imedi /  09 სექტემბერი 2020, 11:17 / სანდო წყარო

დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბებ დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კაჭარავამ როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო კარიერის დასრულების შესახებ საზოგადოებას აცნობა.

„გამარჯობა! დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე, როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!

მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების განმავლობაში თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.

მადლობა კლუბ ყოჩებს, მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!

განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.

მეამაყება, რომ მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, ვის გვერდშიც მითამაშია.

მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის, რომ მენდო, იმისთვის, რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.

რაგბმა ბევრად მეტი მომცა ვიდრე მე დავუბრუნე!

მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები....

თქვენ გვერდში ვიქნები ბიჭებო რითიც და როგორც შემეძლება....

წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბს!

რაგბი ჩვენი თამაშია!

მადლობა!“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 18:20

სამართალი

პროკურორი: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით თამარ ბაჩალიაშვილის ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი გამოირიცხა

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 18:17

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სამწუხაროდ ოპოზიციამ, რომელმაც პარლამენტში მომიწვია, დებატებს ბოლომდე ვერ გაუძლო და გაიქცა

იყო ცხარე დისკუსია, რაც ბუნებრივია და ნორმალურია, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ კონსტრუქციული კრიტიკა და ვუპასუხოთ. სამწუხაროდ ოპოზიციამ, რომელმაც პარლამენტში მომიწვია დებატებს ბოლომდე ვერ გაუძლო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა და პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საკუთარი გამოსვლა შეაფასა.

ამირან გამყრელიძე

18 სექტემბერი 2020, 18:05

საზოგადოება

ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება

ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრი მუშაობს ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შესასყიდად და იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინების რაოდენობა გაორმაგდება.

18 სექტემბერი 2020, 18:04

COVID19

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს. 38 კვირის კოვიდდადებითი ორსული „კლინიკა ბომონდში“ ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. კლინიკაში შეყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ გაუწიეს.

იოსებ არჩვაძე

18 სექტემბერი 2020, 17:58

პოლიტიკა

იოსებ არჩვაძე: აჩვენეთ ასეთი ოპოზიციონერები ამომრჩევლებს და მათ საპარლამენტო არჩევნებში შანსი აღარ ექნებათ

„ტავტოლოგიაა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ხელისუფლებასთან შედარებით, იმ „პრეფერენციებით“ სარგებლობს, რომ ის ფაქტობრივად პასუხს არაფერზე აგებს, პროფესიონალ საქმიანობად მხოლოდ დაუსაბუთებელი კრიტიკა აქვს, ხოლო მათი წინასაარჩევნო დაპირება - ჰელიუმით გაბერილი ბუშტივითაა - როგორც კი „ხელს გაუშვებ“ ჰაერში იკარგება და გათვითცნობიერებულ მსმენელსა და მაყურებელში სინანულს თუ არა, ირონიულ ღიმილს მაინც იწვევს“.

18 სექტემბერი 2020, 17:54

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია მარტვილში სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს შეხვდა

„ნაწილმა მუშაობა სრულად შეაჩერა, ხოლო უმრავლესობას ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყოველდღიურ რეჟიმში უხდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასაქმებულ პირებს პანდემიამ რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შეუქმნას და მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ“-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ხორხე ფერნანდეს დიასი

18 სექტემბერი 2020, 17:49

მსოფლიო

ესპანეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

ესპანეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ხორხე ფერნანდეს დიასი ჯაშუშობის საქმეზე ეჭვმიტანილის სახით სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

18 სექტემბერი 2020, 17:47

კულტურა

აქ.ახლა, აღმოაჩინე „საქართველო - მუზეუმი“

ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა - აკა მორჩილაძემ დაწერა. პროექტზე სტუდია „ანიმატორმა“ იმუშავა, სამხატვრო მიმართულება thecrux.tv-ს ეკუთვნის. სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIT_TA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].

