imedi /  19 ივლისი 2020, 12:03 / სანდო წყარო

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ვარჯიშზე გატანილი გოლი კონორ მაკგრეგორის სტილში აღნიშნა და მას სიარულში მიბაძა. ვიდეო

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ერთ-ერთ ვარჯიშზე გატანილი გოლი კონორ მაკგრეგორის სტილში აღნიშნა და ირლანდიელ სპორტსმენს სიარულში მიბაძა.

ყოველივე ამის ამსახველი ვიდეო რამოსმა თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე განათავსა და ქვევით წარწერა გაუკეთა: „კონორ, რას იტყვი?“, რაზეც მაკგრეგორისგან ასეთი პასუხი მიიღო: „მაღალ კუთხეში რომ გაგეტანა, უკეთესი იქნებოდა, წინ „რეალ მადრიდ“!

რამდენიმე დღის წინ, სერხიო რამოსი სამეფო კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2020, 11:33

პოლიტიკა

კახაბერ ქემოკლიძე და ნათია სესკურია Rusi-ს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში: დასავლეთის მხარდაჭერა დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე - ოდესმე

„აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე“ - ამ სათაურით, გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის ვებგვერდზე (RUSI), უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ და Rusi-ს მკვლევარმა, ნათია სესკურიამ წერილი გამოაქვეყნეს.

13 აგვისტო 2020, 11:30

COVID19

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

„ხალხი ძალიან აქტიურად მიდის ტესტირებაზე, იმიტომ რომ კარგად იციან, რომ ეს არის შეჩერების გზა. ჯერჯერობით შედარებით გამკაცრებული ზომები დარჩება სოფელ ლენჯერში, იმიტომ რომ ლენჯერში ამ წუთისთვის გამოვლენილია ყველზე მეტი შემთხვევა“, - აღნიშნა სუბარმა.

მარინა ეზუგბაია

13 აგვისტო 2020, 11:29

COVID19

მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, დღეისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირსზე 32 პაციენტი მკურნალობს.

13 აგვისტო 2020, 11:18

ეკონომიკა

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კრიზისის შედეგები გრძელვადიანი იქნება. „ეს შეღავათი ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავები არ დაერიცხება. ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს. დაახლოებით, თუ არ ვცდები, ეს არის 30 მილიონზე მეტი შეღავათი საგადახადო გადავადების. ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენს ავტოიმპორტიორებს მივეხმაროთ, ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, - განმარტა პრემიერმა.

13 აგვისტო 2020, 11:17

ეკონომიკა

მთავრობა ვაშლის მოსავლის სუბსიდირებას განახორციელებს

ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მოტივით იყო განპირობებული მთავრობის დახმარება მევენახეებისთვის და ხელისუფლება ყურძნის შესყიდვას წელსაც ასუბსიდირებს. პრემიერის განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ. საბოლოოდ, ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არა ნაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მარინა ეზუგბაია

13 აგვისტო 2020, 11:16

COVID19

მარინა ეზუგბაია: კოვიდცენტრებში 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის - მძიმე

კოვიდცენტრებში 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის - მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი. ერთის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემოტანილია. მათგან ერთი-ერთი კი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

13 აგვისტო 2020, 11:14

ტექნოლოგიები

„მაგთიკომმა“ მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა

„მაგთიკომმა“ მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო. მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უახლოეს პერიოდში ასევე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მე-4 მწარმოებელი კომპანიისგან ელოდება აპარატურას. „მაგთიკომის“ ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ტექნოლოგიის სიღრმისეული შესწავლა და სპეციალისტების მომზადება.

გიორგი გახარია

13 აგვისტო 2020, 11:11

რეგიონი

გიორგი გახარიას განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა 2021 წლის გაზაფხულამდე სრულად აღდგება

მოგეხსენებათ, რაჭაში, სამწუხაროდ, მძიმე და მასშტაბური სტიქია გვქონდა.მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

13 აგვისტო 2020, 11:09

საზოგადოება

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სისტემური ცვლილებაა ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით. „ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

13 აგვისტო 2020, 11:08

COVID19

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 592 ახალი შემთხვევა დადასტურდა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 592 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

13 აგვისტო 2020, 10:57

COVID19

აჭარაში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივეს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ერთი მძღოლია, მეორე კი იქ სამუშაოდ იმყოფებოდა. საზღვრის კვეთის შემდეგ ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ახლა ჯამში 18 პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსი აჭარაში კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. მან კლინიკა უკვე დატოვა.

მაიკ პომპეო

13 აგვისტო 2020, 10:48

მსოფლიო

მაიკ პომპეომ ბელარუსისთვის სანქციების დაწესება და ნავთობის მიწოდების შეჩერება დაუშვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბელარუსისთვის სანქციების დაწესება და ნავთობის მიწოდების შეჩერება დაუშვა.

პრინცესა დიანა მიუზიკლი

13 აგვისტო 2020, 10:44

კულტურა

Netflix-ის მაყურებელი პრინცესა დიანას შესახებ მიუზიკლს ბროდვეიზე პრემიერამდე ნახავს

ეს პირველი შემთხვევაა, როცა მიუზიკლი მცირე ეკრანზე თეატრალურ პრემიერამდე მოხვდება. მიუზიკლის ტელე-ვერსიას ნიუ-იორკში, მაყურებლის გარეშე ჩაწერენ. ამის მიზეზი კი პანდემია გახდა. კორონავირუსის გამო ბროდვეიზე ყველა თეატრი დაკეტილია და ექსპერტების თქმით, წლის ბოლომდე არ გაიხსნება.

13 აგვისტო 2020, 10:42

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 201 შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 აგვისტო 2020, 10:27

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 910 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 910 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 499 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აგვისტო 2020, 10:23

COVID19

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 942 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ახალი ზელანდია კორონავირუსი

13 აგვისტო 2020, 10:19

COVID19

ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ ოკლენდში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

13 ინფიცირებული იმ ოჯახის კონტაქტია, რომლის წევრებსაც ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ, მეთოთხმეტე კი ქვეყანაში ჩავიდა და კარანტინში იმყოფებოდა. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ ვითარება სერიოზულია და შემთხვევების კლებამდე მათი მატებაა მოსალოდნელი.

13 აგვისტო 2020, 10:14

საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

13 აგვისტო 2020, 10:07

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან გადაყვანილი 4 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკაში 4 არასრულწლოვანი პაციენტი მკურნალობს. ისინი 2 დღის წინ მესტიიდან გადაიყვანეს. საავადმყოფოში სულ 12 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. რაც შეეხება რუხის მრავალპროფილურ კლინიკას, იქ 11 პაციენტი მკურნალობს, 6 მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება, ხოლო დანარჩენი პაციენტები ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.

13 აგვისტო 2020, 09:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245.