imedi /  09 მარტი 2021, 18:04 / სანდო წყარო

გია ნიჟარაძე: მინდა შევახსენო ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებს, რომ რაგბი მათით არ დაწყებულა

გია ნიჟარაძე

გია ნიჟარაძე

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერთა ჯგუფის ერთ-ერთი პასაჟი იყო, რომ თურმე მათი დამსახურება არის ქართული რაგბის წარმატებები. მინდა შევახსენო, რომ უამრავმა ადამიანმა ათწლეულების განმავლობაში იშრომა, რომ რაგბი შემდგარიყო საქართველოში, განვითარებულიყო და მიეღწია იმ წარმატებებისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ განაცხადა.

„ნამდვილად არ მსიამოვნებს ამ თემებზე ლაპარაკი, მაგრამ რეალობა ასეთია. დადგა დრო, როდესაც ყველამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ძალიან ბევრი უცნაური რამ გავიგე ბოლო პერიოდში. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერთა ჯგუფის ერთ-ერთი პასაჟი იყო, რომ თურმე მათი დამსახურება არის ქართული რაგბის წარმატებები. მინდა შევახსენო, რომ უამრავმა ადამიანმა ათწლეულების განმავლობაში იშრომა, რომ რაგბი შემდგარიყო საქართველოში, განვითარებულიყო და მიეღწია იმ წარმატებებისთვის. 1950-იანი წლები ითვლება რაგბის განვითარების დასაწყისად. პირველი ჩემპიონატი 1959 წელს ჩატარდა. გივი მრელაშვილს უდიდესი ღვაწლი აქვს რაგბის განვითარებაში, ჟაკ ასპეკიანმა შეიტანა დიდი წვლილი. დღეს რაგბი ნამდვილად ეროვნული სპორტია და თაობები შრომობდნენ იმისთვის, რომ საქართველოში რაგბი განვითარებულიყო. რამდენიმე დღის წინ ვეტერანებთან ერთად შევხვდით სოსო ტყემალაძეს. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდა საქართველოს ნაკრები, თორემ მერწმუნეთ, იქ მყოფთა მინიმუმ 70% იქნებოდა საქართველოს ნაკრების წევრი და თითქმის იმდენივე დაამშვენებდა დღევანდელი მსოფლიოს წამყვანი ნაკრებების შემადგენლობებს. მე არ ვამეტებ არაფერს, ბრწყინვალე მოთამაშეები გვყავდა. „აია“ სამჯერ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი და ეს ჩემპიონობა მაშინ ძალიან სპეციფიკური რამ იყო - უნდა მოგეგო მოწინააღმდეგისთვის, სპორტკომიტეტისთვის, პოლიტბიუროსთვის, ბრეჟნევისთვის მსაჯისთვის, რომ არარუსული გუნდი გამხდარიყო ჩემპიონი. „ლოკომოტივის“ ბრწყინვალე გუნდმა სსრკ-ის თასი მოიგო. 1990-იან წლებში ქვეყნისთვის იყო საშინელება და სპორტი პრაქტიკულად მოკვდა. ენთუზიასტი, რაგბიზე უზომოდ შეყვარებული ადამიანების ხარჯზე რაგბი არა მხოლოდ არ მოკვდა, არამედ განვითარდა კიდეც. უმძიმეს წლებში ხელმძღვანელობდა ხალხი რაგბის კავშირს. გოჩა აბაშიძე, თენგიზ რუხაძე, ბიძინა გეგიძე - ამ ადამიანების დამსახურება ძალიან დიდია. ბიძინა გეგიძის დროს გაიხსნა ფანჯარა საფრანგეთში და ჩვენს საუკეთესო მოთამაშეებს ფრანგულ კლუბებში წასვლის საშუალება მიეცათ. მან ჩაუყარა საფუძველი ძლიერ, კონკურენტულ საქართველოს ნაკრებს. მერაბ ანთაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა რაგბის განვითარებაში, მის პერიოდში ჩვენმა ბიჭებმა საყოველთაო პატივისცემა მოიპოვეს, თუნდაც ირლანდიასთან შკინინის ლელო გავიხსენოთ. არ დაწყებულა ეს ისტორია დღეს და როგორ შეიძლება ახლა ამ ჯგუფის მხრიდან იმის თქმა, რომ მათით იწყება ყველაფერი ამ სპორტში“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 10 მარტს გაიმართება.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

