imedi /  25 მარტი 2021, 13:37 / სანდო წყარო

UFC-ში ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია

ილია თოფურია

ილია თოფურია

UFC-ში ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია.

ახალგაზრდა ქართველი მებრძოლი 11 ივლისს 35 წლის რაიან ჰოლს შეხვდება. ამერიკელ მებრძოლს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოგებული აქვს.

ასპროცენტიანი შედეგი აქვს ამ ორგანიზაციაში თოფურიასაც, რომელმაც 2020 წელს ორივე მეტოქეს, იოსიფ ზალალს და დეიმონ ჯექსონს აჯობა. როგორც ქართველმა სპორტსმენმა განაცხადა, მისი მიზანი 2023 წელს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა იქნება.

ყველა სიახლე

21 ივლისი 2024, 15:20

მსოფლიო

ისრაელის ქალაქებში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ითხოვდნენ, სადაც ის კონგრესში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მეუფე იაკობი

21 ივლისი 2024, 15:00

საზოგადოება

მეუფე იაკობი: არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე

ჩვენ უნდა ვეცადოთ და ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა და თუ გვინდა მსოფლიოს ცივილიზაციასთან თანაცხოვრება, საერთო რაღაცებზე უნდა შეთანხმდეთ, მაგრამ როდესაც საერთო რაღაცებზე თანხმდებით, ისინიც უნდა ითვალისწინებდნენ შენს აზრს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2024, 14:54

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე საფრთხის არსებობის შესახებ გაფრთხილებული არ იყო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე არავის გაუფრთხილებია, რომ რაიმე სახის საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

21 ივლისი 2024, 14:19

სამართალი

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივლისი 2024, 14:13

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ნათელი ხდება, რომ ჯონსონის და უკრაინის ხელისუფლების კისერზეა მილიონობით დახოცილის სიცოცხლე!

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის სახელისუფლებო ხროვის წარმომადგენლის არახამიას განცხადება! რომ არა ინგლისის პრემიერ ჯონსონის კატეგორიული მოთხოვნა ომის გაგრძელების შესახებ. ჩვენ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ომი დასრულებული გვქონდა სტამბულში გამართული მოლაპარაკებებითო! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივლისი 2024, 13:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთის გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე გადასარჩენია?!

პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

ფოტო: ხალხის ძალა

21 ივლისი 2024, 13:30

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: უკრაინას აიმედებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ და ის ამ ომს მოიგებდა თუმცა, საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს დაისვა კითხვა - გადარჩება თუ არა უკრაინა და მისი გადარჩენის საშუალებად ტრამპის გაპრეზიდენტება მოიაზრება

რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, ის ომში მიტოვებული სატყუარაა რომელიც რუსეთს დაუდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

ნინო ფოჩხუა

21 ივლისი 2024, 13:22

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ინგლისის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტა, ახლა, იგივე ბორის ჯონსონი მოუწოდებს ტრამპს შეაჩეროს ომი და დესტრუქციული კონფლიქტი

2022 წელს, როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის და უკრაინის მხარე თითქმის დათანხმდა ამ პროცესს, ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჩაფრინდა კიევში და გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტაზე თანხმობის მიცემა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

21 ივლისი 2024, 13:08

მსოფლიო

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, „ეროუ 3“-ის საშუალებით გაანეიტრალა. ისრაელის მედია წერს, რომ ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ განადგურდა. „ეროუ 3“-ის სისტემა შექმნილია ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს ზედა შრეებში არიან.

გია აბაშიძე

21 ივლისი 2024, 13:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

21 ივლისი 2024, 13:01

რეგიონი

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში „მთის დღეებს“ უმასპინძლეს

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში ფესტივალი „მთის დღეები“ გაიმართა.

ზაალ ანჯაფარიძე

21 ივლისი 2024, 12:58

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: Expatriates-ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციას ამარაგებს რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად

ვაკვირდებოდი ამ პროცესს, და როდესაც უკვე ტენდენციის სახე მიიღო, გადავწყვიტე დამეწერა. საქართველოში ჩამოსული და აქ დამკვიდრებული უცხოელების (ე.წ. expatriates) საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო ნეგატიურად განეწყო ქ/ოცნების მიმართ. ბოლო პერიოდში, არათუ კრიტიკას (მეტწილად უსაფუძვლოს) არ იშურებენ, არამედ ოპოზიციას ამარაგებენ რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად. (იხ. სტატია), - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე და Opendemocracy-ს სტატიას აქვეყნებს.

