imedi /  22 მაისი 2020, 16:08 / სანდო წყარო

ფრანგი ფეხბურთელი 24 წლისა გარდაიცვალა

ჟორდან დიაკისე

ჟორდან დიაკისე

ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „ფურიანი ალიანის“ ფეხბურთელი ჟორდან დიაკისე 24 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის Twitter-ზე გავრცელდა.

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ის „პარი სენ-ჟერმენის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და 2013-2014 წლების სეზონში პარიზელთა მეორე გუნდის ღირსებას იცავდა.

დიაკისეს სხვადასხვა დროს შვეიცარიულ და ხორვატულ კლუბებში ასპარეზობდა. დიაკისეს ანგარიშზე საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული 3 მატჩია.

ყველა სიახლე

ჰუბერტ ქნირში

01 ივნისი 2020, 12:19

საზოგადოება

ჰუბერტ ქნირში: „ტყის კოდექსის“ საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 3 მილიონ ჰექტარ ტყის ფართობს

მოხარული ვარ, საქართველოს პარლამენტის მიერ, „ტყის კოდექსის“ დამტკიცების გამო. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება 3 მლნ ჰექტარ ტყის ფართობს მიექცევა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებასთან - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განახადა.

ბათუმში, თურქეთის საკონსულოს შენობასთან აქცია

01 ივნისი 2020, 12:16

რეგიონი

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ახლობლები აქციას მართავენ

თურქეთის საპატიმროში მყოფი ე.წ კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მისი ახლობლები ბათუმში, თურქეთის საკონსულოს შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების პროცესი სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან თურქეთის საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის გაუსაძლის პირობებშია.

01 ივნისი 2020, 12:11

მსოფლიო

სალვადორში სტიქიამ 7 ადამიანი იმსხვერპლა

სალვადორს ტროპიკულმა შტორმმა „ამანდამ“ გადაუარა. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმა დაერთო, რის შედეგადაც დასახლებული რაიონები დაიტბორა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი იმსხვერპლა. წყალდიდობის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყანაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კორონავირუსი

01 ივნისი 2020, 12:11

COVID19

გასულ დღე-ღამეში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიკოსების ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში 1385 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 4 დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებულები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

სერგი კაპანაძე

01 ივნისი 2020, 12:06

პოლიტიკა

„ევროპულ საქართველოში“ ჯერ არ იციან, რა ფორმით ჩაერთვებიან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში

„ევროპულ საქართველოში“ ჯერ არ გადაუწყვეტია​თ რა ფორმით ჩაერთვებიან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც აღნიშნული კომისიის წევრია. „ეს არის ტექნიკური ნაწილი. რეალურად განხილვებიც არ იქნება, იქნება სატელევიზიო ჩართვები. ამასთან დაკავშირებით ამ კვირაში ან მომდევნო კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას რა ფორმით ჩავერთვებით ამაში. ჩვენთვის ამ ცვლილების მიღება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხების პოლიტიკური პატიმრების ნაწილი“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

უზბეკეთ-ყირგიზეთის საზღვარი

01 ივნისი 2020, 12:03

მსოფლიო

ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვარზე 2 მოსაზღვრე სოფლის მცხოვრებლებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს

ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვარზე ორი მოსაზღვრე სოფლის მცხოვრებლებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირგიზული მხრიდან კონფლიქტის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. უწყების ცნობით, ოთხი დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება, 2 მათგანი რეანიმაციაშია.

საქართველოს პარლამენტი

01 ივნისი 2020, 11:57

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაში ოპოზიციისთვის 4 ადგილია გამოყოფილი

საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაში ოპოზიციისთვის 4 კვოტაა გამოყოფილი. კომისია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით იმუშავებს. საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, კომისიის წევრები არიან მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე. დადგენილების მიხედვით ოპოზიციიდან კომისიაში შედიან სერგი კაპანაძე, თინა ბოკუჩავა, ირმა ინაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში. ამასთან, დადგენილების მიხედვით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაიო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად სხვა პირებიც მიიწვიოს. „ევროპულ საქართველოს“ ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა ფორმით ჩაერთვება საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მუშაობაში.

