imedi /  23 დეკემბერი 2019, 11:52 / სანდო წყარო

უიღურების დევნის გამო ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მორაგბემ გააკრიტიკა

სონი ბილ უილიამსი

სონი ბილ უილიამსი

უიღურების მიმართ რეპრესიების გამო, ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მორაგბემ, ახალზელანდიელმა სონი ბილ უილიამსმაც გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„სამწუხაროა, რომ ადამიანურობის ნაცვლად ეკონომიკურ სარგებელს ვირჩევთ“, - წერს Twitter-ზე უილიამსი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ისლამი მიიღო.

 

უილიამსი „ტორონტო ვულფპაქსის“ ღირსებას იცავს და ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ორგზის გამარჯვებულია.

რამდენიმე დღის წინ უიღურების მიმართ რეპრესიების გამო ჩინეთი ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა, მესუთ ოზილმა გააკრიტიკა. ამის შემდეგ ჩინეთმა ოზილის სოცქსელები დაბლოკა და ფეხბურთელის სახელი საძიებო სისტემებიდან წაშალა.

უიღურები თურქული ეთნოსია, რომლის უმეტესობაც ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს. ჩინეთის მთავრობა მათ სეპარატისტულ განწყობაში ადანაშაულებს. უიღურების შევიწროების გამო აშშ-მა ჩინელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. 

ყველა სიახლე

24 იანვარი 2021, 10:22

მსოფლიო

ორი კვირის შემდეგ, ჩინეთში, შახტაში ჩარჩენილი პირველი მუშა ზედაპირზე ამოიყვანეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, მეშახტე, რომელმაც ბოლო ორი კვირა 600-მდე მეტრის სიღრმეში გაატარა, მაშველებმა მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. ჯერ კიდევ მიწის ქვეშ რჩება ათამდე მუშა. ისინი შახტიდან ამოსვლას აფეთქებისას ჩაკეტილი შესასვლელის გამო ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დაუგეგმავი აფეთქება.

24 იანვარი 2021, 10:16

თავდაცვა

თურქეთის მთავრობამ თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ტექნიკური ხელსაწყოები გადასცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

24 იანვარი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის12,257 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,257 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 349 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,134,936 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 51,870 ადამიანი გარდაიცვალა.

24 იანვარი 2021, 09:59

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 62 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 202 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 62 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 202 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8 816 254 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 216 445 ადამიანი გარდაიცვალა.

24 იანვარი 2021, 09:46

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში 144 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 856 შემთხვევა გამოვლინდა, 144 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 5 811 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 424 328 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 24 933 ადამიანი, 2 301 861-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

24 იანვარი 2021, 09:40

მსოფლიო

ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 10-ზე მეტი ერაყელი მებრძოლი ემსხვერპლა

ერაყში, სალაჰ-ედ-დინის პროვინციაში, აღმოსავლეთ თიქრითში, ალ-შააბის თავდასხმას, სულ მცირე, 11 ერაყელის, ოფიციალური ბაღდადის მიერ მხარდაჭერილი გაერთიანების, ალ-შააბის მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯიჰადისტების მოკლულ მებრძოლთა შორის ბრიგადის მეთაურიცაა.

24 იანვარი 2021, 09:28

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული

ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

24 იანვარი 2021, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 24 იანვარს ქუთაისში ცვალებად მოღრუბლულობასა და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +9 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +11, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

24 იანვარი 2021, 08:58

მსოფლიო

ვატიკანი: რომის პაპი ფეხის გამწვავებული ტკივილის გამო, მომდევნო ორი დღის ცერემონიებს ვერ დაესწრება

რომის პაპს კვლავ გაუმწვავდა რადიკულიტი, რომელიც ფეხის ძლიერ ტკივილს იწვევს. ამის გამო, ის ვერ გაუძღვება სამ რელიგიურ ცერემონიას, რომელიც მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართება, - ამის შესახებ Reuters-ი ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 08:44

მსოფლიო

ჩილეში ცუნამის შესახებ ცრუ გაფრთხილებას ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია მოჰყვა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხმდარი მიწისძვრის შემდეგ, მთელი ქვეყნის მოსახლეობას დაუგზავნა SMS-შეტყობინებები და ცუნამის მოსალოდნელი საფრთხის გამო, ევაკუაციისკენ მოუწოდა. გამართხილებელ შეტყობინებას მოსახლეობის პანიკა და სანაპირო რეგიონებიდან მათი მასობრივი ევაკუაცია მოჰყვა. მოგვიანებით, ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ შეტყობინებები შეცდომით გაგზავნეს და ბოდიში მოიხადა.

24 იანვარი 2021, 08:33

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან ერთი წელი გავიდა

2020 წლის 24 იანვარს საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამივე პაციენტს სიმპტომები გამოუვლინდა - ერთს 17, მეორეს 19, მესამეს 23 იანვარს.

24 იანვარი 2021, 08:17

სპორტი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაძლოა, მაყურებელი არ დაუშვან

მიმდინარე წლის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სპორტულმა ღონისძიებამ, ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა მაყურებლის გარეშე ჩაიაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრისა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, სებასტიან კოუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 08:03

მსოფლიო

ნიგერიელმა მეკობრეებმა თურქული სატვირთო გემი გაიტაცეს - მოკლულია ეკიპაჟის ერთი წევრი

ნიგერიის სანაპიროსთან, გვინეის ყურეში მეკობრეები თურქულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს. თავდასხმისას გემზე 19 ადამიანი იყო. მათგან ერთი, მეკობრეებმა მოკლეს, 15 გაათავისუფლეს, ეკიპაჟის სამი წევრი კი ტყვედ აიყვანეს. გემი Mozart-ი თურქულ კომპანია Boden-ს ეკუთვნის და ის ლაგოსიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კეიპტაუნისკენ მიცურავდა.

Mega Millions ლატარეა

24 იანვარი 2021, 00:56

მსოფლიო

ამერიკელმა კაცმა ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა კაცმა Mega Millions-ის ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო. ინფორმაცაი ამის შესახებ ლატარეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

24 იანვარი 2021, 00:25

ტექნოლოგიები

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისის აღსადგენად სამუშაოებს საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ. ინფორმაცია კომპანიის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.

24 იანვარი 2021, 00:05

პოლიტიკა

ევროკავშირი: სამართლიანობის მიღწევა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და რუსეთს ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულებისკენ მოვუწოდებთ

„ევროკავშირი სრულ მზაობას გამოხატავს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ირანი

23 იანვარი 2021, 23:53

COVID19

ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება

ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „უცხოური ვაქცინები აუცილებელია, ვიდრე ადგილობრივი ვაქცინები იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა როუჰანიმ სატელევიზიო კომენტარში თუმცა დეტალებზე არ უსაბრია რომელ უცხოურ ვაქცინას გამოიყენებს ირანი.

ბიძინა კულუმბეგოვი

23 იანვარი 2021, 23:43

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავ ღონისძიებებს გადაიხედოს

როცა ვსაუბრობთ წერტილოვან დახურვაზე, ბევრი უნდა ვისაუბროთ წერტილოვან გახსნაზე, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. კულუმბეგოვის თქმით, თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავ ღონისძიებებს გადაიხედოს და უფრო სწრაფად მოხდეს ყველაფრის ამუშავება

23 იანვარი 2021, 23:05

საზოგადოება

შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „იმედინიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

მიგელ ანხელ ვილარი

23 იანვარი 2021, 23:03

COVID19

ესპანელმა გენერალმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ვაქცინა პრიორიტეტულ ჯგუფებზე ადრე გაიკეთა

ესპანელმა გენერალმა მიგელ ანხელ ვილარიმ თანამდებობა დატოვა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პრიორიტეტულ ჯგუფებზე ადრე გაიკეთა. თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა თავდაცვის შტაბის უფროსს, გენერალს განმარტებები მოსთხოვა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ვაქცინა გაიკეთა.