imedi /  31 მარტი 2021, 15:45 / სანდო წყარო

რობერტ ლევანდოვსკი პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორივე შეხვედრას გამოტოვებს

რობერტ ლევანდოვსკი

რობერტ ლევანდოვსკი

რობერტ ლევანდოვსკი პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორივე შეხვედრას გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს.

მიუნხენის „ბაიერნის“ საუკეთესო ბომბარდირმა მუხლის ტრავმა ანდორის ნაკრებთან შეხვედრაში მიიღო, რომლის მკურნალობასაც ოთხი კვირა დასჭირდება. გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში 25 შეხვედრაში პოლონელის ანგარიშზე 35 გოლია და კიდევ ხუთის გატანის შემთხვევაში, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდს გაიმეორებს.

ყველა ტურნირზე კი ლევანდოვსკიმ წელს 36 თამაშში თავი 42 ბურთით გამოიჩინა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 15:13

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: უკვე განვაახლეთ მოლაპარაკებები ინვესტორთან, ქუთაისში ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ

რაც შეეხება ქუთაისს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში უკვე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ურბანული განახლების პროექტები, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება მიმდინარეობს და ამას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 15:11

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი, არ მისცემს ხმას მოძალადე მკვლელებსა და მჩაგვრელებს

„რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული თავდაჯერებულობით მინდა ვთქვა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 15:08

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისში დადიან ხატია დეკანოიძის წარმომადგენლები და მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ერთ კვირაში გამოუშვებენ სააკაშვილს - გამორიცხულია, ეს დამნაშავე კაცი ვადაზე ადრე გამოვიდეს ციხიდან

ქუთაისში ჩვენი გუნდის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის ოპონენტი არის ხატია დეკანოიძე, ქალბატონი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ, რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი ქუთაისში და არავითარი კავშირი, ბმა, ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 14:55

საზოგადოება

ვის მიენიჭათ „საპატიო თბილისელის“ წოდება. სრული სია

დედაქალაქის საკრებულოში 2021 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება Covid-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა და ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით და სოციალური ქსელის ვიდეოჩართვით გადაიცა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 14:32

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე

მე მაგალითი მოვიყვანე, ოზურგეთი და თიანეთი. ამ ორ მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ წააგო არჩევნები 2017 წელს და ამ ორივე რაიონში იყო სხვა კანდიდატი არჩეული მერი. მას შემდეგ, ორივე მუნიციპალიტეტში არ იყო, რეალურად, გამართული კოორდინაცია სამხარეო ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე არიან იმ მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მთავრობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 14:30

რეგიონი

ცაგერში „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრაზე ყოფილმა პატიმარმა „ნაცმოძრაობის“ დროს საპატიმროებში არსებული ვითარება გაიხსენა

ცაგერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამართულ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ყოფილი პატიმარი ბექა ჩხაიძე. მან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საპატიმროებში არსებული ვითარება გაიხსენა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: იმუქრებოდნენ, რომ რეფერენდუმს მოიგებდნენ და თუ არ მოიგებდნენ, ასევე, იყო დაპირებები მათი მხრიდან. საინტერესოა, ახლა რას ამბობენ? ჩვენ 47% ავიღეთ

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ე.წ. რეფერენდუმს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველამ უნდა გაიხსენოს, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და რას ამბობენ ახლა - მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 47% აიღო. პრემიერმა ამომრჩეველს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მიხეილ სააკაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 14:21

სამართალი

დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად საპატიმროში ექიმთა კონსილიუმი შევა

მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გვიან ღამით სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას გადასხმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაუკეთეს, მიზეზი კი სისხლის ანალიზში ერთ-ერთი პარამეტრის ცვლილება გახდა.

