imedi /  27 ივნისი 2020, 09:11 / სანდო წყარო

ავთანდილ ხურციძე: ციხეში დანა შვიდჯერ დამარტყეს და ამის გამო 5-წლიანი პატიმრობა დამიმატეს

ავთანდილ ხურციძე

ავთანდილ ხურციძე

ქართველი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე, რომელიც ნიუ-იორკის ციხეში იხდის სასჯელს, აცხადებს, რომ საპატიმროში ის შვიდჯერ დაჭრეს და ამის გამო ხუთწლიანი პატიმრობა დაუმატეს. აუდიოჩანაწერი ხურციძის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

„რაზეც მდებენ ბრალს, ის გაკეთებული რომც მქონდეს, ამ ციხეში არ უნდა ვიყო. აქ არიან გამოუსწორებელი პატიმრები. აქ დანით დამჭრეს, შვიდჯერ დამარტყეს დანა, რის გამოც ხუთწლიანი პატიმრობა დამიმატეს. ხალხი გაგიჟებულია. თავზე ნაიარევი მემჩნევა, თავი გადახოტრილი მაქვს და ისე დავდივარ. ათი ნაკერი დამადეს. სპეციალურად გადავიხოტრე, რომ მტკიცებულება ყოფილიყო, რათა ეს ყველაფერი ენახათ. მარცხენა მკლავში დარტყმული დანა, მკერდში დარტყმული დანა. განწირული ვიყავი, მაგრამ ვივაჟკაცე და თავი გადავირჩინე. ამბობენ, საკანში რაც ხდება, იმას ვერ ვაკონტროლებთო, მაგრამ ეს ყველაფერი გარეთ ხდებოდა. ეს საქმე მოვიგე. სასამართლო პროცესზე უნდა წარვდგე, რათა ეს ხუთი წელი მომეხსნას“, - ამბობს ხურციძე.

2018 წლის ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების მტკიცებით, ქართველი მოკრივე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას დავალებით მოქმედებდა. შულაიას დაჯგუფებას აშშ-ში ბრალი რეკეტში, არალეგალურ აზარტულ თამაშებში, ფულის გამოძალვაში, თაღლითობასა და ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა.

ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს დააკავეს. ლევან მაყაშვილი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

05 აპრილი 2026, 23:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი 26 მაისის მოვლენებზე: ეს არის ის დღე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კრიმინალური სახე მთელ მსოფლიოს აჩვენა - საზოგადოება არ ენდობა კრიმინალებს, რომლებიც პოლიტიკოსის მანტიაში არიან გახვეული

ეს არის ის დღე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კრიმინალური სახე აჩვენა მთელს მსოფლიოს, როდესაც რუსთაველის გამზირზე სისხლის გუბეები იდგა, ადამიანები დაბლა ეყარნენ, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

05 აპრილი 2026, 23:18

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს

ის, რაც გაჟღერდა ევროპარლამენტის კედლებში მარტის თვეში და ეხება იგორ ომერზას, სლოვენიელი პუბლიცისტის წიგნს, რომელიც მიუძღვნა მარტა კოსს, როგორც ყოფილი იუგოსლავიის და სლოვენიის სპეცსამსახურების აგენტს, მოიცავს იმდენ არქივულ მასალებს და ოპერატიულ დოკუმენტებს თავისი ოპერატიული მეტსახელებით, რომ წააგავს სიმართლეს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მარტა კოსზე საუბრისას.

05 აპრილი 2026, 23:18

კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

05 აპრილი 2026, 23:05

საზოგადოება

ბათუმელი პიანისტები ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ბათუმელი ახალგაზრდა პიანისტები, პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში გამართულ გალა კონცერტში მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სტეფანო ახოკე

05 აპრილი 2026, 22:55

პოლიტიკა

სტეფანო ახოკე: ბრიუსელში ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია მოიგებს, სრულად დაუჭერენ მხარს მათ კანდიდატს. ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უმეტესობა აფასებს საფრთხედ და გარე ჩარევად - ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და საქართველოს სიტუაციას შორის

ბრიუსელის ბიუროკრატები და ეროვნული ლიდერები არიან ამაში ჩართულნი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ ბრიუსელიდან უნგრეთზე ზეწოლაზე საუბრისას.

რატი იონათამიშვილი

05 აპრილი 2026, 22:50

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს არნახული პოლიტიკური კურიოზია - 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე

ჯერ ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია, მაგრამ მეორეს მხრივ როდესაც 26 მაისს „ნაცები“ რამეს გეგმავენ და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე, ეს უკვე მათ უტიფრობას და ამორალურობას მიანიშნებს, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

დავით ქართველიშვილი

05 აპრილი 2026, 22:36

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული

თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება, - ასეთია „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის პროგნოზი იმ ევროპაზე, რომელიც მსოფლიომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში იხილოს.

