02 ივლისი 2021, 23:57 / სანდო წყარო

ხვალ უმცროსი ბორჯღალოსნები ურუგვაის დაუპირისპირდებიან

უმცროსი ბორჯღალოსნები 3 ივლისს 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეოთხე მატჩში ურუგვაის, მესამე ადგილისთვის ერკინებიან.

სტელენბოშში შეხვედრა საქართველოს დროით 13 საათზე დაიწყება და ლადო კილასონიას შეგირდები მეორე რაუნდში განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანშის აღებას ეცდებიან.

პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა, ხოლო მეორე ბურჯად ირაკლი აფციაური ბრუნდება, რომელმაც თამაში პირველ რაუნდში, არგენტინასთან დაიწყო. სამხრეთ აფრიკასთან არ უთამაშია და ახლა კვლავ ძირითადშია კვაჭი გიორგი მაისურაძე.

მეორე ხაზში ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებს გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ბურდული, რომელსაც ამჯერად მესამე ხაზიდან გადმოწეული პაატა გალდავა შეუწყვილდება.

მესამე ხაზში ბრუნდებიან ფლანკერი ბექა გელხვიძე და შემკვრეკი ნიკოლოზ სუთიძე, ხოლო მეორე ფლანკერი კვლავ რატი ზაზაძე იქნება.

შეიცვალა ღერძი, სადაც კოტე იაშვილისა და პეტრე ხუციშვილის დუეტს ვიხილავთ. ცენტრში ბრუნდება თორნიკე კახოიძე, რომელსაც ურუგვაისთან წინა მატჩის მსგავსად გიორგი ჩიქოვანი შეუწყვილდება.

ფრთაზე მეოთხე თამაშს იწყებს შალვა აფციაური, ხოლო მეორე ფრთა ლუკა კვენეტაძეა, რომელიც პირველ ორ მატჩში ძირითადში იყო, სამხრეთ აფრიკასთან კი არ უთამაშია. მესამედაა სასტარტო შემადგენლობაში ფულბეკი გიორგი ნავროზაშვილი.

„20-წლამდელთა მიმართ მეტი მოთმინება გვმართებს და გაისად სულ სხვა შედეგს მივიღებთ“

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე, რომელიც სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე ეროვნული გუნდის შერკინების მწვრთნელის რანგში გაემგზავრა, 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ახალგაზრდული ნაკრების მიერ ჩატარებულ თამაშებს გამოეხმაურა.

მან იმ მიზნებზე და მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც სტელენბოშში მეტოქეებზე ერთი და ორი წლით უმცროსები, 2002-2003 წელს დაბადებული მორაგბეები გაემგზავრნენ. მაისურაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ემსახურება.

„უკვე ხუთი წელია, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში ვთამაშობთ, რაც ქართული რაგბისთვის უდიდესი მიღწევაა. აქამდე ვერცერთი ტიერ2-ის ქვეყანა ვერ ახერხებდა ელიტაში ადგილის შენარჩუნებას. ჩვენ ყოველ წელს ვიკავებდით მე-9-მე-10 პოზიციებს, მაგრამ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, თამასა ავწიეთ და მომავალ ჩემპიონატებში მიზნად მე-5-მე-6 ადგილისთვის ბრძოლას ვისახავთ. რადგან პანდემიის გამო ტურნირი ორი წელია არ ტარდება, გადავწყვიტეთ სიღრმეებში ჩასვლა, მუშაობა დავიწყეთ უფრო უმცროსი ასაკის მოთამაშეებთან, რათა მოსამზადებლად მეტი დრო გვქონდეს და ჩემპიონატის განახლებამდე ბევრი რამ გავიაროთ. ეს გადაწყვეტილება მიზნიდან გამომდინარე მივიღეთ და მადლობა რაგბის კავშირს, რომ ამის უფლება მოგვცა. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე სერიაზე ორი წლით უფროსებთან გვიწევს თამაში, შემადგენლობით, რომელთაც აქამდე საერთაშორისო გამოცდილება არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, ისინი აქედანვე ეჩვევიან მაღალ სათამაშო ტემპს და იძენენ ამ დონისთვის საჭირო უნარებს. ეს არის რთული, რისკიანი გზა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის გაამართლებს. 20-წლამდელთა მიმართ მეტი მოთმინება გვმართებს და გაისად სულ სხვა შედეგი გვექნება“, - ამბობს მაისურაძე.

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. კოტე იაშვილი (აკადემია);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო).

მარქაფა: 16. გოჩა დიასამიძე (ბათუმი), 17. დავით გველესიანი (ლელო), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. ლაშა ციხისთავი (ლელო), 21. ლუკა არჩვაძე (ლელო), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. საბა არჩვაძე (ლელო), 24. დავით იმნაძე (იუნკერები), 25. ვაჟა მიქაძე (ლელო), 26. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 27. გიორგი კურტანიძე (ლელო), 28. ბადრი ციხისთავი (ლელო).

