imedi /  21 ივნისი 2021, 13:59 / სანდო წყარო

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა.

აჩიკო ბოლქვაძის (80 კგ) და ანრი ფუტკარაძის (65 კგ) მიერ 19 ივნისს მოპოვებულ ოქროსა და ვერცხლის მედლებს, 20 ივნისს თამაზ ღლონტმა (51 კგ) ვერცხლი მიამატა, ანრი ხოზრევანიძემ (45 კგ), რატი ხოზრევანიძემ (60 კგ) და გორ აივაზიანმა (92 კგ) კი ბრინჯაოები.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 132 ქულა დააგროვა და 22 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს - უკრაინას.

ჭაბუკებში, 2021 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი ერთ თვეში (19-25 ივლისს), ბუდაპეშტში გაიმართება.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

24 ივლისი 2024, 18:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გვეკითხებოდნენ, სად არის ეს „გლობალური ომის პარტიაო“, აი სად არის - ვინც ესროლა სლოვაკეთის პრემიერს, ასევე, დონალდ ტრამპს და ვინც გეგმავდა ტერორისტულ აქტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმას და საქართველოში სუს-ის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ აქტს ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ბოლო 2 თვის განმავლობაში პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმა საერთო კონტექსტშია განსახილველი, რადგან რობერტ ფიცო, დონალდ ტრამპი და ბიძინა ივანიშვილი ლიბერალური ფაშიზმი მოწინააღმდეგე ლიდერები არიან, რომლებიც სუვერენიტეტისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

24 ივლისი 2024, 18:24

მსოფლიო

ევროკომისიამ სლოვაკეთი გააფრთხილა, რომ დაუყოვნებლივ მიმართავს სამართლებრივ ზომებს, თუ სლოვაკეთის მთავრობა წინ წაწევს კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების შესახებ

ევროკომისიამ სლოვაკეთი გააფრთხილა, რომ დაუყოვნებლივ მიმართავს სამართლებრივ ზომებს, თუ სლოვაკეთის მთავრობა წინ წაწევს კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე: რადიკალები ხვდებიან, რომ საქართველოს, გლობალურ დიდ თამაშში მონაწილეობის ძალიან მცირე რესურსი აქვს და არ შეუძლია ამ გიგანტების დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს იარაღით ხელში

რადიკალები ხვდებიან, რომ საქართველოს გლობალურ დიდ თამაშში მონაწილეობის ძალიან მცირე რესურსი აქვს და არ შეუძლია ამ გიგანტების დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს იარაღით ხელში,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თუკი ვინმეს ეკუთვნის გაშარჟება და პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, დაცინვა, არიან რადიკალი ოპოზიციონერები, რომელთაც პულსიც კი ძალიან რთულად ესინჯებათ

ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თუკი ვინმეს ეკუთვნის გაშარჟება და პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, დაცინვა, არიამ რადიკალი ოპოზიციონერები, რომელთაც პულსიც კი ძალიან რთულად ესინჯებათ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სუს-ის ინფორმაციის ოპოზიციის მიერ არასერიოზულად შეფასებაზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:11

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: იკვეთება კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული პირები, რომლების ინტერესებშიც შესაძლოა მოქცეულიყო ტერაქტი და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება. მშვიდობის მოსურნე მსოფლიო ლიდერების წინააღმდეგ პროცესი გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან მაღალი პროფესიონალური ხარისხით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას და ეს არ არის პირველი ფაქტი, რომელიც პრევენციულად აღიკვეთა, ვიდრე რაიმე სახის სახის სამართალდარღვევა მოხდებოდა. არაერთი ფაქტია ასეთი, როდესაც სუსმა ძალიან კარგი მუშაობის შედეგად პრევენციულად აღკვეთა ეს ფაქტები – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:11

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რამდენიმე ლიდერმა გაბედა, რომ მშვიდობისთვის გაელაშქრა და დაგმო ომი, ყველა მათგანის მიმართ მოხდა ძალიან მძიმე ფაქტები

კრიტიკულად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია და გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს სუსში და რომლის წიაღშიც ხდება გამოკვლევა იმის, თუ როგორ მზადდებოდა ტერაქტი პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი ლიკვიდაციის სურვილით და შეთქმულება ხელისუფლების შესაცვლელად, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როდესაც ევროპაში მშვიდობა დამყარდება, საქართველოსადმი დამოკიდებულების ხარისხიც შეიცვლება და ის სურვილები და მოთხოვნები, რომლებიც ცალკეულ ძალებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ, აქტუალური აღარ იქნება

ჩვენ კონგრესიდან მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი საქართველოსთან მიმართებით, ძალიან ბევრი თავდასხმა და არასწორი ინფორმაციის გაჟღერება და ამ ყველაფრის იმგვარად წარმოჩინების მცდელობა იყო, როგორც ეს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს აწყობთ და სურთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე

24 ივლისი 2024, 18:01

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პოლიტიკის” მარცხის ერთ-ერთი მთავარი აქტორია და აქედან გამომდინარე, სერიული პოლიტიკური ტერაქტების სამიზნეა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სუს- ის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ აქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

24 ივლისი 2024, 17:48

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს: ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

24 ივლისი 2024, 17:38

არჩევნები 2024

გურამ მაჭარაშვილი: წინასაარჩევნოდ არა ქართულ ოპოზიციასთან, არამედ უცხოურ ძალასთან გვიწევს კონკურენცია

პრიორიტეტია, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი საბოლოოდ დამარცხდეს, რადგან ეს აგენტურა და ორმაგი სტანდარტები ქვეყანას ანგრევს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

24 ივლისი 2024, 17:35

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია, რომლის იდეის ავტორიც და დამფინანსებელიც არის ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ასევე „ქართუ“

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია, რომლის იდეის ავტორიც და დამფინანსებელიც არის ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ასევე „ქართუ“,-ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.

