imedi /  22 დეკემბერი 2019, 00:10 / სანდო წყარო

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი მარტინ პიტერსი გარდაიცვალა

მარტინ პიტერსი

მარტინ პიტერსი

„ვესტ ჰემის“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მარტინ პიტერსი გარდაიცვალა. ​ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ის 76 წლის იყო. ფეხბურთელი მრავალი წლის განმავლობაში ალცჰაიმერის დაავადებას ებრძდა

პიტერსი „ვესტ ჰემში“ 1959-1970 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი კარიერა „ტოტენჰემში“, „ნორვიჩსა“ და „შეფილდ იუნაიტედში“ გააგრძელა. ის ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რომელმაც 1966 მსოფლიო პირველობა მოიგო. ჩემპიონატის ფინალში, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართა, პიტერსმა გოლი გაიტანა. ინგლისელებმა გერმანელებს ანგარიშით 2:1 სძლიეს. 

ყველა სიახლე

დავით ზილფიმიანი

27 იანვარი 2021, 13:24

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგია

„საქართველო პატარა ქვეყანაა და მეტ-ნაკლებად ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. რატომ ვამბობ ამას? მინდა, ვისარგებლო მომენტით და, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნებ, ჩვენი გამოსვლით მოვახდინოთ თქვენი გადარწმუნება იმაში, რომ ახლავე ამ საკითხისთვის მხარის დაჭერა შეიძლება, სასურველი არც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მივცემთ წინააღმდეგს შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ილია მეორე

27 იანვარი 2021, 13:23

საზოგადოება

ილია მეორე: ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მივულოცავ, ვინც მის სახელს ატარებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელის - ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს“, - აღნიშნა პატრიარქმა.

მამუკა ლორია

27 იანვარი 2021, 13:15

საზოგადოება

მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს განსახიერებული. გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში. მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო – „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.

27 იანვარი 2021, 13:02

რეგიონი

შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან სოფელ კარბისა და ქერეს ტერიტორიაზე ტირიფონის მაგისტრალური არხის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმენდება.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 13:01

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე მანდატებზე: ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე

„ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რამდენად შეასრულებენ საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთას და რამდენად არიან პასუხისმგებლები იმ გადაწყვეტილების, რომ საზოგადოებამ ისინი პარლამენტში ამ შემადგენლობით წარადგინა და ეს შემადგენლობა უნდა იყოს პარლამენტში, სამუშაო პროცესში და არა ქუჩაში, გვერდიდან უპასუხისმგებლო განცხადებებით. მათ კიდევ აქვთ დრო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. შესაბამისად, ჩემი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მაქვს, ვიდრე მათ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

27 იანვარი 2021, 12:57

რეგიონი

ბოდბის დედათა მონასტერში ნინოობა აღნიშნეს

წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა აღავლინა და მრევლს ნინოობა მიულოცა. მოგვიანებით კი წმინდა ნინოს საფლავზე პარაკლისი გადაიხადეს. მრევლი ტრადიციისამებრ ეზიარა. ქადაგების დროს ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, პანდემიის დროს ექიმების ღვაწლი კიდევ ერთხელ გამოყო და სიმამაცის გამო მათ მადლობა გადაუხადა.

27 იანვარი 2021, 12:42

ტექნოლოგიები

საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ასოციაცია სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, რომ თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებგვერდების რეკლამას აკეთებენ. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება კონკრეტული ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი ყალბი ვებგვერდი, რომელიც ითხოვს მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანას, რითიც ბოროტად სარგებლობენ თაღლითები.

27 იანვარი 2021, 12:37

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 17,741 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,741 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 594 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3,774,672 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,076 ადამიანი გარდაიცვალა.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 იანვარი 2021, 12:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩემი პოზიციაა, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს

„მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი ქვეყნისა და საპარლამენტო ცხოვრებისთვის არის საჭირო, ამ გადაწყვეტილებებს თქვენ 2 თებერვალს ნახავთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

27 იანვარი 2021, 12:33

თემა

ანგელა მერკელის პარტიას ახალი ლიდერი ჰყავს. შესაძლოა, ის შემოდგომაზე გერმანიის მორიგი კანცლერი გახდეს. ვინ არის არმინ ლაშეტი და რა კავშირშია ის საიმპერატორო კართან?

გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ონლაინ ყრილობა გაიმართა. ეს არის პარტია, რომელსაც ქვეყნის მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი წარმოადგენს. აღნიშნულ შეხვედრაზე ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა პარტიის ახალი ლიდერი აირჩია. ის არის გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური მხარის - ნორდრაინ-ვესტფალენის პრემიერმინისტრი, არმინ ლაშეტი. თავად მერკელმა კი ორი წლის წინ განაცხადა, რომ ის მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წლის 26 სექტემბერს გაიმართება. ახლა უკვე კანცლერობისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლაშეტი გახდა, თუმცა ეს არც ისე მარტივი იქნება, რადგან პოლიტიკოსის პირადი პოპულარობა საკმაოდ დაბალია.

27 იანვარი 2021, 12:26

საზოგადოება

ლოტკინზე ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ლოტკინზე, კიშინიოვის N24-ში ახალი სპორტული მოედნები და სკვერი მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-განახლება აქტიურად მიმდინარეობს, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საპარკე კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2021, 12:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან

ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

27 იანვარი 2021, 12:19

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: თუ ოპოზიცია აგრძელებს საბოტაჟს, მაშინ უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ - ეს მათი არჩევანია

თუ საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციის ნაწილს არ სურს ცივილურ, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა და ისინი გადიან ამ პროცესის მიღმა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათ პოზიციაზე, რას ამბობენ ისინი - თუ აგრძელებენ საბოტაჟს, მაშინ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება. ეს მათი არჩევანია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2021, 12:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა, საქართველო დროულად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში

„მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისათვის, რათა დროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და „კოვაქს“ პლატფორმის მიერ გათვალისწინებული კალენდრის თანახმად საქართველო ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და ჩვენ ამ ფონზე შევძლოთ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აქტივობის განახლება იმ ტემპებში, როგორც ეს იყო კოვიდამდე. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის პროფესიონალებს, ყველა იმ სამსახურს, ვინც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში დღემდე არის ჩართული“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.

კლიმატის ცვლილება

27 იანვარი 2021, 12:15

მსოფლიო

მსოფლიოში კლიმატის საკითხზე უმსხვილესი ონლაინ-გამოკითხვა ჩატარდა

მსოფლიოში უმსხვილესი ონლაინ-გაკომითხვის უმრავლესობა გლობალურ გადაუდებელ პრობლემად კლიმატის ცვლილებას ასახელებს

მიტროპოლიტი დანიელი

27 იანვარი 2021, 12:13

საზოგადოება

მიტროპოლიტი დანიელი: დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სახარებისეული სწავლებისთვის სრულიად შეუფერებელია

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებაში გამოთქმული მოსაზრებების გამო განცხადებას ავრცელებს. „მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 12:04

საზოგადოება

კახა კალაძე: ბევრი პროგრამა გვაქვს, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს

დაკანონებების პროექტს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, მინდა ყველა ოჯახს მივმართო, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართეთ ადგილობრივ, რაიონულ გამგეობას და გექნებათ სრული ინფორმაცია თუ რა საბუთები და დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ კონკრეტული ფართები დაკანონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 12:01

სამართალი

კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

კატეგორიულად მიუღებელია, რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა და ასე შემდეგ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომასა და დამოკიდებულებას. ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს. კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორუფლებიანი და თანაბარი, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 12:01

საზოგადოება

თბილისის მერმა ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

დედაქალაქის მერმა ყველა მათგანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, პროექტებში ჩართულობა და მათი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება დაავალა.

დავით სერგეენკო

27 იანვარი 2021, 11:50

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: პირადად მე ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი

„ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებიდან არც წასულა, ეს პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი შემოვა პარლამენტში. მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული - კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.