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 00:00

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ქართველიშვილი

14 ივნისი 2026, 23:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჩვენ პატივს ვცემთ სომეხი ამომრჩევლის არჩევანს, ჩვენთვის უფრო კომფორტულია პროგნოზირებადი სომხეთი, რომელიც ზუსტად იმ ორბიტაზე იმყოფება, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თავისი პლუსებით და მინუსებით

იმაზე მკაფიო შეფასება, რაც ეუთო/ოდირის დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა გააკეთა, კიდევ რა უნდა გაეკეთებინა, იმაზე მკაფიო დასკვნა, რაც 2022 წელს წელს ამერიკაში ეუთო/ოდირმა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგად ორი მიცვალებული ადამიანი, დიდი უპირატესობით მიიღეს კონგრესში და ბევრმა მიცვალებულმა ამ არჩევნებში ხმა მისცა, არ დადებულა, მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ვალიკო ფონიავა

14 ივნისი 2026, 23:34

სპორტი

ვალიკო ფონიავა სპორტული კარატეს პრემიერ-ლიგის ვიცე-ჩემპიონია

სპორტულ კარატეში მაროკოში მიმდინარე პრემიერ-ლიგაზე ქართველმა კარატისტმა ვალიკო ფონიავამ (-75 კგ) კუმიტეში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალი რუს მოწინააღმდეგესთან დათმო.

დავით ქართველიშვილი

14 ივნისი 2026, 23:27

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გვახსოვს უკრაინაში დაპატიმრებული არაერთი ოპოზიციონერი, ჩვენ გვახსოვს მოლდოვაში დაპატიმრებული პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იქ დახურული პარტიები, ტელეარხები, მაგრამ თუკი ბრიუსელის ინტერესებში შედის, ყველაფერი ნებადართულია

ჩვენ გვახსოვს უკრაინაში დაპატიმრებული არაერთი ოპოზიციონერი, ჩვენ გვახსოვს მოლდოვაში დაპატიმრებული პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იქ დახურული პარტიები, ტელეარხები, მაგრამ თუკი ეს ბრიუსელის ინტერესებში შედის, ყველაფერი ნებადართულია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

დავით ქართველიშვილი

14 ივნისი 2026, 23:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სომხეთი დღეს შესულია ევრობიუროკრატიის ორბიტაზე ისევე, როგორც მანამდე იქ შევიდა მოლდოვა და უკრაინა. ამ შემთხვევაში როგორც არ უნდა ჩატარდეს არჩევები, რა დარღვევებიც არ უნდა დაფიქსირდეს ევრობიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ ვერ გავიგებთ ვერც შეშფოთებას, ვერც დემოკრატიის უკუსვლის შესახებ ლექციას

სომხეთში ჩატარებული არჩევნები შეაფასა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელმაც ბრძანა, რომ მსგავსი დარღვევებით ჩატარებული არჩევნები მის პრაქტიკაში არ ახსოვს და უნახავს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას.

14 ივნისი 2026, 22:50

რეგიონი

ნამდვილი კულინარიული მაგია - „გემოფესტი“ახალციხეში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ორი დღის განმავლობაში ახალციხე ნამდვილ კულინარიულ ლაბორატორიად იყო გადაქცეული.

რატი იონათამიშვილი

14 ივნისი 2026, 22:19

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: დოკუმენტური ფილმი პალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის, ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედების შედეგად

დოკუმენტური ფილმი პალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე, - განაცხადა გადაცემაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

14 ივნისი 2026, 22:03

პოლიტიკა

ევროპული ინტეგრაციის სურვილით შეფუთული ულტიმატუმი - ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის იარაღი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ არკვევდა, სად გადის ზღვარი პარტნიორობასა და შანტაჟს შორის, როგორ იქცა ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკურ სადამსჯელო იარაღად, ასევე რეალურად რა ბერკეტები აქვს ცალკეულ ევრობიუროკრატს და ვისზეა გათვლილი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მუქარა.

მაკა ბოჭორიშვილი

14 ივნისი 2026, 21:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის შეჩერებით მუქარაზე: არ ხდება არც ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ ეს საკითხი გამოყენებული იყოს სწორედ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე

არ ხდება არც ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ ეს საკითხი გამოყენებული იყოს სწორედ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, - განაცხადა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევრობიუროკრატიის მუქარაზე საუბრისას.

ბაჩო ოდიშარია

14 ივნისი 2026, 21:30

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია ფილმზე - „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

პარასპორტი არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ყოველ წელს ისინი აუმჯობესებენ თავის შედეგებს და მიჩვეული ვართ, რომ 100-ზე ნაკლები მედალი არ გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში, - განაცხადა ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ.

14 ივნისი 2026, 21:16

პოლიტიკა

პროჩინურობისა და პროირანულობის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ - რა ფაქტებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობა ჯო უილსონი. ამერიკელი კონგრესმენი „იმედის კვირის“ კითხვებს არ პასუხობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ვის აღიზიანებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და სად იწერება მორიგი წარუმატებელი სცენარი - ბრძოლა გავლენებისთვის საქართველოში და საქართველოს გარშემო, ნახეთ შორენა ხვიჩიას სპეციალურ რეპორტაჟში.

14 ივნისი 2026, 21:12

პოლიტიკა

დაშლილების ნანუკა ჟორჟოლიანით რეინკარნაციის მცდელობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ხუთგზის ჩავარდნილი გადატრიალების შემდეგ სააკაშვილმა რევოლუცია, არც მეტი არც ნაკლები, საკუთარ პარტიაში - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დააანონსა.

ნიკოლოზ სამხარაძე

14 ივნისი 2026, 21:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები არა თუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა

რატომ აბრალებენ საქართველოს, რომ პროირანული ხელისუფლება ჰყავს და რატომ გაჩნდა ოპონენტების მხრიდან ტერმინი პროირანული ხელისუფლება, რადგან დღეს ამერიკა დაპირისპირებულია ირანთან, ამიტომ შენ უნდა აჩვენო, ვისთანაც დაპირისპირებულია ამერიკა, იმასთან ლოიალურადაა საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

14 ივნისი 2026, 20:50

პოლიტიკა

„სანთლით საძებარი“ ბაჩო ახალაიას მსხვერპლები - რეჟიმის ჯალათი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მონანიებისა და ბოდიშის ნაცვლად ეს მსხვერპლთა დაცინვაა. „იმედის კვირას“ დაუკავშირდნენ ის ოჯახები, ვისაც ანი ნადარეიშვილი „სანთლით დაეძებს“.

მარიამ ცუცქირიძე

14 ივნისი 2026, 20:41

პოლიტიკა

ციხეში ცემით მოკლული იოსებ თადიაშვილის მეუღლე ანი ნადარეიშვილის განცხადებაზე: ჭკუიდან კინაღამ გადავედი, რომ გამოაცხადა სანთლით ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემმა ქმარმა დააზარალაო. სანთელი არ უნდა, შუქი აანთოს უბრალოდ და საქართველოში იმდენს ნახავს, რომ ვერ დაითვლის

ჭკუიდან კინაღამ გადავედი, რომ გამოაცხადა სანთლით ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემმა ქმარმა დააზარალაო. სანთელი არ უნდა, შუქი აანთოს უბრალოდ და საქართველოში იმდენს ნახავს, რომ ვერ დაითვლის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ციხეში ცემით მოკლული იოსებ თადიაშვილის მეუღლემ მარიამ ცუცქირიძემ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის კომენტარის საპასუხოდ, სადაც ის ამბობს, რომ სანთლით ეძებდა ადამიანებს, რომლებსაც პირადად ბაჩო ახალაიამ რამე დაუშავა და მას ასეთი ადამიანი არ უნახავს.

14 ივნისი 2026, 20:18

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო

დღეს, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო.

14 ივნისი 2026, 20:15

პოლიტიკა

რევოლუციების მოწყობის სურვილით შეპყრობილთა მძიმე სამართლებრივ-პოლიტიკური დღეები - რადიკალების ფიასკო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

2022 წლის მძიმე კადრების ანონსი „ტვ პირველზე“ მთავარი ამბის - მოძალადეების დაკავების დამალვით, ვიცე-პრემიერის ნათქვამის დამახინჯება და 4 ოქტომბრის საქმე. რადიკალები საკუთარ ტყუილებში და დეზინფორმაციაში აიხლართნენ.

14 ივნისი 2026, 20:05

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა. სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

14 ივნისი 2026, 20:01

პოლიტიკა

რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ - მას შემდეგ, რაც უკვე გამოძიებული საქმის კადრებმა ვერ იმუშავა, „ფეიკის“ ახალი ვერსია შემოგვთავაზეს -„ტაბულამ“ და „ფორმულამ“ ვიცე-პრემიერის განცხადება გააყალბეს. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

რადიკალების მედია ამტკიცებს, თითქოს ახალგაზრდებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში სცემენ და აწამებენ. ამ ვერსიის გასამყარებლად მათ სცადეს მანიპულაცია 2022 წელს გადაღებული კადრებით, რომლის მონაწილე სამართალდამცავებიც უკვე თვეებია სასჯელს იხდიან - იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულებს საჩივრით არავისთვის მიუმართავთ. ანუ როდესაც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ კადრები გაავრცელა იცოდნენ, რომ საქმე გამოძიებული იყო და დამნაშავეებიც დასჯილები იყვნენ. შესაბამისად, მიზანმიმართულად სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - განაცხადა - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

შალვა პაპუაშვილი

14 ივნისი 2026, 19:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო

დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.