24 ივლისი 2024, 17:19

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი წარუდგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი გიორგი ხუბუა წარუდგინა.

ელიზბარ რაქვიაშვილი

24 ივლისი 2024, 17:12

სამართალი

ელიზბარ რაქვიაშვილი სუს-ში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ჩვენების მიცემას უარყოფს

ელიზბარ რაქვიაშვილი სუს-ში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ჩვენების მიცემას უარყოფს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კითხვაზე, მისცა თუ არა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება, ელიზბარ რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ „არაფერი არავისთვის არ მიუცია“.

ოლაფ შოლცი

24 ივლისი 2024, 16:55

მსოფლიო

შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის პოსტისთვის კვლავ იბრძოლებს

გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ ერთად გავა და კანცლერის პოსტის მეორე ვადით დასაკავებლად იბრძოლებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ერთიანია. ჩვენ ყველანი განწყობილნი ვართ შევიდეთ საარჩევნო კამპანიაში და ერთად გავიმარჯვოთ. მე მივიღებ მონაწილეობას როგორც კანცლერი, რათა კვლავ დავიკავო ეს თანამდებობა“, - ციტირებს Reuters-ი შოლცს.

24 ივლისი 2024, 16:48

რეგიონი

გორში ენერგოეფექტური კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს

გორში ენერგოეფექტური კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც განათების 92 წერტილი განთავსდება.

ლევან გიორგაძე

24 ივლისი 2024, 16:35

საზოგადოება

„მაგთის“ იურისტი ლევან გიორგაძე: მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას, მოუსმინოს კვალიფიციურ ექსპერტებს და გადაწყვეტილება მიიღოს სწორი ანალიზის საფუძველზე და არა იმ მიმართულებით, რომ დასაჯოს წარმატებული კომპანია „მაგთიკომი“

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სანამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის არსებობს პროექტის სახით, არასწორია მისი სრულყოფილად შეფასება და იმ მოლოდინების გაჩენა, რასაც, სამწუხაროდ, კომისია ცდილობს, იმიტომ, რომ ეს არის ადმინისტრაციული წარმოება, სადაც ნებისმიერი შედეგი და ნებისმიერი დასკვნა შეიძლება შეიცვალოს, თუ მისი მიმღები სუბიექტი დაინტერესებულია, რომ ეს პროცესი წარმართოს ობიექტურად, კანონის მოთხოვნათა დაცვით და ეს პროცესი არ იყოს ფორმალური, - ამის შესახებ „მაგთის“ იურისტმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რითაც კომუნიკაციების კომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

24 ივლისი 2024, 16:10

მსოფლიო

BBC: ტაივანი ტაიფუნის მოლოდინში ფრენებს აუქმებს

ტაივანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობამ ძლიერი ტაიფუნის გაემის მოლოდინში ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტაივანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, გაუქმდა თითქმის ყველა შიდა ფრენა და 200-ზე მეტი საერთაშორისო რეისი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხშაბათი უკვე გამოაცხადა ტაიფუნის დღედ და მოსახლეობას სახლში დარჩენა ურჩია. სკოლებში სწავლა გადაიდო.

24 ივლისი 2024, 16:09

საზოგადოება

ევროკავშირის ექსპერტების დასკვნით, „მაგთიკომმა“ საკუთარ ქსელზე სხვა მსურველი ოპერატორები უნდა დაუშვას და ბაზარი გახსნას

კომპანია „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია, რომელიც მას აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას. ეს მოცემულობა კი, წინასწარი რეგულირების გარეშე, არ შეიცვლება, - ეს დასკვნა ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური კვლევის მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნით.

24 ივლისი 2024, 16:04

საზოგადოება

ევროკავშირის ექსპერტები: ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემო ზღუდავს და აზიანებს მომხმარებელს

„საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზარი არაკონკურენტულია და ხასიათდება დაბალი დინამიკურობით, რაც ზღუდავს მომხმარებლებს და მათზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს.“ - ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნის. კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის - სხვა ოპერატორებისთვის ქსელზე დაშვების ვალდებულება განსაზღვრეს, რაც, მათივე მტკიცებით, კონკურენციის გამოწვევებს აღმოფხვრის და ქართველ აბონენტებს, ევროპელი აბონენტების მსგავსად, მრავალფეროვან და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის.

დომაგო იურიევიჩი

24 ივლისი 2024, 15:55

საზოგადოება

დომაგო იურიევიჩი: ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია

„მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისია განახორციელებს კონკურენციის განვითარების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირებას დაქვემდებარებულ რომელიმე დასახლებაში შეიცვლება კონკურენტული გარემო და დაკმაყოფილდება ჩვენს მიერ განსაზღვრული 3 კრიტერიუმი, აღნიშნული დასახლება გათავისუფლდება რეგულირების ვალდებულებისგან. ეს არის დინამიური პროცესი, რომელიც ჩვენი აზრით ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას“, - განაცხადა იურიევიჩმა.