01 ივნისი 2020, 11:56

COVID19

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 9 035 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 9 035 შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 414 878-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 162 პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანობაში კი პანდემიამ ქვეყანაში 4 855 ადამიანი იმსხვერპლა. 1-ლი ივნისის მონაცემებით, COVID-19-სგან 175 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

01 ივნისი 2020, 11:53

რეგიონი

10 ივნისის ჩათვლით დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია

10 ივნისის ჩათვლით დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

01 ივნისი 2020, 11:39

საზოგადოება

ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, „თიბისიმ“ სტუდია „ილუსტრატორთან“ ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ შექმნა

ნაკრები აერთიანებს ვიდეო, ფოტო და ტექსტუალურ ინსტრუქციებს, რომლებიც დაწვრილებით უხსნის პატარა ავტორებსა და მათ მშობლებს - როგორ შექმნან საკუთარი ნამუშევარი და რა მასალაა ამისათვის საჭირო. ასევე, ყოველ დავალებას თან ახლავს ბავშვებისთვის ადაპტირებული, შემეცნებითი ტექსტები, რომელთა შექმნაში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო განყოფილება იყო ჩართული.

01 ივნისი 2020, 11:36

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შემოქმედებით-ლიტერატურული კონკურსი „შემოქმედებითი ზაფხული“ ცხადდება

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის №2 სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე სკოლის დირექტორს შეხვდა, მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის ჟურნალ „იალქნის“ საიუბილეო ნომრები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მაიკლ ჯორდანი

01 ივნისი 2020, 11:33

მსოფლიო

მაიკლ ჯორდანი: ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ

NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. „ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველა ადამიანის ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე მხარს ვუჭერ მათ, ვინც გმობს რასიზმს და ძალადობას ფერადკანიანებზე. უკვე საკმარისია! ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მშვიდობიანი პროტესტით ვაიძულოთ ხელისუფლება შეცვალოს კანონები. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას“, - წერს ლეგენდარული კალათბურთელი Twitter-ის გვერდზე. მასშტაბური საპროტესტო აქციები აშშ-ში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. პოლიციელმა ის აკრძალული ილეთის გამოყენებით გაგუდა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ივნისი 2020, 11:23

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ დაინფიცირდა მიმტანისგან, რომელსაც ხელთათმანი არ ეკეთა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსით, სავარაუდოდ, მიმტანისგან დაინფიცირდა, რომელმაც მას მთავრობის სხდომის დროს წყალი მიუტანა. ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ხრისტო იავშევი

01 ივნისი 2020, 11:22

კულტურა

მხატვარი ხრისტო იავაშევი გარდაიცვალა

ამერიკელი მხატვარი და მოქანდაკე ხრისტო იავაშევი 84 წლისა გარდაიცვალა. ქრისტოს სახელით ცნობილი ხელოვანი წარმოშობით ბულგარელი იყო. იავაშევი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მან პოპულარობა ცოლთან, ჟანა-კლოდ დე გიიებონთან ერთად მოიპოვა. ისინი ქმნიდნენ როგორც არქიტექტურის ძეგლებს, ასევე არტ-ინსტალაციებს.

სასამართლო

01 ივნისი 2020, 11:10

სამართალი

გიორგი რურუას საქმეზე დღეს ორი ექსპერტ-კრიმინალისტი და ერთი გამომძიებელი დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე დაიკითხება, მათ შორის ორი ექსპერტ-კრიმინალისტი და ერთი გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილი, რომელმაც საკანში ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუში აიღო.

დავით შერაზადიშვილი

01 ივნისი 2020, 11:07

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პატარების განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, არაერთ სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებენ.

01 ივნისი 2020, 11:04

საზოგადოება

გვენატრებოდით - წარწერა სავაჭრო ცენტრის შესასვლელში

72-დღიანი ლოდინის შემდეგ დღეიდან ყველა ტიპის მაღაზია, სავაჭრო მოლები, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნა. „მართლაც ძალიან მოგვენატრეთ და გვიხარია, რომ გხედავთ დილიდან. რაც შეეხება წესებს, „ისთ ფოინთის“ შემთხვევაში ნიღბის გაკეთება დახურულ სივრცეში მოგიწევთ. დანარჩენ ტერიტორიაზე შეგიძლიათ ნიღბის გარეშე იაროთ“, - განაცხადა „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა თეა ლომინაძემ „იმედის დილასთან“ საუბარში. მისივე თქმით, მომხმარებლები, რომელთაც შემოწმებისას სხეულის ტემპერატურა 37 გრადუსზე მეტი დუფიქსირდებათ, სავაჭრო ცენტრში არ დაიშვებიან. ცენტრის წარმომადგენლები კი ასეთ შემთხვევაზე 112-ს დაუკავშირდებიან.

