imedi /  24 დეკემბერი 2019, 17:39 / სანდო წყარო

გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

გია ცეცაძე

გია ცეცაძე

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა, გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან განეგრძო. ეს ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.

გია ცეცაძე 21 წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

18 ნოემბერს სლოვაკეთისა და საქართველოს გუნდების მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო უეფამ ცეცაძე 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. საქართველოს ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზუსტად ხუთი შეხვედრა დარჩა სათამაშო, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცაძე მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდს სათადარიგო სკამიდან ვეღარ უხელმძღვანელებდა.

ყველა სიახლე

თალიბანი

27 იანვარი 2020, 20:07

მსოფლიო

ავღანეთში თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო

მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ღაზნის პროვინციაში თვითმფრინავი ჩამოაგდო. მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავს ამერიკელი სამხედროები, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები გადაჰყავდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

უხანი

27 იანვარი 2020, 19:50

საქართველო

ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ელჩმა მიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით მიმართა. ვიდეომიმართვაში ელჩმა მოქალაქეებს კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ბრედ პიტი

27 იანვარი 2020, 19:43

ტაბლოიდი

Mirror-ი ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის „საიდუმლო პაემნებზე“ წერს

ჰოლივუდის მსახიობები ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან, ამის შესახებ Mirror წერს. ყოფილი წყვილის მეგობრები ამბობენ, რომ ბრედი და ჯენიფერ ენისტონი უკვე ხუთჯერ შეხვდნენ, რის შემდეგაც აღიარეს, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები აქვთ. ყოფილმა ცოლ-ქმარმა საშობაო არდადეგებიც ერთად გაატარა.

გოგიტა არქანია

27 იანვარი 2020, 19:35

სპორტი

გოგიტა არქანიამ პარიზის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. 84 კგ წონითი კატეგორიის (კუმიტე) ფინალში, გოგიტა არქანიამ ფრანგი ჟაკ დენილსონი დაამარცხა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები დააგროვა.

ბილ გეიტსი

27 იანვარი 2020, 18:53

მსოფლიო

ბილ გეიტსმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მილიონი გადარიცხა

ამ თანხიდან 5 მილიონი უშუალოდ დაავადებასთან ბრძოლას მოხმარდება და ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს გადაერიცხებათ, რომლებიც დაავადების კონტროლით და დაინფიცირებულების ზრუნვით არიან დაკავებულები, დანარჩენ თანხას კი დაავადების კონტროლისა და აღკვეთის აფრიკული ცენტრი მიიღებს.

მიწისძვრა

27 იანვარი 2020, 18:52

მსოფლიო

ირანში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში, პროვინცია ფარსში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ შირაზიდან 46.7 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის კერის სიღრმე 10 კილომეტრზე დაფიქსირდა. ინფორმაცია დაშავებულებსა და ნგრევის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2020, 18:41

საქართველო

კობახიძემ სტრასბურგში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანა განმარტა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ყურადღებას როგორც უშუალოდ საქართველოსთან, ასევე, ევროპის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილებენ.

iMac

27 იანვარი 2020, 18:37

ტექნოლოგიები

Apple-მა დააპატენტა iMac-ი, რომელსაც მინის კორპუსი ექნება

კომპანია Apple-მა საპატენტო განაცხადი შეიტანა iMac-ის მონობლოკზე, რომელსაც მინის კორპუსი ექნება. მოწყობილობის ზედაპირი ერთიანი იქნება, მონიტორი კი კლავიატურაზე და თაჩპადზე გადადის. მინის კორპუსი როგორც გამჭვირვალე, ასევე არაგამჭვირვალე იქნება.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 18:16

ეკონომიკა

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. ჩინეთიდან საქართველოში კუ და დეკორატიული თევზები შემოდის.

