imedi /  27 იანვარი 2020, 14:08 / სანდო წყარო

ლაშა გურგულიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი დაიცვა

ლაშა გურგულიანი

ლაშა გურგულიანი

ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურგულიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და „ბოქსინგ გრუპ პრომოუშენის“ მიერ ორგანიზებულ ბრძოლაში გურგულიანმა ედგარ ორტეგა მერვე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ასეთი საკრივო შოუ საქართველოში პირველად შედგა და ვერის ბაღში გამართულ შეხვედრას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი ესწრებოდა.

გურგულიანი-ორტეგას ბრძოლის დაწყებამდე ვერის ბაღში თერთმეტი სარეიტინგო ორთაბრძოლა გაიმართა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

15 იანვარი 2021, 18:54

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გვაქვს მოლოდინი, რომ 2021 წელი უცხოური ინვესტიციების კუთხით კვლავ პოზიტიური იქნება

2020 წელი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. ჩვენ ვგეგმავდით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, რადგან საქართველო თავისი მაღალი რეიტინგებით და ბიზნესგარემოთი ძალიან მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

კახა კალაძე

15 იანვარი 2021, 18:52

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენა ექნება

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში განმსაზღვრელი იყო, ეს იყო ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დამყარებული დიქტატურის პირობებში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გაერთიანება შეძლო.

ვარლამ ლიპარტელიანი

15 იანვარი 2021, 18:51

სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში წონის ლიდერია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში ვარლამ ლიპარტელიანი 6,848 ქულით პირველ ადგილზეა. განახლებულ რეიტინგში 66კგ კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილი 5,107 ქულით მეორე ადგილზეა, 81კგ კატეგორიაში 5,421 ქულით მეოთხე ადგილს ტატო გრიგალაშვილი იკავებს, ბექა ღვინიაშვილი 90კგ კატგორიაში, 4,851 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო გურამ თუშიშვილი 5,763 ქულით, +100კგ კატეგორიაში მესამე ადგილზეა.

მარკ რუტე

15 იანვარი 2021, 18:49

მსოფლიო

ნიდერლანდების მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

საბავშვო შემწეობის ირგვლივ შექმნილი სკანდალის გამო, ნიდერლანდების მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

15 იანვარი 2021, 18:49

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: იქნებ, „ევროპული საქართველოს“ წევრებს ჩერგოლეიშვილის და ბოკერიასი რცხვენიათ

ყველასთან ლაპარაკი საჭიროა, მათთანაც, ვინც გელაპარაკება და მათთანაც, ვინც არ გველაპარაკება. გიგა ბოკერიასთან ლაპარაკის არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ თუ ამ ადამიანს შეიძლება რაღაც არ აწყობდეს, რატომ არ შეიძლება, მის გვერდზე რომ ადამიანია, იმასაც დაელაპარაკო? იქნებ იმას უფრო აწყობდეს, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

კორონავირუსი

15 იანვარი 2021, 18:43

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მიხედვით, საქართველო 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილზეა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მიხედვით, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის საქართველო მე-10-11 ადგილზეა. ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.

15 იანვარი 2021, 18:35

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს

ახალი მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და კომიტეტის წევრებთან ერთად, თვითმმართველობისა და რეგიონულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები დაიწყო.

15 იანვარი 2021, 18:32

სამართალი

2020 წელს საქართველოში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 7 ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 7 009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 416 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

15 იანვარი 2021, 18:27

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოში 5G ტექნოლოგიის დანერგვა ყველა სფეროში რევოლუციურ გარღვევას გამოიწვევს

5G ტექნოლოგია არის 20-ჯერ უფრო სწრაფი, იმაზე, რაც ჩვენთან დღეს არის დანერგილი. ეს იქნება პრაქტიკულად რევოლუციური გარღვევა ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

კახა კალაძე

15 იანვარი 2021, 18:27

პოლიტიკა

კახა კალაძე: გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

„ეს ნამდვილად გამიხარდებოდა! ჩვენ ხომ ქვეყნის მომავალზე ვფიქრობთ, ხომ ვფიქრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, გაჩნდნენ ახალი პოლიტიკოსები, გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდა, მათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ და ეს ყველამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნათია თურნავა