23 ოქტომბერი 2021, 14:09

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: წყალტუბოში გრანდიოზული პროექტები გვაქვს დაგეგმილი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წყალტუბოს მერი ასევე იყოს ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი და უნდა იყოს სრულ კოორდინაციაში ცენტრალურ მთავრობასთან

„დღეს შეხვედრა გვქონდა წყალტუბოს შტაბთან, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ჩავატაროთ მშვიდობიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 13:47

ტაბლოიდი

78 წლის ბრიტანელი ქალის ცხედარი კრემატორიუმამდე „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების სამოსში გადაცმულმა ხალხმა მიასვენა

78 წლის ბრენდა მორისმა საზოგადოების ყურადღება გადაცვალების შემდეგაც მიიპყრო. ვიდრე მის ცხედარს კრემატორიუმამდე მიასვენებდნენ, პროცესიას თან „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟები „ახლდნენ“.

23 ოქტომბერი 2021, 13:38

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დეტალურად ვიმსჯელეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის, ოლეგ ნემჩინოვის თავმჯდომარეობით თბილისში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 13:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს გეგმები, რომ ბიუჯეტი გავუზარდო თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს, ძალიან მასშტაბური განახლების პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ განახლებული რეგიონების ფარგლებში

ძალიან მოხვდათ გუშინ, მე განცხადება გავაკეთე, როდესაც ვიყავი სენაკში ჩასული, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, აქაც ფაქტებით და სიმართლეს ვსაუბრობ მხოლოდ, მე არ ვიკადრებ, რომ მოსახლეობას ტყუილი ველაპარაკო, მათგან განსხვავებით და ვთქვი, შედარება გავაკეთე, რომ რა უნდა გააკეთოს, ჩვენი კანდიდატი რომ არ იყოს არჩეული მერი, რა უნდა შეძლოს ცენტრალური ხელისუფლების გარეშე. ის შეძლებს მინიმუმს, რაც აქვს მას განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 13:30

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთავარია მობილიზაცია და გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება

„მთავარია მობილიზაცია და გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცაგერში, მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

23 ოქტომბერი 2021, 13:00

პოლიტიკა

გიორგი ხანიშვილმა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეათე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 12:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მუნიციპალიტეტში, დაწყებული დედაქალაქიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ყველა მუნიციპალიტეტში, დაწყებული დედაქალაქიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის დრო დასრულდა და დესტრუქციულ ძალებს არ მიეცემათ საშუალება, ქვეყანა არიონ.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ცაგერში ჩვენს კანდიდატ გიორგი ნემსაძეს სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა პირველ ტურში, რაც არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს

დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა ცაგერის საარჩევნო შტაბის წევრებთან, ჩვენს პარტიასთან, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, ბატონი გიორგი ნემსაძე, რომელიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.

გია აბაშიძე

23 ოქტომბერი 2021, 12:48

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მტაცებელი ინვესტორი მამუკა ხაზარაძე ახლაც ამდენს არ გადაიხდიდა, თუ სააკაშვილის მხრიდან კომპრომატების ტყვეობაში არ იქნებოდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საინფორმაციო სააგენტო „Netgazeti-ს“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც პარტიების მიერ შევსებული ფინანსური დეკლარაციების მიხედვით დათვლილია, რომელმა პარტიამ დახარჯა მეტი ან ნაკლები თანხა არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად.

ვლადიმერ ბოჟაძე

23 ოქტომბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: თბილისში პარტია „ლელოს“ 1 ხმა ყველაზე ძვირი 47.5 ლარი დაუჯდა

ნიკანორ მელიას ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ვიცე-მერის და დიდი ,,ქველმოქმედის“ პარტიას - „ლელოს“ 1 ხმა თბილისში ყველაზე ძვირი 47.5 ლარი დაუჯდა, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე საინფორმაციო სააგენტო „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, სადაც დათვლილია პარტიების მიერ შევსებული ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, რომელიც 2 აგვისტოდან 2 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს, რომელმა პარტიამ დახარჯა მეტი ან ნაკლები თანხა არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გუშინ ღამით, სრული ისტერია, პანიკა დათესეს გვარამიამ, მელიამ და ყველა ქაოსის შემომტანმა ადამიანმა - არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს, ჩემი დავალებით, ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში

„გუშინ ღამით, სრული ისტერია, პანიკა დათესეს გვარამიამ, მელიამ და ყველა ქაოსის შემომტანმა ადამიანმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს, ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებაზე“, - ასე უპასუხა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია რეგიონებში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ.