გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა ისევ ლაზარეთში აღმოჩნდეს

გიორგი ჩაკვეტაძე
ფოტო: facebook
გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა ისევ ლაზარეთში აღმოჩნდეს. ბელგიური Voetbalnieuws-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ტალანტმა გუნდის უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრებში თამაში მოახერხა, და ამით ოპტიმიზმის საფუძველი გააჩინა, ირკვევა, რომ ჩაკვეტაძეს მუხლის ტრავმამ ისევ შეახსენა თავი.
„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვანჰაზებრუკმა განაცხადა, რომ მომდევნო მატჩისთვის გუნდის სამზადისს, ჩაკვეტაძე მხოლოდ გუშინ შეუერთდა და ჯერჯერობით ისევ უცნობია შეძლებს თუ არა 4 აპრილს, „სტანდარტთან“ თამაშს.
ქართველი ტალანტი, ბელგიურ კლუბს, 2017-2018 წლების სეზონში, თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო 3 სეზონში, მხოლოდ 66 მატჩი ჩაატარა, თავი კი შვიდჯერ გამოიჩინა.
მიმდინარე სეზონში გიორგიმ მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი კი არ გაუტანია. 21 წლის ფორვარდმა, ამჟამინდელი კლუბის მაისურით უკანასკნელი ოფიციალური მატჩი, 2020 წლის 4 ოქტომბერს „ბეერსხოტის“ წინააღმდეგ ჩაატარა, მას შემდეგ რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა თუმცა, ტრავმის სიმძიმის გამო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნებას.
ყველა სიახლე

13 თებერვალი 2025, 15:45
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-რუსეთი-ჩინეთი ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნიან და თამაშგარე დარჩენილი ევროკავშირი საქართველოსთან ფარატინა რეზოლუციებით ერთობა
„თუკი რამდენიმე თვის წინ ვიღაცას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ცხადი უნდა იყოს მათთვის ყველაფერი. გლობალურ პოლიტიკაში ოლიმპიური სიჩქარით ვითარდება პროცესები და ამ ვითარებაში საქართველო პირველად საკუთარ ადგილს იმკვიდრებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

13 თებერვალი 2025, 15:44
მსოფლიო
უკრაინაში დეპუტატებმა პოროშენკოსთვის სანქციების დაწესების გამო უმაღლესი რადის მუშაობა შეაჩერეს. „არა - დიქტატურას“, „არა - ავტორიტარიზმს“, „იფიქრეთ გამარჯვებაზე, და არა არჩევნებზე“
უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ევროპული სოლიდარობას“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა დაბლოკეს, რის გამოც მუშაობის პროცესი შეჩერდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 15:41
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ამ უაზრო მეექვსე რეზოლუციაში უკვე ვხედავ იმ ადამიანების საზარელ შიშს და სასოწარკვეთას, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას და ამას ვერ მიაღწიეს
ევროპარლამენტში 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტის - „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” დაგეგმილ კენჭისყრას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ რეზოლუციის პროექტში ქვეყანაში არსებული რეალობა ობიექტურად არ არის შეფასებული და სავსეა არასამართლიანი მოთხოვნებით.

13 თებერვალი 2025, 15:40
პოლიტიკა
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პირველი სხდომა გამართა
პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა.

13 თებერვალი 2025, 15:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს არ ჰყავდა ოპოზიცია და ჰყავდა აგენტურული ქსელი, რომლის დიქტატურა უნდა დამთავრდეს საქართველოში
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ კომისიის შექმნისა და მუშაობის ეფექტიანობას ხელს არაფერი შეუშლის. როგორც მან განმარტა, თუ აქამდე კომისიის შექმნას, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვდა, გარემოებები ზღუდავდა, ახლა ეს წინააღმდეგობები აღარ არსებობს.

13 თებერვალი 2025, 15:31
ეკონომიკა
იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით გაიზარდა
იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, იანვარში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მონაცემები.

