დოკუმენტაციაში ხარვეზი გასწორებულია, საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე პრეზიდენტად დაარეგისტრირა
სოსო ტყემალაძე
ფოტო: IMEDI
დოკუმენტაციაში ხარვეზი გასწორებულია და საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან:
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.
რა პრობლემები ხვდება ახალ პრეზიდენტს რაგბის კავშირში
ახალ პრეზიდენტს რაგბის კავშირში არაერთი პრობლემა ხვდება. ამის შესახებ კავშირის თანმშრომლები საუბრობენ. ია ხურცილავა (ქალთა ნაკრების მენეჯერი, გამგეობის წევრი): „დიდი ხანია რაც რაგბის კავშირში ვმუშაობ და ასეთი რთული მდგომარეობა აქამდე არ ყოფილა – დაპირისპირება, ფინანსური პრობლემები. ახალ პრეზიდენტთან ერთად შევძლებთ ამ კრიზისიდან გამოსვლას. მის მოსვლას ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ“.
ნატალია კურტანიძე (გამგეობის წევრი): „მთელი წელი ველოდებოდით საარჩევნო პროცესის დასრულებას. ამ პერიოდში ნელ-ნელა გროვდებოდა გადასაწყვეტი საკითხები ყველა სფეროში და იოსებ ტყემალაძეს გადასაწყვეტად დახვდება ამ საკითხების კორიანტელი“.
იოსებ ტყემალაძეს რაგბის კავშირში მძიმე მემკვიდრეობა დახვდება. გარდა ფინანსური პრობლემებისა, ახალ პრეზიდენტს მთელი რიგი საკითხების გადაჭრა მოუწევს – ლექსო გუგავა (რაგბის კავშირის ოპერაციული დირექტორი): „შიდა ჩემპიონატის გაძლიერება, ფრანჩაიზის ჩამოყალიბება, ბავშვთა რაგბი და ა.შ. ეს ყველაფერი ხვდება ახალ პრეზიდენტს. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში და სრული მობილიზებით, მოხდება ამ პრობლემების აღმოფხვრა და დიდი იმედი მაქვს, უმოკლეს დროში“.
პანდემიამ დააზარალა რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის საქმიანობაც. კომიტეტის ხელმძღვანელის, ნიაზ მამრიკიშვილის თქმით, გამოწვევებს შეძლებისდაგვარად გაუმკლავდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა, იმის გაკეთების საშუალება არ მისცათ, რასაც გეგმავდნენ:
„საშეჯიბრო კომიტეტი ასრულებს თავის ფუნქციას და ყველაზე დიდი პრობლემა COVID-19-თან დაკავშირებული სირთულეები იყო. ჩემპიონატი ისეთ წყვეტილ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომ უარესს ველოდით, მაგრამ რეგულაციებით მოვახერხეთ ამ პრობლემის გადალახვა. ის, რომ ოფისის თანამშრომლები უკვე მესამე თვეა უხელფასოდ ვართ, ეს თავისთავად რჩება პრობლემად“.
ერთ წელზე მეტი რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე იყო. კავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის თქმით, ადმინისტრაციამ არსებული რესურსით მაქსიმუმი შეძლო. არსებობდა შიდა ჩემპიონატის შეწყვეტის საშიშროება, თუმცა პრობლემების ნაწილის მოგვარება სახელმწიფოს დახმარებით მოხდა:
„რაგბის კავშირში აგვისტოში შემოვედი. ის არ ფუნქციონირებდა, ჩემპიონატი შეჩერებული იყო. მთავარი გამოწვევა სწორედ ჩემპიონატის განახლება იყო, რაც სახელმწიფოს დახმარებით წარმატებით მოვახერხეთ. პანდემიის და ფინანსური კრიზისის პირობებში, ჩვენ ეროვნული ნაკრებისთვის მოვახერხეთ შიდა თუ უცხოური შეკრებები და გავუშვით „შემოდგომის ერთა თასზე“. დიდი მადლობა სახელმწიფოს, რომ ამ გაჭირვებულ პერიოდში მოახერხა და ბიუჯეტის სახით 17,5 მილიონი დაამტკიცა, მაგრამ აუცილებელია დამატებითი ფინანსები“.
10 მარტს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით არჩევნებზე ტყემალაძემ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, 42 ხმით გაიმარჯვა.