პლასტირი

27 იანვარი 2020, 18:14

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ვეგეტარიანელებისთვის ბეკონის არომატიანი პლასტირი შექმნეს

ახალი გამოგონების მუშაობის პრინციპი ასეთია: პლასტირის დაკვრის შემთხვევაში, ადამიანი გრძნობს სუნს, რომელიც მას შემწვარი ბეკონის არომატს აგონებს. როგორც კვლევამ აჩვენა, სუნს შეუძლია მადა დააქვეითოს. ახალ პლასტირს უახლოეს პერიოდში დიდ ბრიტანეთში გამოცდიან.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2020, 18:10

საქართველო

კობახიძე ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენის გააპროტესტებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად არჩევას, ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილების გახმოვანების მორიგ საშუალებად აფასებს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 18:07

საქართველო

ხარაგაულში ჩინური კომპანიის თანამშრომლები კორონავირუსზე შეამოწმეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხარაგაულში, ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. ჩინურ სამშენებლო კომპანია „ხუნანში“ 1000 ადამიანია დასაქმებული.

ჩინეთი ვაჭრობა

27 იანვარი 2020, 17:59

ეკონომიკა

ცნობილია TOP-10 პროდუქტი, რომელიც ჩინეთში ექსპორტზე გადის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში $227.6 მილიონის მოცულობის ექსპორტი განხორციელდა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი $198 მილიონი იყო, ხოლო 2017 წელს, საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებამდე ჩინეთში ექსპორტმა $201 მილიონი შეადგინა.

27 იანვარი 2020, 17:57

საქართველო

ოკუპირებული ცხინვალის თითქმის ყველა სკოლასა და ბაღში კარანტინი გამოცხადდა

ელისა გაგლოევას თქმით, სამხრეთ ოსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის კომიტეტის სარეკომენდაციო წერილის თანახმად, მიმდინარე წლის 22 იანვრიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა როგორც სოფლებში არსებულ, ასევე ქალაქში მდებარე თითქმის ყველა სკოლასა და ბაღში.

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2020, 17:38

საქართველო

ზალკალიანი: აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„არც ერთ ამერიკულ კომპანიას პრობლემა საქართველოში არ შექმნია. უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. შესაძლოა, არ მოგვწონდეს წერილებით ურთიერთობა, მაგრამ გვექნება უახლოეს დღეებში შესაძლებლობა ამერიკელ პარტნიორებს შევხვდეთ" - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ადრიატიკის ზღვა

27 იანვარი 2020, 17:35

მსოფლიო

ადრიატიკის ზღვაში ხორვატიის სამხედრო ვეტმფრენი ჩავარდა

სწავლების დროს ხორვატიის სამხედრო ვეტმფრენი ადრიატიკის ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

პატარკაციშვილის მკვლელობა

27 იანვარი 2020, 17:35

ძალოვნები

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ორმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულების აღკვეთზე იმსჯელა, თუმცა ახალი ფაქტობრივი გარემოებების არქონის გამო, პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე ორმა ბრალდებულმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა ბრალდების მტკიცებულებები უდაოდ ცნეს.

ტრევის შადრევანი

27 იანვარი 2020, 17:17

კულტურა

რომში ტრევის შადრევანთან დამცავ ღობეს დადგამენ

ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომში უდიდეს ტრევის შადრევანთან დამცავ ღობეს დადგამენ. რომის მერის ვირჯინია რაჯის განცხადებით, ხელისუფლება ამ ფორმით შადრევანს ვანდალებისა და ხულიგნებისგან დაიცავს.

მილიონერი გამარჯვებული

27 იანვარი 2020, 17:09

ტაბლოიდი

ვინ არის ჯეკპოტის გამარჯვებული მილიონერი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ

ლატარიაში გამარჯვებული 77 წლის ვალიკო კვაჭაძეა. მან „საქართველოს ეროვნული ლატარეის“ ჯეკპოტი 1 182 454 ლარი 21 იანვრის გათამაშების დროს მოიგო, თუმცა რამდენიმე დღე კომპანია გამარჯვებულს ვერ პოულობდა. მის შესახებ სიუჟეტი „იმედის კვირამ“ მოამზადა.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2020, 17:03

საქართველო

მმართველმა გუნდმა კონგრესმენებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით აშშ-ში შეხვედრები დაგეგმა

მმართველი გუნდი აშშ-ის კონგრესთან აქტიურ კომუნიკაციას თებერვლიდან გეგმავს, ამ მიზნით შეერთებულ შტატებში მაღალი დონის ვიზიტები შედგება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრები უკვე დაგეგმილია.