IMEDI /  24 ნოემბერი 2020, 11:10 / სანდო წყარო

ფრანგული რაგბის ლეგენდა კრისტოფ დომინისი 48 წლისა გარდაიცვალა

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ფრანგული რაგბის ლეგენდა კრისტოფ დომინისის უეცარი სიკვდილი და პრესაში არც ერთი ვერსია არ გავრცელებულა.

დომინისი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 1998-2007 წლებში გამოდიოდა და ამ ხნის განმავლობაში 67 მატჩი ჩაატარა.

ეროვნულ გუნდში საუკეთესო შეხვედრა მან 1999 წლის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართა, როდესაც ბრწყინვალე ლელო დადო. რაც შეეხება დომინისის საკლუბო კარიერას, 1993-1997 წლებში „ტულონის“ ღირსებას იცავდა, საუკეთესოდ კი „სტად ფრანსეში“ ითამაშა, სადაც 1997-2008 წლებში ქვეყნის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

14 მაისი 2021, 11:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი

„მთავარია, რომ პარლამენტი სათანადოდ არის დაკომპლექტებული, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი უვე წარსულს არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ამას არავისთვის, არც სუბექტურად და არც ობიექტურად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

14 მაისი 2021, 11:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გავიგეთ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდო, რითაც ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის მარცხი

თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციას მოუწევდა 15 მაისის აქციის გადავადება - აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ამ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

14 მაისი 2021, 11:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია - ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა მნიშვნელობა აღარ აქვს

„ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს იქედან გამომდინარე, რომ ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, ეს შარლ მიშელმა განაცხადა. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ეს უკვე არსებითად აღარაფერს ცვლის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

14 მაისი 2021, 11:28

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 230 ადამიანს დაუდასტურდა 10 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 220,447 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4,301 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 207,464.

14 მაისი 2021, 11:24

COVID19

იაპონიის ექიმთა პროფკავშირი მთავრობას ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს

იაპონიის ექიმთა პროფკავშირი მთავრობას ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს. „ეს სპორტსმენებისთვის მძიმე გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ოლიმპიური თამაშები უნდა გაუქმდეს. ჩვენ აღნიშნული თხოვნით მთავრობას მივმართეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ სამედიცინო მუშაკებმა ხმა უნდა ამოიღონ“, - აღნიშნა ნაოტო უეიამამ, იაპონიის ექიმთა ეროვნული პროფკავშირის ხელმძღვანელმა.

14 მაისი 2021, 11:20

თავდაცვა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიღებას იწყებს

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან: უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი; უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები, მიჩმანები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით; უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით; სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით. საბუთების მიიღება იწარმოებს 2021 წლის 13 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით.

14 მაისი 2021, 11:19

პოლიტიკა

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები კახა კუჭავას ხვდებიან

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ოპოზიციური ფრაქციის წევრები ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების პროცესია.

14 მაისი 2021, 11:18

სამართალი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ- ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა.

14 მაისი 2021, 11:15

სამართალი

აშშ-ის მოქალაქის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები - ო.ფ, ჩ.ფ. და ო.მ. დამნაშავედ ცნო.

ირაკლი კობახიძე

14 მაისი 2021, 11:14

COVID19

ირაკლი კობახიძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ირაკლი კობახიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „სინოფარმის“ ვაქცინა გაიკეთა.

ზურაბ ადეიშვილი

14 მაისი 2021, 11:10

პოლიტიკა

ზურაბ ადეიშვილს თავისივე სურვილით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა

სერვისების განვითარების სააგენტომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა.

14 მაისი 2021, 11:10

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 722-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 81 076-მა მოქალაქემ გაიარა.

14 მაისი 2021, 11:09

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 896 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 896 პირი, მათ შორის, თბილისში - 433, აჭარაში - 92, იმერეთში -141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 4, იმერეთში - 13. 730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 363 - თბილისში, 338 - აჭარაში. 11 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

14 მაისი 2021, 11:08

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,61 %-ია

13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.35%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 4.40%.

14 მაისი 2021, 11:07

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 790 თბილისში, 168 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 168, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 41, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 მაისი 2021, 11:03

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 070 პაციენტი.

14 მაისი 2021, 11:02

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 327 831 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 334, გარდაიცვალა 4 397 პაციენტი.

14 მაისი 2021, 10:55

ეკონომიკა

ნინო თანდილაშვილი ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ და სავაჭრო ატაშეს გუილერმო კესლერს შეხვდა

შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ქვეყნებს შორის წარმატებული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე გაამახვილა.

14 მაისი 2021, 10:52

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 138 პირი დააჯარიმა.

14 მაისი 2021, 10:44

თავდაცვა

JTEC დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსს მასპინძლობს

პროგრამა მიზნად ისახავს დამკვირვებელ-მაკონტროლებელი სამხედროების მომზადებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლების განმავლობაში მსმენელები იმ უნარ-ჩვევებს იძენენ, რომელიც მომავალში დაკვირვებისა და შეფასების პროცესში გამოადგებათ.