15 იანვარი 2021, 18:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საყოველთაო ინტერნეტიზაციის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით 1000-მდე დასახლებული პუნქტი იქნება მოცული

ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის განვითარებაში. ეს არის ნებისმიერი ინტერნეტ-ტექნოლოგიის ხერხემალი. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი დაწყებულია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მშენებლობა უკვე თებერვალში დასრულდება. მომავალი წლიდან უკვე დაიწყება საქართველოს მასშტაბით ამ ქსელის მშენებლობა. 1000-მდე დასახლებული პუნქტი მოცული იქნება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით და ამას ზემოდან დაედება მეხუთე თაობის ინტერნეტ-ტექნოლოგია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 იანვარი 2021, 18:05

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

15 იანვარი 2021, 18:03

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ ჩანიშნულ ყრილობას ეხება. ხვალ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება.

კახა კალაძე

15 იანვარი 2021, 18:00

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველამ თავის პარტიას მიხედოს, ჩვენ როგორმე ჩვენს თავს მივხედავთ

„რა კლანებზე და დაჯგუფებებზე ვსაუბრობთ საერთოდ. სხვაზე არ ვისაუბრებ. პირადად მე რაც შემეხება, ჩემი ძლიერი მხარე რაცაა, ესაა საზოგადოების, ქართველი ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ, სიყვარული, რასაც წლების განმავლობაში ვგრძნობ. ეს არის ყველაზე დიდი ბენეფიტი ჩემთვის და ამ ყველაფერს ძალიან ვუფრთხილდები. რა კლანებსა და დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ“.

ნათია თურნავა

15 იანვარი 2021, 17:55

ეკონომიკა

ნათია თურნავა: Clean Network-ის ინიციატივასთან მიერთების გარეშე ნატოში გაწევრიანება კიდევ უფრო გახანგრძლივდებოდა

ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები ყველასათვის ცნობილია და ჩვენ ძალიან ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, მაგრამ პრინციპული იყო ამ ინიციატივაზე მიერთება, ვინაიდან ნატო არის უსაფრთხოების ამოცანებზე ორიენტირებული ორგანიზაცია და ახლა წინა პლანზე გამოდის კიბერუსაფრთხოება. ეს არის ნომერ პირველი გამოწვევა, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავა

15 იანვარი 2021, 17:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა: Clean Network-ის ინიციატივა არის შეთანხმება საერთო პრინციპებზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მომხმარებლების ინტერესები

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ისტორიული დოკუმენტია. მას აქვს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პოლიტიკური და წმინდა ეკონომიკური. ეს არის ორი მიმართულებით მიღებული ცალსახა სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

კახა კალაძე

15 იანვარი 2021, 17:50

პოლიტიკა

კახა კალაძე: არანაირი სამთავრობო ცვლილება არ არის დაგეგმილი

„ეს არის მიზანმიმართული ჭორები. 2011-12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ამ ტიპის ჭორები ყოველთვის იყო, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, ადამიანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია - ჭორები, ინტრიგები, მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტულ პარტიასა და პოლიტიკოსზე. თუ რაიმე ცვლილება იქნება მოსალოდნელი გუნდში, ამაზე საუბარი იქნება, მალულად ამაზე საუბარს არავინ აპირებს. ეს ყველაფერი საზოგადოებაში ცნობილი იქნება, არანაირი ცვლილება და არანაირი სამთავრობო გადაადგილება დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

15 იანვარი 2021, 17:41

ეკონომიკა

2020 წელს საქართველოში ფულადი გზავნილები $1.88 მილიარდამდე გაიზარდა

2020 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების სახით სულ $1.88 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8.8%-ით მეტია. შესაბამისად, COVID-კრიზისის მიუხედავად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ეს წყარო გაიზარდა.

ნიკოლა სარკოზი

15 იანვარი 2021, 17:33

მსოფლიო

მედია: საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო.

15 იანვარი 2021, 17:28

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 349 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 349 ადამიანს გამოუვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 226,549 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 2,983 ადამიანი. ვირუსისგან 213,773 პაციენტი განიკურნა.