13 თებერვალი 2025, 15:25
მსოფლიო
მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა. 20-მდე ადამიანი დაშავებულია
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 15:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: გპირდებით ყველა მსხვერპლს, ისე იქნება საგამოძიებო კომისია მოწყობილი, რომ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, შევქმნით პირობებს, რომ თქვენი ღირსების შესაბამის პირობებში შეძლოთ ჩვენთან მობრძანება
ჩვენ გპირდებით ყველა იმ მსხვერპლს, რომლისთვისაც ურთულესია იმ განვლილის გახსენება, პროცედურულად ისე იქნება კომისია მოწყობილი, რომ თქვენ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

13 თებერვალი 2025, 15:10
სპორტი
საქართველოს ტყვიის მსროლელთა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს 16 და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. ტურნირზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა წყვილმა - ელენე წიკლაურმა და სანდრო ხოსიტაშვილმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ ნახევარფინალური შეხვედრა პოლონელ მოწინააღმდეგეებთან ანგარიშით 7:13 დათმეს.

13 თებერვალი 2025, 15:10
მსოფლიო
ტრამპმა რუბიოს აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის რეფორმა დაავალა, რომელიც პატრიოტებისგან დაკომპლექტდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს დიპლომატიური სამსახურის რეფორმირება დაავალა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 15:09
სპორტი
სპორტის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის სპორტის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე 2025 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა და ერთხმად დაამტკიცა.

13 თებერვალი 2025, 15:02
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე: რეზოლუციას მე ვეთანხმები, რადგან ჩვენ აღმოვაჩინეთ ევროკავშირის არაერთი ჩარევა სხვადასხვა ქვეყანაში
ცხადია, ვეთანხმები ამ რეზოლუციას, თუმცა სამწუხაროდ, ვფიქრობ კენჭისყრა არ მოხდება, რადგან უმრავლესობა მხარს დაუჭერს პირველ რეზოლუციას, იმისდა მიუხედავად რომ ვერ ასახელებენ თუ რა იყო პრობლემური თქვენ არჩევნებში, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“. იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპარლამენტში ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი, გერმანული პარტიის AfD-ს მიერ დარეგისტრირებულ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ რეზოლუციას.

13 თებერვალი 2025, 14:38
საზოგადოება
ვანდალიზმის ფაქტი მცხეთის ჯვრის მონასტერში. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა
ვანდალიზმის ფაქტი მცხეთის ჯვრის მონასტერში. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

13 თებერვალი 2025, 14:37
მსოფლიო
ილონ მასკი: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 2018-2022 წლებში სააგენტო Reuters-ს 9 მილიონი დოლარი გადაუხადა
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ საინფორმაციო სააგენტო Reuters ამერიკის მთავრობამ ფართომასშტაბური სოციალური ტყუილისთვის მილიონობით დოლარი გადაუხადა.

13 თებერვალი 2025, 14:33
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: ე.ი. მათ პარტიულ ტელევიზიებს შეუძლიათ ათასნაირი სიბინძურე აფრქვიონ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია გაავრცელონ და თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ეს გამოაცხადონ დემოკრატიის მტრად
რადიკალური ოპოზიციის ჩართულობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში დღეს იგეგმება, სხვადასხვა საკითხებთან ერთად საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე. მათ შორის არიან მედიამფლობელები. პროექტში აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედიც“.

13 თებერვალი 2025, 14:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ასეთი ზეწოლა არსებობს, მაინც გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ ხელისუფლებას მხარს უჭერენ
მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ასეთი ზეწოლა არსებობს, მაინც გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ ხელისუფლებას მხარს უჭერენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფის, „სუვერენული ერების ევროპა“ მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენის ფაქტის კომენტირებისას.

13 თებერვალი 2025, 14:31
პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

13 თებერვალი 2025, 14:24
სამართალი
ბიძინა გიორგობიანი და ნანა კაკაბაძე მოწმის სტატუსით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ბიძინა გიორგობიანი მოწმის სტატუსით საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

13 თებერვალი 2025, 14:23
პოლიტიკა
პაატა სალია: წინა ოთხ რეზოლუციას რამე ფასი ჰქონდა? რამე შედეგი გამოიღო? ასევე იქნება მეხუთე რეზოლუციაც, რომელიც არანაირ რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება
წინა ოთხ რეზოლუციას რამე ფასი ჰქონდა? რამე შედეგი გამოიღო? ასევე იქნება მეხუთე რეზოლუციაც, რომელიც არანაირ რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება.

13 თებერვალი 2025, 14:23
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი” - მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო - ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი მეგობრის მამა
ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე “ნიუსი” - მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის მართალი იყო და გამართლდა კიდეც!), - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.