომპანია Condor-ის მიერ კვირაში 7 სიხშირით თბილისი - ფრანკფურტის რეისის შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და ტურისტული ნაკადების ზრდას
„მიმდინარე წლის 15 ივნისიდან კიდევ ერთი გერმანული ავიაკომპანია შემოდის საქართველოს საავიაციო ბაზარზე - ავიაკომპანია Condor-ი კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს ფრენებს ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის მიმართულებით. გერმანია და ზოგადად, ევროპული მიმართულებები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ვმუშაობთ მათი განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
22 აპრილი 2026, 16:47
საზოგადოება
სასაზღვრო ავიაციას 27 წელი შეუსრულდა
22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციას 27 წელი შეუსრულდა.


