imedi /  25 თებერვალი 2020, 20:37 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა

მიხეილ ჩხენკელი კალათბურთელები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეხვდა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, მწვრთნელები და ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კალათბურთელებთან შეხვედრაზე, მინისტრმა 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობასა და ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სპორტული კომპლექსის გახსნის შემდეგ, დედაქალაქში შეიქმნება ახალი საკალათბურთო კერა, რომლის მთავარი ნაწილი 10 000 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი იქნება.

„პირველ რიგში გილოცავთ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყებას! შვეიცარიის ნაკრების დამარცხებითა და მსოფლიო კალათბურთის გრანდთან - სერბეთთან გამარჯვებით ქართველ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ. მოუთმენლად ველით ევროპის ჩემპიონატის დაწყებას, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. სპორტის სასახლე, რომლის მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია, გააჩენს ახალ საკალათბურთო კერას. ბუნებრივია, ევრობასკეტის შემდეგ, ეს კერა სპორტული თვალსაზრისით დატვირთული უნდა იყოს. სპორტული კომპლექსის მომავალს მასობრივი სპორტის განვითარებას ვუკავშირებთ. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტსმენების ჩართულობა, რათა ახალგაზრდა თაობას შევაყვაროთ სპორტი და აქტიურად დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი“, - განაცხადა მინისტრმა. 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებულად დაიწყო. თბილისში ნაკრებმა შვეიცარიის გუნდი დაამარცხა, ხოლო ბელგრადში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა სერბეთთან. 

შემდეგ მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები უკვე ნოემბერში გამართავს. საქართველოს, როგორც ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვს. 

ყველა სიახლე

რუსეთი სირია

07 ივლისი 2020, 20:40

მსოფლიო

გაერო: რუსეთმა სირიაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამთავრობო ძალები სირიაში სისტემატიურად ახორციელებდნენ იერიშებს იდლიბში სამოქალაქო ობიექტებზე, რაც სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს, - ამის შესახებ გაეროს ეგიდით შექმნილი საერთაშორისო კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნაშია ნათქვამი.

ვახტანგ მახარობლიშვილი

07 ივლისი 2020, 20:39

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილმა და ლოურენს მერედიტმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალ დღის წესრიგსა და ევროკავშირის დახმარების მომავალ ერთიან ჩარჩო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. ორივე დოკუმენტზე აქტიური მოლაპარაკებები 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყება.

07 ივლისი 2020, 20:21

საზოგადოება

პანდემიის პირობებში, პასპორტების სიძლიერის გლობალურ ინდექსში ქართული პასპორტი 74 პოზიციით დაწინაურდა

კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მიხედვით, პასპორტების სიძლიერის გლობალური ინდექსი განახლდა. ახალი მონაცემების მიხედვით, ქართული პასპორტი მე-15 ადგილზეა. 2019 წელს საქართველო ამ სიაში 89-ე ადგილს იკავებდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

07 ივლისი 2020, 20:18

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ პიკს ჯერ არ მიაღწია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ პიკს ჯერ არ მიაღწია.

კორონავირუსი ტესტირება ვაქცინა

07 ივლისი 2020, 20:10

COVID19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი მწარმოებელი მესამე ფაზის ტესტირებას ბრაზილიაში ჩაატარებს

სპეციალისტების არჩევანს იმით ხსნიან, რომ ბრაზილია კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. მათი თქმით, რაც უფრო მაღალი იქნება მოხალისეებს შორის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა, მით უფრო სწრაფად გაირკვევა პრეპარატის ეფექტიანობა. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ შედეგებს უკვე ნოემბერში მიიღებენ.

07 ივლისი 2020, 20:08

მსოფლიო

უკრაინაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონის სოფლებში, ტყის ხანძრის შედეგად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ცხრა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლმა ორ სოფელში 110 სახლი გაანადგურა.

