Imedi /  02 ნოემბერი 2019, 11:00 / სანდო წყარო

ქართველი მოჭიდავე რუსი სპორსტმენის დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.ვიდეო

ლევან ქავჟარაძე

ლევან ქავჟარაძე

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე 23-წლამდელთა ნაკრების წევრები ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ.

2 ნოემბერს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სპორტსმენები ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ, ბრინჯაოსთვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან ბექა მამუკაშვილი (77 კგ) განაგრძობს.

ქავჟარაძემ საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა, ნახევარფინალში რუსი ვალიტოვი დაამარცხა და ფინალში ირანელ დალხანის შეხვდება.

გურამ ხეცურიანმა ფინალამდე სამ მეტოქეს, მათ შორის რუს სპორტსმენს მოუგო,  ფინალში კი ის უკრაინელ ნოვიკოვს შეხვდება.

ზვიად პატარიძემ ფინალამდე სამი მეტოქე მარტივად დაამარცხა, ქუთაისელი მძიმეწონოსანი 6-გზის მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის და 2 ნოემბერს მეშვიდე მსოფლიო ოქროს მედალისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე ირანელი იოსოფიაჰმადჩალი იქნება.

შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყება.

ყველა სიახლე

შსს

22 თებერვალი 2020, 11:55

ძალოვნები

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

დაკავება

22 თებერვალი 2020, 11:55

ძალოვნები

ბათუმში ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ამ სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა ადამიანს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

22 თებერვალი 2020, 11:21

საქართველო

მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს პნევმონია არ აქვთ

„ჩვენთან როგორც პაციენტი გაფორმდა მხოლოდ 2 - 8 წლის და 13 წლის ბიჭუნა. ორივესთან ჩატარებული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია. სხვა კლინიკური ლაბორატორიული კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის დაფიქსირებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმის არის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ქუთაისი აქცია

22 თებერვალი 2020, 11:15

საქართველო

სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი თქმით, პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისისთვის საბოლოო განაჩენის ტოლფასია.

ბაკურიანი ტრენინგი სამხედროები

22 თებერვალი 2020, 10:57

ძალოვნები

ქართველი ინსტრუქტორები ბაკურიანში უცხოელ სამხედროებს სამთო ტექნიკასთან მოპყრობას ასწავლიან

ზამთრის საბაზისო სამთო კურსი აქტიურ ფაზაშია გადასული. პროგრამა „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) ფარგლებში სამთო მომზადებას ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 31 სამხედრო მოსამსახურე გადის. კურსის ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირება ჩაუტარდებათ.

ავღანეთი მშვიდობისმყოფელები

22 თებერვალი 2020, 10:47

ძალოვნები

მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა. ქართველი მშვიდობისმყოფელები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდნენ.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 10:35

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 109 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 109 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2345-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 76 288-მდე გაიზარდა.

საჩხერე საავადმყოფო სასტუმრო

22 თებერვალი 2020, 10:30

საქართველო

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე სასტუმროში მოათავსეს

მათ უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია, სამედიცინო პერსონალიც შესაბამისად არის აღჭურვილი. მაია ხელაძე ამბობს, რომ საჩხერის საავადმყოფოს სასტუმრო სავარაუდოდ სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ საჭიროების შემთხვევაშია პერიმეტრზე სტაციონარის განყოფილებაცაა, საჭიროების შემთხვევაში კი სამედიცინო დაწესებულებას მათი მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები გააჩნია.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

22 თებერვალი 2020, 10:24

მსოფლიო

ჯანმო: კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა მცირდება

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების ფანჯარა სულ უფრო ვიწვროვდება. „შეშფოთებულები ვართ ახალი შემთხვევების რაოდენობით, რომლებსაც ეპიდემიის ეპიცენტრთან კავშირი არ აქვთ, ვგულისხმობ მოგზაურობის ისტორიას ან კონტაქტს დაავადებულთან“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

კონფერენცია თეა წულუკიანი

22 თებერვალი 2020, 10:00

საქართველო

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან დისკუსიის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

სერიალი მეგობრები

22 თებერვალი 2020, 09:41

კულტურა

სერიალ „მეგობრების“ ახალი ეპიზოდის პრემიერის თარიღი ცნობილია

ტელეარხმა HBO-მ სერიალ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გამოსვლის თარიღი დაასახელა. სერიალის 25-წლიანი იუბილესადმი იქნება მიძღვნილი ეპიზოდი სტრიმინგის სერვის HBO Max-ზე მიმდინარე წლის მაისში გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ WarnerMedia ავრცელებს.