18 სექტემბერი 2020, 17:29

COVID19

ქუთაისის აეროპორტისა და ჰუალინგის თავისუფალი ზონის 48 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

COVID-19-ის რისკ-ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 11-18 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტის და ქუთაისის/ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ 48 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.

18 სექტემბერი 2020, 17:27

საზოგადოება

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით „დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ შეიქმნება

15 სექტემბერს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და ააიპ „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დისტანციური სკოლის/სწავლების მართვის სახელმძღვანელოს შედგენის შესახებ.

18 სექტემბერი 2020, 17:25

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 3,891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 3,891 შემთხვევა გამოვლინდა, 114 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 236,519 შეადგინა. ამ დროისთვის კორონავირუსი 170,774-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 9,336 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სერიოზული არეულობა, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში ჩვენს საარჩევნო შედეგს

მისი თქმით, ძალიან კარგია ზოგადად ის, რომ ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის სერიოზული არეულობა, კლანები და დაპირისპირებული მხარეები, რაც ძალიან წაადგება საბოლოო ჯამში მმართველი გუნდის საარჩევნო შედეგს და ნაცმოძრაობა კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტს წაიღებს, ვიდრე თუნდაც დღევანდელი კვლევები აჩვენებს.

ივანე მაჭავარიანი

18 სექტემბერი 2020, 17:22

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ADB-ის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ADB-ის მმართველთა ბიზნესსესიის დასრულების შემდეგ.

18 სექტემბერი 2020, 17:20

რეგიონი

ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის, რუსთავში ავტოსადგომი შენდება

ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსებისთვის, რუსთავში ავტოსადგომი შენდება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 057 473 ლარით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 218 ლარით დაფინანსდა.

ჯულიან ასანჟი

18 სექტემბერი 2020, 17:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჯულიან ასანჟის შეწყალების პირობა დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შეიწყალოს, თუ ის დაასახელებს წყაროს, რომლისგანაც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერებიდან წერილების ასლები მიიღო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ასანჟის ადვოკატმა, ჯენიფერ რობინსონმა განუცხადა.

ამირან გამყერლიძე

18 სექტემბერი 2020, 17:18

COVID19

ამირან გამყრელიძე: კრიტიკული 13 პაციენტიდან 5 ინტუბირებულია, მათგან 4 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი

თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, მთლიანობაში, კოვიდ-დადებითები, ვინც დღეს მკურნალობას გადის საავადმყოფოებსა თუ საკარანტინო სივრეცებში, ძირითადად სჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

18 სექტემბერი 2020, 17:12

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა

„პარლამენტში ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელური გამოთქმა ისმის, მაგრამ ზოგიერთებისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე. არა მგონია, მათ ან კოვიდ პანდემია აინტერესებდეთ, ან ქვეყნის ეკონომიკა, ან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საზოგადოებაც ხედავს ამას “, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.

18 სექტემბერი 2020, 17:08

რეგიონი

ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ფოთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 17:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევისას კენჭისყრა ღია იქნება, საბჭოს წევრებს ეცოდინებათ, თუ ვინ ვის რა ქულა მისცა

„კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა იყო საელჩოების წარმომადგენლებთან, კონკრეტული პუნქტები დეტალებში გავიარეთ, რომელიც არის კანონპროექტში ასახული და გარკვეული რეგულაციები დამატებით დაზუსტდება, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას. იყო სამი ძირითადი რეკომენდაცია, სამივე ასახულია“.

18 სექტემბერი 2020, 16:58

COVID19

კორონავირუსისის შემთხვევათა მატების გამო, შესაძლოა, ბრიტანეთში შეზღუდვები მეორედ დაწესდეს

დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, შეზღუდვები განმეორებით დაწესდეს. მიზეზი კოვიდინფიცირების შემთხვევაშა მკვეთრი მატებაა. სექტემბრის პირველი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების გამოვლენის დღიურმა მაჩვენებელმა 6 ათასს მიაღწია, რაც, თითქმის აღემატება იქამდე დაფიქსირებული შემთხვევების დღიურ მაჩვენებელს.