imedi /  02 თებერვალი 2020, 18:23 / სანდო წყარო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მერვედ მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩი

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ფინალში ის ავსტრალიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდა. მატჩი 3 საათსა და 59 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4 დასრულდა.

ჯოკოვიჩისთვის ეს ავსტრალიის ღია პირველობაზე მერვე გამარჯვება. ამით სერბმა „დიდი სლემის“ ამ ტურნირზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. 

ყველა სიახლე

მარკ ენტონი სპელი

01 აპრილი 2020, 18:01

COVID19

ამერიკელი პასტორი: ეკლესიაში ხალხის შეკრება იმაზე სარისკო არ არის, ვიდრე მაღაზიებში მისული ასობით ადამიანი

ამერიკელმა პასტორმა მარკ ენტონი სპელმა, რომელსაც ბრალი წაუყენეს 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით შეკრების აკრძალვის დარღვევისთვის, განაცხადა, რომ მისი ეკლესიის კარები მაინც ღია დარჩება მრევლისთვის. ტელეკომპანია CNN-თან საუბარში სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ეკლესიაში ხალხის შეკრება იმაზე უფრო სარისკო არ არის, ვიდრე მაღაზიებში საყიდლად მისული ასობით ადამიანი.

თამარ ხუციშვილი

01 აპრილი 2020, 17:53

COVID19

თამარ ხუციშვილი: პანდემიის პერიოდში კვების რაციონში თხილის, ნიგოზის და ნუშის აქტიურად ჩართვა მნიშვნელოვანია

დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე კვირაში დავამარცხებთ პანდემიას და ამისთვის უღრმესი მადლობა ჩვენ ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ინფექციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგმა, თამარ ხუციშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდგ, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, ზედმეტმა კილოგრამებმა რომ არ გაგვიფუჭოს განწყობა, ჯობია საპროფილაქტიკო ზომები მივიღოთ.

01 აპრილი 2020, 17:51

ეკონომიკა

ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები სერვისით „პენსია ჩარიცხვამდე“ დღეიდან უფასოდ ისარგებლებენ

,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი სოციალური ბარათი, როგორც გადახდის ყველაზე უსაფრთხო საშუალება“, - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

01 აპრილი 2020, 17:48

COVID19

სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან იმპორტი დღგ-ისგან გათავისუფლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა. მათ შორის, ეს ეხება დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეებისა და უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდებასა და იმპორტს.

01 აპრილი 2020, 17:37

COVID19

სამხედრო ექიმები მოქალაქეებს 16 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ამოწმებენ

სამხედრო სამედიცინო ჯგუფის თითო ეკიპაჟი სამი პირისგან შედგება, რომელიც სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სამხედრო ექიმები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის თერმოსკრინინგს უტარებენ და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ.

კიმ ტორა

01 აპრილი 2020, 17:30

COVID19

კატალონიის ლიდერი კორონავირუსისგან განიკურნა

კატალონიის ჟენერალიტეტის ლიდერი COVID-19-სგან განიკურნა. ამის შესახებ გამოცემა 20 Minutos იტყობინება. კიმ ტორას კორონავირუსის დიაგნოზი 16 მარტს დაუდგინეს. კლინიკაში მან 2 კვირა დაჰყო. საავადმყოფოდან კატალონიის ლიდერი უკვე გამოწერეს, მაგრამ ის საკუთარ რეზიდენციაში თვითიზოლაციაში დარჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

პაპ დიუფი

01 აპრილი 2020, 17:29

COVID19

მარსელის „ოლიმპიკის“ ექსპრეზიდენტი პაპ დიუფი კორონავირუსით გარდაიცვალა

მარსელის „ოლიმპიკის“ ექსპრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა. პაპ დიუფი 68 წლის იყო. დაინფიცირების მომენტში დიუფი სენეგალში იმყოფებოდა და ის თვითმფრინავით საფრანგეთში უნდა გადაეყვანათ, თუმცა მისი მდგომარეობა გაუარესდა და ვერ მოხერხდა. პაპ დიუფი „ოლიმპიკის“ პრეზიდენტი 20005-დან 2009 წლამდე იყო.

01 აპრილი 2020, 17:27

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ირანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება. ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსით 138 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჯამში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3 036-მდე გაიზარდა.

კეი ბელი

01 აპრილი 2020, 17:19

პოლიტიკა

აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში: ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან

ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან მომავალში, – ამის შესახებ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში კეი ბელი ჰათჩინსონმა განაცხადა. როგორც კეი ბელი ჰათჩინსონმა ​ აღნიშნა, რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა. „ჩვენ ასევე გვინდა, რომ მათ რეფორმები გააგრძელონ, რათა შეძლონ რუსული დეზინფორმაციისა დაძლევა და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ ტერიტორიაზე ბორდერიზაციას. რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა. ამ ქვეყნებმა თავად უნდა აკონტროლონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიები და საზღვრები.

