imedi /  03 ივნისი 2020, 20:40 / სანდო წყარო

ლიონელ მესიმ ტრავმის გამო „ბარსელონას“ ვარჯიში გამოტოვა

ლიონელ მესი

ლიონელ მესი

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა. ამის შესახებ გამოცემა AS-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელმა სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. მიზეზი ტრავმა გახდა, რომლის გამოც მესი მინიმუმ 10 დღე სრულფასოვან ვარჯიშს ვერ შეძლებს.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „ბარსელონა“ 13 ივნისს „მალიორკასტთან“ გამართავს. მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი 2020, 12:10

რეგიონი

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს

„მე მინდა ასევე იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთ-ერთი ადგილი სადაც უნდა მოვიდნენ, არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც და არა მხოლოდ ეს ადგილი. ჩვენ გვაქვს არა ერთი წმინდა ადგილი საქართველოში და საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთ უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი. ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ და ჩემი ყველანაირი მხარდაჭერით, რაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი რამიშვილი

15 ივლისი 2020, 12:08

ეკონომიკა

გიორგი რამიშვილი: რა თქმა უნდა, რაც გვინდოდა, ყველაფერი ვერ წამოვიღეთ, მინდა აღვნიშნო სიმართლე, რომ ჩვენ ბოლოს შევთანხმდით

„საბოლოო ჯამში პარლამენტარებთან, ბატონ თალაკვაძესთან და კომისიასთან ვიმუშავეთ და შევჯერდით. რა თქმა უნდა, ეს 29-ე პუნქტი სულ რომ არ ყოფილიყო ჩვენ კიდევ უფრო კმაყოფილები ვიქნებოდით. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო სასამართლოს შეცვლა. ანუ რაც ჯერ კიდევ არსებობს და ლიცენზირებულ კომპანიებს, ჩვენ გვეხება, რომ მარეგულირებელს თუ უნდა რომ შემოიყვანოს რამდენიმე ჯარიმის შემდეგ დროებითი მმართველი, ამ შემთხვევაში უნდა წავიდეს სასამართლოში. ეს ჩვენ პრინციპული მოთხოვნა იყო, განსაკუთრებით ჩვენი კომპანიისთვის და ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი 2020, 12:07

სამართალი

პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: ადამიანებზე ძალადობა მიუღებელია, არაქართულია, კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება

საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, ძალადობა ადამიანებზე მიუღებელია და საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს მნიშვნელოვან ღირებულებებს.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 12:06

COVID19

პაატა იმნაძე: კვირა არ გავა, სადღაც უცბად არ გაჩნდეს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით

კვირა არ გავა ისე, რომ სადღაც უცებ არ გაჩნდეს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემა, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ყველა სამსახურის კარგი მუშაობისა და ხალხის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგია.

15 ივლისი 2020, 12:02

რეგიონი

საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფოთის პორტში, 3 030 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა

გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე გემს ნავსადგურში დახვდა და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნო.

სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი 2020, 11:55

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ვისაც ვიწყალებ, არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, არიან დამნაშავეები და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები

„რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ მათგან არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი. არიან დამნაშავეები. და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:51

COVID19

პაატა იმნაძე: ერთხელ ვთქვი, პირ-ცხვირბადე დავარქვათ, რადგან პირბადე რატომღაც პირზე უკეთიათ

ერთხელ ვთქვი, რომ სახელიც უნდა შევიცვალოთ და პირ-ცხვირბადე დავარქვათ-მეთქი, რადგან პირბადე რატომღაც პირზე უკეთიათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა.

კორონავირუსი სომხეთი

15 ივლისი 2020, 11:50

COVID19

სომხეთში კორონავირუსს კიდევ 11 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 515 შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 33 005 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 781 ადამიანი, 21 348-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

გიორგი კანდელაკი

15 ივლისი 2020, 11:49

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი: მთავრობა „ვიზეარს“ ფრენების უფლებას არ აძლევს

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, დაახლოებით ათი დღის წინ გამართულ „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ საბჭოზე, სადაც საზოგადოების ზეწოლის შედეგად ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, ქვეყანაში შემოსვლა-გასვლის მაქსიმალურად გართულება გადაწყდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ამ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაინც დაუწესდეთ ანტიკონსტიტუციური კარანტინის მოთხოვნა, მაშინაც კი, თუ ისინი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხუთ „გამწვანებულ“ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ამავე სხდომაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს საზღვრები არ გაიხსნას ჩვენი ტურიზმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, როგორიც პოლონეთია.

სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი 2020, 11:48

პოლიტიკა

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამოქმედო არეალის გაზრდაზე უნდა იმუშაოს

სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაჭრისა და გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედების არეალის გასაზრდელად. „საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი რამ უნდა მოიმოქმედოს. ეს არის ის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და ის, რასაც ვითხოვ, რამდენი ხანია, ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს. ეს არის ის, რაც არის დღეს ჩვენს შესაძლებლობებში და აუცილებელია, რომ ყველა კუთხით ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

თამარ ბარკალაია

15 ივლისი 2020, 11:41

საზოგადოება

თამარ ბარკალაია: 5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ის პროგრესი, რომელიც დღეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში გვაქვს

დღეს დიდი პატივია ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 5 წლის განმავლობაში გაიარა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ შრომის ინსპექციის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:41

COVID19

პაატა იმანძე: კორონასთან ერთად ერთი წელი მაინც დაგვჭირდება სიფრთხილით ცხოვრება

ვფიქრობ, კორონასთან ერთად ერთი წელი მაინც დაგვჭირდება სიფრთხილით ცხოვრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“ განაცხადა. იმნაძემ კვლავ გაამახვილა ყურადღება წესების დაცვასა და პირბადეების გამოყენებაზე.

ბელარუსი საპროტესტო აქცია

15 ივლისი 2020, 11:39

მსოფლიო

ბელარუსში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 250-მდე ადამიანი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და რამდენიმე ქალაქში აქციები ვიქტორ ბაბარიკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმას საპროტესტო მოჰყვა.

ნინო წილოსანი

15 ივლისი 2020, 11:39

პოლიტიკა

ნინო წილოსანი სერგი კაპანაძეს: თქვენ, როგორც აქამდე, ახლაც არაკეთილსინდისიერად იქცევით

„შემთხვევით ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ გაქვთ?“ - ეს კითხვა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, რაზეც პასუხად მიიღო - არა. „თქვენ, როგორც აქამდე, ახლაც არაკეთილსინდისიერად იქცევით და მე მზად ვარ გავასაჯაროო ეს თემა“, - მიმართა წილოსანმა კაპანაძეს. დეპუტატი გულისხმობდა სერგი კაპანაძის ძმას, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ იურისტია. წილოსანის თქმით, სერგი კაპანაძემ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ეთიკის კოდექსი არ დაურღვევია.

15 ივლისი 2020, 11:37

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხური ჯარის ერთ-ერთი საყრდენი პუნქტის განადგურების ვიდეოს ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თოუზის რაიონის მიმართულებით საბრძოლო მოქმედების დროს აზერბაიჯანულმა არმიამ სომხეთის შეაირაღებული ძალების ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი გაანადგურა. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებამ ვიდეო გაავრცელა.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 11:28

საზოგადოება

კახა ბექაური: კომპანიებმა გაიგეს, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით

„ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს საბოლოოდ, რომ გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:28

COVID19

პაატა იმნაძე: რეგულარული ფრენები კორონავირუსით ინფიცირების რისკს გაზრდის, მაგრამ ამ რისკების მართვა შეიძლება

რეგულარული ფრენები კორონავირუსით ინფიცირების რისკს გაზრდის, მაგრამ შეიძლება ამ რისკების მართვა, - შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაში უკვე არის. საბედნიეროდ, ჩვენ ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფრენები რისკს გაზრდის, მაგრამ შეიძლება ამ რისკების მართვა“, – განაცხადა იმნაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

15 ივლისი 2020, 11:27

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: 2019 წელთან შედარებით წელს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების რიცხვი 24%-ით შემცირდა

2019 წელთან შედარებით 2020 წელს 24%-ით შემცირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, ხოლო 2019 წლის 1-ელ ნახევართან შედარებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობა 35%-ით შემცირდა. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის ინსპექციის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვიოლინო კონცენრტი

15 ივლისი 2020, 11:25

კულტურა

თბილისის მერიამ კულტურის სფეროს დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეთ მხარდაჭერა, ჰქონდეთ თანადგომა ჩვენი მხრიდან და ერთ-ერთი მიმართულება არის კულტურის სფერო, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება, იმისთვის რომ ჩვენ კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რომ მათაც ეს რთული პერიოდი, პანდემია და COVID-19 მაქვს მხედველობაში, გამოიარონ დიდი ზეწოლის გარეშე“, - განმარტა მერმა.

სომხური არმია

15 ივლისი 2020, 11:21

მსოფლიო

სომხური მხარის მტკიცებით, მათ აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

14 ივლისის საღამოს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Facebook-ზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი შუშან სტეფანიანი წერს.