მანამდედ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე სოსო ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა, რის მიზეზადაც დასახელდა ის, რომ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ტყემალაძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან ერთად, რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა ეს საკითხი ყრილობის დღის წესრიგში არ ყოფილა. მოგვიანებით საჯარო რეესტრში განმარტეს, რომ რაგბის კავშირის თავმჯდომარის სარეგისტრაციო წარმოება წესდებასთან დაკავშირებული ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ დასრულდება.
ყველა სიახლე
16 მაისი 2026, 01:33
მსოფლიო
Financial Times: სანქციების მიუხედავად, რუსულ რაკეტებში კვლავ დასავლური წარმოების კომპონენტებია
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ხუთშაბათს უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმისას გამოიყენეს, მიმდინარე წელს არის წარმოებული დასავლური კომპონენტებით, რაც ხაზს უსვამს მოსკოვის უნარს, გვერდი აუაროს სანქციებს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
16 მაისი 2026, 00:11
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი პრეზიდენტის ოფისის შენობასა და სახელმწიფო რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავს
რუსეთი გეგმავს დაარტყას პრეზიდენტის ოფისს კიევში და პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციას კონჩა-ზასპაში, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებთან შეხვედრის შემდეგ.
16 მაისი 2026, 00:05
პოლიტიკა
თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი - ქვეყნები, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერა 36 ქვეყანამ. რეზოლუციას არ შეუერთდა თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.
15 მაისი 2026, 23:17
მსოფლიო
BBC: ესექსის საგრაფოს საბჭოს შენობის წინ, ახლად არჩეული პარტია „რეფორმის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს
ესექსის საგრაფოს საბჭოს შენობის წინ, ახლად არჩეული პარტია „რეფორმის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 23:02
მსოფლიო
მერცი: მე დღეს ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარასკევს განაცხადა, რომ ის აღარ მისცემდა ახალგაზრდებს რეკომენდაციას, სამუშაოდ ან სასწავლებლად აშშ-ში გადასულიყვნენ. მიზეზად მან ამერიკაში არსებული „სოციალური კლიმატის“ გაუარესება დაასახელა.
15 მაისი 2026, 22:53
მსოფლიო
აშშ-მა ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელება გამოაცხადა
აშშ-მა ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელება გამოაცხადა.
15 მაისი 2026, 22:30
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით.
15 მაისი 2026, 22:04
პოლიტიკა
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, რომელმაც შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.
15 მაისი 2026, 22:00
პოლიტიკა
ხელაძე: დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან - ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითებს, თავად კი საკუთარ მოქალაქეებს ამგვარი ფორმით უსწორდება.
15 მაისი 2026, 21:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული პროცესები, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
15 მაისი 2026, 21:35
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დონალდ ტრამპს ესმის ჩინეთის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ პეკინის დასკვნით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესმის ჩინეთის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით.
15 მაისი 2026, 21:35
პოლიტიკა
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ხაზი გაუსვა ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება.
15 მაისი 2026, 21:30
კულტურა
თინათინ რუხაძე მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“, დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოდან და უცხოეთიდან.
15 მაისი 2026, 21:13
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 სხდომაში მონაწილეობდა
საქართველოს დაკავშირებადობის გასაძლიერებლად და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, TRACECA-ს ფარგლებში წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის მეთვრამეტე ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 მაისი 2026, 21:08
კულტურა
დიმიტრი შევარდნაძის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიმიტრი შევარდნაძის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა დიდი შემოქმედის ცხოვრების ქრონიკას ასახავს. ექსპონატების გარკვეული ნაწილი ფართო საზოგადოების წინაშე პირველადაა წარმოდგენილი.
15 მაისი 2026, 20:53
სამართალი
ქართულ-ესპანური საპოლიციო თანამშრომლობა - დაკავებულია დაჯგუფების 13 წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრალდებულები 30-მდე ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. ხმაურიანი დაპატიმრებები საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
15 მაისი 2026, 20:48
საზოგადოება
17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
12 წელია 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. წელს პირველ სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. დილის 11 საათიდან კი ქაშუეთიდან სამებამდე ტრადიციული მსვლელობა გაიმართება.
15 მაისი 2026, 20:44
ეკონომიკა
კასპის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი ქვეყანას საწარმოო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს.
15 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
ევროინტეგრაცია, ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი რეგიონში - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში და შეხვედრა რომის პაპთან. დეტალები „ქრონიკაში“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან და შეხვედრები ვატიკანში.
15 მაისი 2026, 20:35
რეგიონი
აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ გაიმართა.