იაკობ ბრეგვაძე

07 ივლისი 2020, 20:01

საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის საქმეს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა ეხმაურება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებულის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა მარი ბრეგვაძე მისი შვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და იაკობის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის გასაჯაროებას ეხმაურება.

07 ივლისი 2020, 19:49

რეგიონი

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტო გურიას ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას შეხვდა.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსი

07 ივლისი 2020, 19:42

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით კიდევ 155 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 581 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანმში კი ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 286 349 შემთხვევა დადასტურდა.

07 ივლისი 2020, 19:34

რეგიონი

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

ჟაირ ბოლსონარუ

07 ივლისი 2020, 19:25

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა.

ჰოლი ბერი

07 ივლისი 2020, 19:25

ტაბლოიდი

ჰოლი ბერიმ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ფილმში ტრანსგენდერის განასახიერება სურდა

მანამდე მსახიობმა აღნიშნა, რომ მას ტრანსგენდერი კაცის როლი შესთავაზეს, რასაც ინტერნეტ-მომხმარებლების მხრიდან კრიტიკა მოყვა. კრიტიკოსები მსახიობს თემის უფრო კარგად შესწავლად და ტრანსგენდერების შესახებ დოკუმენტური ფილმების ნახვას სთავაზობდნენ. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ტრანსგენდერის როლის შესასრულებად ტრანსგენდერი მსახიობის მოწვევაა შესაძლებელი.

აზერბაიჯანი კორონავირუსი

07 ივლისი 2020, 19:24

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღე-ღამეში 7 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 256-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 12 635-მა ადამიანმა შეძლო.

07 ივლისი 2020, 19:24

საზოგადოება

თბილისში ცოფის ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

07 ივლისი 2020, 19:15

მსოფლიო

დუბაიმ უცხოელი ვიზიტორების მიღება დაიწყო

კორონავირუსის პანდემიამ დუბაის, ქალაქს, სადაც ტურიზმზე მშპ-ის 11%-ზე მეტი მოდის, დიდი დარტყმა მიაყენა. ადგილობრივი სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ ჯავშნებმა უკვე იმატა, თუმცა წლის მეოთხე კვარტლამდე ვიზიტორთა მნიშვნელოვან ზრდას არ ელიან.

მატარებლები ავარია

07 ივლისი 2020, 19:09

მსოფლიო

ჩეხეთში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა

ჩეხეთის დასავლეთ ნაწილში, სოფელ პერნინკის მახლობლად ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შეჯახებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 20 კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ექიმები, მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ.

07 ივლისი 2020, 19:06

მსოფლიო

საფრანგეთის, გერმანიის, ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს მოუწოდებენ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილზე სუვერენიტეტის გავრცელება არ განახორციელოს

საფრანგეთის, გერმანიის, ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს მოუწოდებენ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილზე სუვერენიტეტის გავრცელება არ განახორციელოს.

07 ივლისი 2020, 19:05

რეგიონი

გერმანიის ელჩი მარნეულში ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრის მუშაობას გაეცნო

გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ეწვია და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებსაც ჟვანიას სკოლა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სთავაზობს.

07 ივლისი 2020, 19:01

ეკონომიკა

Amazon-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ამერიკული კორპორაციის Amazon-ის აქციების ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ​Nasdaq-ის ბირჟის მონაცემებით, ერთი აქციის ფასი $3000 დოლარზე მეტია. გამოცემის ცნობით, კომპანიის აქციებზე ასეთი ფასი პირველად დაფიქსირდა. Amazon-ის კაპიტალიზაციამ $1.5 ტრილიონს გადააჭარბა.

მიხეილ სააკაშვილი

07 ივლისი 2020, 19:00

პოლიტიკა

უკრაინელმა ჟურნალისტებმა ძალოვან უწყებებში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს

საინფორმაციო სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ ჟურნალისტებმა გენერალურ პროკურატურაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი 112 ავრცელებს.