დავით ჩიხელიძე

21 ივლისი 2024, 12:57

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ბორის ჯონსონის განცხადებაზე: დასავლეთმა უკრაინა ჯერ შეაგულიანა, ომი დააწყებინა, შემდეგ მიატოვა, მარცხისთვის გაწირა, ახლა კი ტრამპის იმედი აქვთ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩეს

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ დარწმუნებულია ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია. ჯონსონის სიტყვები პირველი აღიარებაა, რომ დასავლეთმა რაღაც ვერ გათვალა, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

21 ივლისი 2024, 12:22

რეგიონი

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

სვანეთის საერთაშორისო კინო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. მესტიის მოედანზე გამართულ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა „რიჰომ“. დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ფესტივალის საპატიო სტუმარს, შვედ რეჟისორ რუბენ ოსტლუნდს, კი გადაეცა საპატიო პრიზი „დალი“. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობა მიიღო ქართველმა და უცხოელმა კინო მწარმოებელმა, ახალგაზრდა რეჟისორებმა. დიდ ეკრანზე კი ყოველ საღამოს რუბენ ოსტლუნდის ფილმების ჩვენებები იმართებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

21 ივლისი 2024, 12:18

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას გაართულებს

ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაეროს სასამართლოს დადგენილებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

21 ივლისი 2024, 11:52

მსოფლიო

ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებისთვის ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააპატიმრეს

ესპანეთის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულები ესპანეთისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერ შეტევებში მონაწილეობდნენ. მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კომპიუტერები და დოკუმენტური მასალა ამოიღო.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივლისი 2024, 11:40

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ამნისტიაზე: ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდაა კარგი, მაშინ თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა

„ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვაც, რათა ამ ჰუმანურ აქტით არ მოხდეს კრიმინალური ვითარების მართვის ხელიდან გაშვება, ამიტომ ყოველთვის ხდება ამ ოქროს შუალედის არჩევა. ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდაა კარგი, მაშინ თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა. სინამდვილეში მათ უნდათ სპეკულაცია, ყველაფერში ცუდი დაინახონ და გარკვეულწილად იმოქმედონ იმ პატიმრებზე და მათ ოჯახის წევრებზე, რომელთაც არ ეხებათ ამნისტია“, -აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მიხეილ დუნდუა

21 ივლისი 2024, 11:20

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: მშვიდობაზე დამყარებული სახელმწიფო პოლიტიკა უზრუნველყოფს უმუშევრობის დაძლევას, დასაქმების ზრდას, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას და კეთილდღეობისა და თავისუფლების პარამეტრების ხანგრძლივვადიან გაუმჯობესებას

საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება ქვეყნის განვითარების დადებით ტენდენციებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ინვესტორები დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ მსგავს კვლევებს.

21 ივლისი 2024, 10:55

არჩევნები ამერიკაში

ჯეიმს დევიდ ვენსი: კამალა ჰარისს არ მოვწონვარ, მან თქვა, თითქოს არ ვარ ქვეყნის ერთგული, მე ვმსახურობდი საზღვაო ქვეითთა კორპუსში, რა ჯანდაბას აკეთებდი შენ, ქვითრების შეგროვების გარდა?

„ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მე არ მოვწონვარ. კამალა ჰარისმა თქვა, თითქოს მე არ ვარ ამ ქვეყნის ერთგული. რა ვიცი, კამალა. მე ვმსახურობდი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში და შევქმენი ბიზნესი. რა ჯანდაბას აკეთებდი შენ, ქვითრების შეგროვების გარდა? რა გაუკეთებია მას, თავისი პოლიტიკური ოფისებიდან ქვითრების შეგროვების გარდა?“ – განაცხადა ვენსმა.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები

21 ივლისი 2024, 10:04

ტაბლოიდი

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Emmy Awards-ზეა წარდგენილი

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Emmy Awards-ზეა წარდგენილი. წყვილი ნომინირებულია ხუთ კატეგორიაში Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში Beckham, რომელიც გამოვიდა 2023 წელს. სერიალმა გულშემატკივრებს აჩვენა ობიექტური ისტორია დევიდის კარიერულ გზაზე და საშუალება მისცა მათ დაენახათ მისი ურთიერთობის დასაწყისი ვიქტორიასთან.