ანდერს კნაპე

22 თებერვალი 2020, 09:15

საქართველო

საქართველოს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტის ანდერს კნაპეს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი იწყება. როგორც ევროსაბჭოში აღნიშნავენ, ანდერს კნაპეს ვიზიტი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ხორციელდება.

კორონავირუსი იტალია

22 თებერვალი 2020, 08:57

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით 78 წლის კაცი გარდაიცვალა

ქალაქ პადუაში 78 წლის კაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. საფრანგეთში გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქის შემდეგ ეს ევროპის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

ბერნი სანდერსი

22 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

ბერნი სანდერსი ვლადიმერ პუტინს: არ გაბედოთ ამერიკულ არჩევნებში ჩარევა

ვლადიმერ პუტინთან მხოლოდ ერთი გზავნილი მაქვს - არ გაბედოთ ამერიკულ არჩევნებში ჩარევა, - ამის შესახებ ვერმონტის შტატის დემოკრატმა სენატორმა და საპრეზიდენტო კანდიდატობის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, ბერნი სანდერსმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის მეგობარი არაა.

ინფექციური საავადმყოფო

22 თებერვალი 2020, 08:19

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში ირანის სამ მოქალაქეს აკვირდებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ირანის 3 მოქალაქე იმყოფება.

ამირან გამყრელიძე

22 თებერვალი 2020, 08:11

საქართველო

მთავრობის ხელშეწყობით, ჩინეთიდან სამშობლოში საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ჩინეთიდან სამშობლოშ საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

შვეიცარია დაბადების დღე

22 თებერვალი 2020, 01:52

ტაბლოიდი

შვეიცარიის პრეზიდენტი დაბადების დღეზე ეპატიჟება ყველას, ვისაც მასსავით იმ დღეს 60 წელი შეუსრულდება

შვეიცარიის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა, რომელსაც 14 მაისს 60 წელი შეუსრულდება, თავის დაბადების დღეზე ეპატიჟება ყველა იმ პირს, ვისაც იმავე დღეს 60 წელი შეუსრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს. ადამიანებმა, ვინც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, რეგისტრაცია შვეიცარიის მთავრობის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.

სამბო

22 თებერვალი 2020, 01:24

სპორტი

ბელარუსში საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სამბისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ქართველი სამბისტებისთვის წარმატებული გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 3 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები ბექა ბერძენიშვილი, ირაკლი კუპატაძე და ნინო ოძელაშვილი გახდნენ.

როჯერ ვიკერი

22 თებერვალი 2020, 01:17

საქართველო

როჯერ ვიკერი : რუსეთის მიზანი იყო ხელი შეეშალა საქართველოსთვის შეერთებოდა დასავლეთის საზოგადოებას

„მე სრულად ვენდობი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს. მე არ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მდივანი ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რომ არ ჰქონოდა ინფორმაცია ნათქვამის გასამყარებლად“, - ამერიკელი სენატორი როჯერ ვიკერი საქართველოზე რუსეთის ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა.

ჰარვი ვაინშტეინი

22 თებერვალი 2020, 01:04

მსოფლიო

Reuters: ჰარვი ვაინშტეინის მიმართ ბრალდებების ორ პუნქტზე ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები ვერ შეთანხმდნენ

ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების ორ პუნქტზე ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა საერთო აზრამდე ვერ მივიდა. ამის შესახებ Reuters წერს. არსებული ინფორმაციით, საუბარია ბრალდების იმ პუნქტებზე, რომელი გაუპატიურებას ეხება. იმ შემთხვევაში თუ ვაინშტეინს ამ პუნქტებით გაასამართლებენ, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს მოსთხოვა განხილვები გააგრძელონ.