imedi /  11 ნოემბერი 2019, 23:47 / სანდო წყარო

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია

ვიტორიული ბასკონიას ქართველი კაპიტანი ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ბასკურმა გუნდმა ობრადორიო 92:79 დაამარცხა, ქართველი ლეგიონერი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელიამ ბასკონიაში პირადსარეკორდო 29 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. 

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ მთლიანად მე-8 ტურის საუკეთესო შედეგი იყო. და ქართველი ფორვარდი გახდა ტურის MVP. 

შენგელია ტურის MVP ლიგა ენდესაში მეხუთედ გახდა, ხოლო ამ სეზონში – პირველად. შენგელია ამ სეზონში უკვე ორჯერ გახდა ევროლიგის ტურის MVP.

8 ტურის შემდეგ მარგი ქმედების კოეფიციენტით ლიგა ენდესაში ნიკოლა მიროტიჩი ლიდერობს – 26.4. მეორე ადგილზე გიორგი შერმადინია – 23.6, მესამეზე კი თორნიკე შენგელია – 19.4. ბექა ბურჯანაძე 9.4 მაჩვენებლით 43-ე პოზიციაზეა. 

ყველა სიახლე

მგზავრთნაკადი

09 დეკემბერი 2019, 16:30

ეკონომიკა

იანვარ-ნოემბერში აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4 869190 მგზავრს მოემსახურა. რაც 4% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2018 წელი 4,696,115 მგზავრი). შედარებით.

ზურაბ აბაშიძე

09 დეკემბერი 2019, 16:27

საქართველო

ზურაბ აბაშიძე: საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მორიგ პერფორმანსთან

ხელისუფლებამ ვერ მიაკვლია რუსული კულტურის და ენის ცენტრს და არც ერთი სტრუქტურა ამ საკითხში არ არის ჩართული. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. აბაშიძის განმარტებით, ეს საკითხი არც ერთ დონეზე არ განხილულა.

დონალდ ტრამპი
სერგეი ლავროვი

09 დეკემბერი 2019, 16:27

მსოფლიო

ხვალ ვაშინგტონში ტრამპისა და ლავროვის შეხვედრა გაიმართება

მანამდე რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგას მაიკ პომპეოს შეხვდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე უწყებაში განმარტება არ გაკეთებულა. ტრამპისა და ლავროვის პირველი შეხვედრა 2017 წლის მაისში ასევე ვაშინგტონში გაიმართა.

ვულკანი

09 დეკემბერი 2019, 16:26

საქართველო

საქართველოს საელჩო ახალ ზელანდიაში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

განცხადების თანახმად, ვულკანის ამოფრქვევის გამო, კრიზისების მართვის ეროვნულმა სამსახურმა შესაბამისი გაფრთხილებები გამოაცხადა. საელჩოს ცნობით, ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მასიური ფერფლი, შესაძლებელია, იგრძნობოდეს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ზოგიერთ ნაწილში.

09 დეკემბერი 2019, 16:06

ეკონომიკა

თურქეთში სასტუმროში ცხოვრებაზე გადასახადი დაწესდა

საფასური ეხება ყველა კერძო სასტუმროს, ოტელს, საკურორტო სოფელს, სასტუმროს ტიპის სახლებს, აპარტ-სასტუმროებს, კეპმინგებს და ა.შ. ახალი გადასახადი იმოქმედებს საკვებზე, სასმელზე, გართობაზე, საკონფერენციო დარბაზებსა და რესტორნებზე.

ლევან საგინაშვილი

09 დეკემბერი 2019, 15:59

სპორტი

მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა

ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდის ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ამერიკელი და ყაზახი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს ვიტალი ლალეტინს 6:0 მოუგო. ჩემპიონთა ლიგაში მსოფლიოს რვა საუკეთესო მკლავჭიდელი მონაწილეობდა და გამარჯვებული პლეიოფის სისტემით გამოვლინდა.

სალომე ზურაბიშვილი

09 დეკემბერი 2019, 15:55

საქართველო

ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე აქცენტი არასწორად მიაჩნია

მხოლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საუბარი არასწორია, სხვა ოჯახებიც არანაკლებად ელოდებიან შეწყალების გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ჟან-ლუკ მელანშონი

09 დეკემბერი 2019, 15:47

მსოფლიო

პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი კანონისადმი დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნეს

საფრანგეთის სასამართლომ მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლიუკ მელანშონი „კანონისადმი დაუმორჩილებლობისა და პროვოკაციის“ მუხლით დამნაშავედ ცნო და სამთვიანი პირობითი სასჯელი დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მელანშონი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მხარდამჭერია.

ივანე მაჭავარიანი

09 დეკემბერი 2019, 15:27

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: სურგულაძის გადაწყვეტილება ბუნებრივად მეჩვენება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს სურგულაძის პირადი გადაწყვეტილებაა და აქ არაბუნებრივი არაფერია.

საპენსიო სააგენტო

09 დეკემბერი 2019, 15:20

საქართველო

გახარია სურგულაძეზე: ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა რომ ილოცებს

"სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ავტოავარია

09 დეკემბერი 2019, 15:04

ტექნოლოგიები

ავტოპილოტზე მოძრავი Tesla პოლიციის მანქანას დაეჯახა

პოლიციის ცნობით, Tesla Model 3-ის მფლობელმა მანქანა ავტოპილოტზე მომართა. ამის შემდეგ Tesla პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა და გაათრია, რომელიც გაფუჭებული ავტომობილის უკან იდგა. შეჯახების ძალის შედეგად კი პოლიციის მანქანა წინ მდგომ გაფუჭებულ ავტომობილს დაეჯახა.

მალტა საპროტესტო აქცია

09 დეკემბერი 2019, 15:03

მსოფლიო

მალტაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის ოფისში შეიჭრნენ

მალტაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრ ჯოზეფ მუსკატის ოფისში შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. დემონსტრანტები ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის გამო მუსკატის გადადგომას ითხოვენ. 40-მდე მომიტინგე პრემიერის ადმინისტრაციის შენობაში გვერდითი შესასვლელიდან შევიდნენ და შესასვლელი დაბლოკეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ჯოზეფ მუსკატი შენობაში არ იმყოფებოდა.

ცემენტი

09 დეკემბერი 2019, 14:58

ეკონომიკა

კვლევა: ცემენტის 31 სახეობიდან სტანდარტს მხოლოდ 9 აკმაყოფილებს

საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული შეფუთული ცემენტის 31 სახეობიდან 6 კომპანიის მხოლოდ 9 პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები.

09 დეკემბერი 2019, 14:28

სპორტი

რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გარდა ამისა, WADA-მ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისობის სტატუსი ჩამოართვა.

09 დეკემბერი 2019, 14:15

საქართველო

მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა ბილტმორთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მივლენ ყველგან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან და გააგონებენ თავინთ ხმას. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს იმ კანონპროექტის ჩავარდნა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

თურქეთი ქალები

09 დეკემბერი 2019, 13:51

მსოფლიო

თურქეთში ქალთა უფლებადამცველების აქცია პოლიციამ დაშალა

სიმღერა აკრიტიკებს სახელმწიფოს იმის გამო, რომ საკმარისად არ იბრძოლა ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. სიმღერის ერთ მონაკვეთში ქალები ამბობენ "მოძალადე შენ ხარ" და ამით უარყოფენ მოსაზრებას, თითქოს, მსხვერპლი ქალები გარკვეულწილად პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ მათზე ძალადობენ.

ვულკანი

09 დეკემბერი 2019, 13:33

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 2:30 საათზე დაიწყო. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ვულკანის ამოფრქვევისას „თეთრ კუნძულზე“ სავარაუდოდ 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულთა უმრავლესობა ტურისტია.

სვიტერი კოკაინი

09 დეკემბერი 2019, 13:25

ტაბლოიდი

Walmart-მა შეაჩერა სვიტერის გაყიდვა, რომელზეც მომხმარებლებმა კოკაინზე მინიშნება იპოვეს

მსოფლიოში უმსხვილესმა სავაჭრო ქსელმა Walmart-მა შეაჩერა საშობაო სვიტერის გაყიდვა, რომლის პრინტზეც მომხმარებლებმა კოკაინზე მინიშნება იპოვეს. ფოტოებზე FUN Wear-ის ბრენდის სვიტერზე დივანზე მჯდომი სანტა-კლაუსი, ხოლო მის წინ მდგარ მაგიდაზე თეთრი ფხვნილის სამი ზოლია გამოსახული.

არჩილ თალაკვაძე

09 დეკემბერი 2019, 13:19

საქართველო

თალაკვაძე: რუსული პროპაგანდის მოკავშირეებს შორის ჩვენი მწვავე ოპონენტებიც არიან

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ რუსული ოკუპაცია არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები არ დატოვებენ ქვეყნის ტერიტორიას, საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება არანაირი კომპრომისი. თალაკვაძის თქმით, ზურაბ აბაშიძეს არ უთქვამს, რომ ხელისუფლება "რამე ცენტრის გახსნას" გეგმავს.

იენს სტოლტენბერგი

09 დეკემბერი 2019, 13:07

მსოფლიო

სტოლტენბერგი: რუსეთი ნატოს მტერი არაა, ჩვენ მტრები და მეგობრები არ გვყავს

ნატო რუსეთს მტრად არ განიხილავს და სამყაროს მტრებად და მეგობრებად არ ყოფს, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ მტრების სიას საერთოდ არ ვადგენთ. არ განვიხილავთ რუსეთს მტრად, მაგრამ ვხედავთ, რომ თავდაჯერებულმა რუსეთმა მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.