ლევან მაჭავარიანი

05 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე: ეს სპეკულაციებია, რაც გვესმის ოთხი შვილის დედობაზე - ჩვენმა კოლეგამ, რატი იონათამიშვილმა კარგი პარალელი გაავლო, რომ ყველაზე ამორალური ვიქნები სპეკულირება რომ დავიწყო ეტლითო, ზუსტად ანალოგიურთან გვაქვს საქმე

ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მეტი სალაპარაკო ჰქონდეთ გარე ძალებს, მათ პატრონებს, რომ ქვეყანაში არის თითქოს რაღაც რეპრესიები, პოლიტპატიმრები და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აბსოლუტურად ყველა ასეთ შემთხვევაზე არის მტკიცებულებების ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც კი შეიძლება თორიაში არსებობდეს. როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში დანაშაულს სჩადის, ამაზე მეტი მტკიცებულება სასამართლოს ფიზიკურად შეუძლებელია რამე ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.

05 აპრილი 2026, 22:10

პოლიტიკა

ხელმოცარული რადიკალების 26 მაისი - გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ცდილობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ისევ ცდილობს - მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რუსთაველზე შეიკრიბონ, იქ, სადაც 2011 წელს სისხლის გუბეები დააყენეს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ.

სოზარ სუბარი

05 აპრილი 2026, 22:03

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში

როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე სხვადასხვა საქმეში გაიმეორა, რომ საქართველოში ადამიანების წამებას, ციხეებში ადამიანების უმძიმეს ყოფას, ქუჩაში ადამიანების მკვლელობებს ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ეს ნიშნავს ზოგადად რეჟიმის გასამართლებას და ზუსტად ამ სისტემატურობის და სისტემის შემქმნელი იყო ზურაბ ადეიშვილი, ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფერი იცოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

ანდრაშ ლასლო

05 აპრილი 2026, 22:01

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ

ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.

05 აპრილი 2026, 21:55

პოლიტიკა

თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსების რეალური მისია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პოლიტიკური ფაშიზმის გამოვლინებაა ტერორი, რომელსაც რადიკალები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უწყობენ. კერძოდ, წარწერები ქუჩებში: „მოკალით“, „84 ტყვია“; ასევე, შვილების ფოტოების გასაჯაროება, მისამართების, ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება, ფიზიკური თავდასხმა და ფსიქოლოგიური ტერორი და ამას ახალისებდნენ მდიდარი „ენჯეოები“ თუ პოლიტიკოსები, რომლებიც თავად ცდილობდნენ მაგალითის მიცემას. მათ შორის, აქციებზე პიროტექნიკის სროლით, ოფისებთან საარჩევნო პლაკატების დაზიანებით და ჩამოხევთ.

05 აპრილი 2026, 21:35

სამართალი

ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავეს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავა, მათგან 7 არასრულწლოვანია.

05 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

ევრობიუროკრატიის ხელწერა უცვლელია - უნგრეთი გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ერთ კვირაში უნგრეთში გადამწყვეტი არჩევნებია. არჩევნების პერიოდში „იმედის კვირა“ უნგრეთში იმუშავებს და უახლეს ცნობებს ადგილიდან მოგაწვდით.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

05 აპრილი 2026, 21:18

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო

პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს საზოგადოებაში, მითქმა-მოთქმას და იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა უნდა ეწეროს დახურულ ანდერძში, მე ამას ვუცხადებ მათ. იქნება ამან სიმშვიდე გამოიწვიოს მათშიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

05 აპრილი 2026, 21:03

პოლიტიკა

ინტერპოლის ბიუროს ძებნილი შეფი - ზურაბ ადეიშვილის ახალი სტატუსი უკრაინაში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელსაც წლებია ქართული სახელმწიფო უმძიმესი დანაშაულებისთვის ეძებს, უკრაინაში ინტერპოლის შეფად დანიშნეს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

05 აპრილი 2026, 20:55

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად. არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს

ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებული კამპანია იყო პატრიარქის წინააღმდეგ ის, რაც მერე ვნახეთ ღიად დაპირისპირება და პატრიარქის ლანძღვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

05 აპრილი 2026, 20:54

პოლიტიკა

ეკლესიის მტრების მხილება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

უწმინდესის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, ყველა ფარისეველმა ჩამოიხსნა დროებით მორგებული მწუხარების ნიღაბი. სურთ შოუდ აქციონ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი. განიხილავენ არარსებულ წერილობით ანდერძს, სპეკულაციებისთვის გამოიყენეს უწმინდესის გადაწყვეტილება - მოსაყდრის ფაქტორი, პატრიარქის მიერ ამბიონიდან ნათქვამი.

05 აპრილი 2026, 20:30

მსოფლიო

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - დონალდ ტრამპის ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირაში“ გაეცანით ბოლო ცნობებს ახლო აღმოსავლეთიდან. დონალდ ტრამპმის გზავნილი ირანს - „სამშაბათი იქნება ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, ორივე ერთად. გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ“.

05 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული ირანის ელჩისთვის დასმული შეკითხვის შეფასებისას.