ბულგარეთიდან ავიარეისი

01 აპრილი 2020, 17:18

COVID19

ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში კიდევ 92 მოქალაქე დაბრუნდა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში კიდევ 92 მოქალაქე დაბრუნდა. საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას. თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით ამ წუთებში დაეშვა. ავიარეისი ავიაკომპანიამ „Myway Airlines“ განახორციელა. ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში გამოემგზავრა საქართველოს 92 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

ჯემალ გამახარია

01 აპრილი 2020, 17:10

COVID19

ჯემალ გამახარია: თუ აფხაზეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხალხის დიდი ნაკადი ზუგდიდისკენ წამოვა

„ხელისუფლების მხრიდან უკვე გაცხადებულია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ ადამიანების დასახმარებლად. მათ აქვთ და უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. მივმართავ ენგურს გაღმა მაცხოვრებლებს - ღმერთმა დაგიფაროთ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ თუ თქვენთან კორონავირუსი გაჩნდა, თქვენ საქართველო გიპატრონებთ, რადგანაც თქვენ საქართველოს მოქალაქეები ხართ“, - აღნიშნა გამახარიამ.

ავღანეთი აფეთქება

01 აპრილი 2020, 17:03

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებას ერთი ოჯახის 7 წევრი, მათ შორის 6 ბავშვი ემსხვერპლა

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეგიონში აქტიურია როგორც „თალიბანი“ ასევე „ისლამური სახელმწიფო“. ინციდენტამდე ერთი დღით ადრე ქაბულში „თალიბანის“ დელეგაცია ჩავიდა, რომელიც ავღანეთის მთავრობასთან პატიმრების გაცვლის საკითხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

01 აპრილი 2020, 17:03

COVID19

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარს პროდუქტებს სახლში მიუტანენ

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომელიც მათთვის სასადილოში სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი. იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში მთლიანად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ბენეფიციარებს უჭირთ უფასო სასადილოებამდე მისვლა, მათ საკვებ პროდუქტებს სახლებში მიუტანენ. სასურსათო ამანათების დაფასოება მიმდინარეობს ქუთაისის სპორტის სასახლეში და ამ პროცესში უშუალოდ ჩართული არიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები.

ვახტანგ გომელაური

01 აპრილი 2020, 16:59

COVID19

ვახტანგ გომელაური: არავის გვიხარია ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს

„რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით სიტუაციას, იცით, რომ თითქმის ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი კონტროლდება, შესასვლელები, გასასვლელები. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებათ ჩაკეტვა, როგორც მარნეულში, ბოლნისში მოხდა, რომ უსწრაფესად განხორციელდეს გადაკეტვა მთლიანად, ვთქვათ, რომელიმე ქალაქის, თუ საჭიროება იყო, თუ რეკომენდაციას მოგვცემს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

01 აპრილი 2020, 16:47

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების, არაელექტიური ოპერაციების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას.

ეროვნული ბანკი

01 აპრილი 2020, 16:46

COVID19

ეროვნულმა ბანკმა COVID-19-თან დაკავშირებით საზედამხედველო გეგმა წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, გეგმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაშია.

რობერტო სპერანცა

01 აპრილი 2020, 16:44

COVID19

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი: ვაქცინის გარეშე კორონავირუსს ვერასოდეს დავამარცხებთ

ვაქცინის გარეშე კორონავირუსს ვერასოდეს დავამარცხებთ, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ. მისივე თქმით, ვიდრე ვაქცინა შეიქმნება, საჭიროა ამ გარდამავალი პერიოდის მართვა და ეპიდემიის ახალი კერების თავიდან აცილება.

ჯემალ გამახარია

01 აპრილი 2020, 16:40

COVID19

ჯემალ გამახარია: რომ არა საქართველო, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულები განწირულები არიან

„ადგილობრივი ექიმების ნაწილს მიაჩნია, რომ კორონავირუსი უკვე აფხაზეთში არის, მაგრამ იქ არ არის იმის საშუალება, რომ ვირუსი გამოავლინონ და რაც მთავარია - უმკურნალონ. ამიტომ ამის გამო იქ პანიკაა. რუსეთმა განაცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებულების მკურნალობა აფხაზეთში ადგილზე უნდა მოხდეს, რომ არა საქართველო ეს ადამიანები განწირულები არიან. რუხის კლინიკის გახსნა, შეიძლება ითქვას ეს არის ხსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც შეიძლება კორონავირუსით დაავადდეს“, - აღნიშნა გამახარიამ.

01 აპრილი 2020, 16:35

COVID19

კახეთში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება აქტიურად გრძელდება

საგანგებო მდგომარეობის პარალელურად, კახეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება აქტიურად გრძელდება. სასურსათო კალათები ოჯახებს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა „World Vision“-ისა და კახეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით დაურიგეს.

ვარშვაში საქართველოს საელჩოსთან

01 აპრილი 2020, 16:35

COVID19

ქართველი ემიგრანტი: ვარშავაში საქართველოს საელჩოსთან რამდენიმე თანამოქალაქე დააკავეს

ვარშვაში, საქართველოს საელჩოსთან რამდეიმე ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ „კურიერში“ სატელეფონო ჩართვისას ვარშვაში მცხოვრებმა ქართველმა მირიან ხერხეულიძემ განაცხადა. მისი თქმით, იქ მცხოვრები ქართველების ნაწილმა ვარშავა-თბილისის 3 აპრილს დაგეგმილ ავიარეისზე ბილეთი ვერ იყიდეს და სიტუაციაში გასარკვევად საქართველოს საელჩოსთან მივიდნენ. საელჩოს თანამშრომლებმა კი პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.