18 ივლისი 2026, 11:28

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის საელჩო ხარ და შენი მიზანი, წესით, უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ დროს, პირიქით, ძალადობრივ აქციებს აფინანსებ და თან ორი წლის წინანდელ ქარდს აზიარებ, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ კრიზისში ხარ

გურამ მაჭარაშვილი დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ ქარდის გაზიარების ფაქტს ეხმიანება და მას თავის მართლებად აფასებს. „სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ევროკავშირის საელჩო, რაც უფრო მეტად ცდილობს, რომ თავი „გაიმართლოს“, მით უფრო მეტდ იძირება. ანუ, ჭაობის პოზიციაშია პირდაპირი გაგებით - რაც უფრო მეტად მოძრაობ, მით უფრო მეტად იძირები.

მარიამ ქვრივიშვილი

18 ივლისი 2026, 11:07

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს

ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.

18 ივლისი 2026, 11:06

კულტურა

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა - „მაზურკა ფოგო“ წარადგინა

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა - „მაზურკა ფოგო“ წარმოადგინა.

18 ივლისი 2026, 11:04

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით

დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.

18 ივლისი 2026, 11:01

თავდაცვა

შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დანაშაულზე ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსზე: ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაში აღნიშნული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოხდარ დანშაულტან დაკავშირებით ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს.

18 ივლისი 2026, 10:58

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს

„საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

18 ივლისი 2026, 10:53

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა.

18 ივლისი 2026, 10:40

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

18 ივლისი 2026, 10:34

სამართალი

კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

18 ივლისი 2026, 10:29

სამართალი

პოლიციამ თბილისში მუქარისა და ძარცვის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

18 ივლისი 2026, 10:26

მსოფლიო

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს გადააჭარბა

ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5069-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა პარასკევს საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 16 740-ს შეადგენს, ხოლო საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა 17 907 მოქალაქე.

18 ივლისი 2026, 10:20

საზოგადოება

ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების ფერმერებისთვის გაცნობა იყო.

18 ივლისი 2026, 10:18

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმების გაგრძელება გამოიწვევს „სრულმასშტაბიან“ საპასუხო შეტევებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა და ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ პარასკევს შეერთებულ შტატებს მკაცრი გაფრთხილება მისცა. რეზაის განცხადებით, თუ აშშ-ს მხრიდან ირანზე სამხედრო დარტყმები გაგრძელდება, თეირანი საპასუხოდ „სრულმასშტაბიან შეტევით ოპერაციებს“ დაიწყებს.

18 ივლისი 2026, 09:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ივლისს საქართველოში

18 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

18 ივლისი 2026, 08:26

სპორტი

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რომელიც დღეს ლა სერენაში უნდა გამართულიყო, მოსალოდნელი უამინდობის გამო სანტიაგოში გადაიტანეს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება, რაც საქართველოს დროით 21:00 საათს (ნაცვლად 23-ისა) შეესაბამება.

18 ივლისი 2026, 08:00

მსოფლიო

მედია: უნგრეთმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნა დაბლოკა, ხოლო მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს დათანხმდა

ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომის დროს უნგრეთმა უარი განაცხადა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერის გახსნის პროცესის დაწყებაზე, თუმცა, დათანხმდა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს.

18 ივლისი 2026, 00:11

მსოფლიო

მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.

17 ივლისი 2026, 22:00

საზოგადოება

სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.

17 ივლისი 2026, 21:45

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ მიქელაძე

17 ივლისი 2026, 21:36

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.