სიუზან რაისი

01 ივნისი 2020, 11:03

მსოფლიო

სიუზან რაისი: აშშ-ში განვითარებული არეულობა რუსული კონსპექტებიდან არის გადმოწერილი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა, სიუზან რაისმა განაცხადა, რომ აშშ-ში განვითარებული არეულობა შესაძლოა გარედან იყოს ორგანიზებული რუსული კონსპექტების მიხედვით. ამის შესახებ სიუზან რაისმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

01 ივნისი 2020, 11:02

თემა

რა არის კავასაკის დაავადება და იწვევს თუ არა ახალი კორონავირუსის გართულება ამ დაავადებას?

აპრილის ბოლოს, რომის პაპის, იოანე XXIII-ის ჰოსპიტლის (ბოლონია) სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ბავშვებში კავასაკის დაავადების სიმპტომები უჩვეულოდ მაღალი იყო. ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში იტალიაში ახალი კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიამ იფეთქა. მცირეწლოვან ბავშვებში გავრცელებული სისხლძარღვების ამ იშვიათი დაავადებისა და COVID-19- ის ეპიდემიის კავშირის ალბათობა სავსებით ლოგიკური იყო, მითუმეტეს, რომ გამოკვლეული პაციენტების უმრავლესობამ ვირუსის გენეტიკურ მასალაზე ჩატარებულ ტესტში უარყოფითი შედეგი აჩვენა. ასეა თუ ისე, იმის გამო, რომ დაავადების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი ზუსტად იმ დროს დაფიქსირდა, როდესაც COVID-19 ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ რეგიონში პიკს მიაღწია, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ახალ კორონავირუსულ ინფექციას სავარაუდოდ, შეუძლია კავასაკის დაავადების პროვოცირება იმ ბავშვებში, რომლებიც ამისკენ მიდრეკილი არიან. მოგვიანებით მსგავსი დაკვირვებები ბრიტანელმა, ესპანელმა, პორტუგალიელმა და ამერიკელმა პედიატრებმაც გამოაქვეყნეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საუბარი იყო კავასაკის დაავადების სიმპტომების მქონე 15 ბავშვზე, რომლებიც 17 აპრილიდან 1-ელ მაისამდე ნიუ იორკის საავადმყოფოებში მოხვდნენ. ექიმების პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიამ პრობლემას ყურადღება ჯერ კიდევ 28 აპრილს მიაქცია, მაგრამ რეალური სტატისტიკის შესახებ პირველი სანდო დეტალები მხოლოდ 4 მაისს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ბიულეტენიდან გახდა ცნობილი. იტალიის მსგავსად ნიუ-იორკშიც კავასაკის დაავადების სიმპტომების მქონე ბავშვების უმეტესობამ PCR ტესტზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა (15-დან 11 ბავშვი), თუმცა ამასთან ერთად ზოგი მათგანის შემთხვევაში ანტისხეულების ტესტი დადებითი იყო. კავასაკის დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაცია ბოლო დრომდე ძალიან მწირი იყო. არსებული მასალები მხოლოდ მედიაში პედიატრების პირადი მოსაზრებებითა და სამედიცინო განყოფილებების ხელმძღვანელების ინდივიდუალური განცხადებებით შემოიფარგლებოდა. მხოლოდ 13 მაისს სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში დაიბეჭდა პირველი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელშიც ბერგამოს იტალიელი ექიმები დაავადების კლინიკურ სურათსა და მისი გავრცელების სხვა დეტალებს აღწერენ. მეორე დღეს, MedRxive-ის პრეპრინტების არქივში გამოჩნდა კიდევ ერთი (ჯერჯერობით რეცენზირება ვერ გაიარა) პუბლიკაცია, რომელიც ფრანგ ავტორებს ეკუთვნით. ამ ნაშრომში აღწერილია ანალოგიური აფეთქება, ოღონდ ამჯერად პარიზში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. ამ პერიოდში საფრანგეთის დედაქალაქის საავადმყოფოებში მოხვდა 17 ბავშვი, რომლებსაც კავასაკის დაავადების მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ.

ინდოეთი

01 ივნისი 2020, 11:00

COVID19

ინდოეთში დღე-ღამეში ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 8 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. წინა რეკორდული მაჩვენებელი ქვეყანაში გუშინ დაფიქსირდა, როდესაც 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 8 380 ადამიანს დაუდასტურდა.