იოსებ ტყემალაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებული მხარდაჭერით, საქართველო, 45 სხვადასხვა ადგილას, რაგბის 100 მოედნის აშენებას აპირებს
იოსებ ტყემალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: რაგბის კავშირი
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებული მხარდაჭერით, საქართველო რაგბის 100 მოედნის აშენებას აპირებს 45 სხვადასხვა ადგილას“ - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ ფრანგულ გამოცემა Le quipe-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში რაგბის განვითარებისთვის 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მან შექმნა 15 სპორტული ბაზა, რამაც ქართულ რაგბის წინსვლის საშუალება მისცა და შექმნა შესაძლებლობა, პანდემიამდე ლიცენზირებულთა რიცხვი სამჯერ გაზრდილიყო.
„ჩვენი ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეც კი ავიდა. ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად იასპარეზა და მე-3 ადგილით C ჯგუფში ახალ ზელანდიასა და არგენტინას ჩამორჩება. ჩვენ, პარალელურად, დავგეგმეთ მწვრთნელების, ზედამხედველების, სამედიცინო პერსონალის მომზადება- გადამზადება, რადგან დიდი გუნდებისა და დიდი მოთამაშეების შესაქმნელად მხოლოდ მოედნისა და სტადიონის მშენებლობა არ იქნება საკმარისი”, - აცხადებს იოსებ ტყემალაძე ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის თქმით, ბოლო წლებია, რაგბისადმი მიძღვნილი ტელეარხი არსებობს და პირველი და მეორე ლიგის ყველა მატჩი, მათ შორის ახალგაზრდების ნახევარფინალები და ფინალები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
„ასევე ხელმისაწვდომია ტოპ 14, მაგრამ ფასიან არხებზე. რაგბის ტელევიზიასთან კონტრაქტი გაფორმდა. ისინი შეიძენენ უდიდესი ჩემპიონატების ყველა მატჩს, კერძოდ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატს (ჩემპიონატი, რომელიც აერთიანებს 16 გუნდს უელსიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, შოტლანდიიდან და სამხრეთ აფრიკის პროვინციებიდან), იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფრენჩაიზია შავი ლომები, მათი ინტეგრირება ჩემპიონატში გარკვეულ პერიოდში უნდა მოხდეს”, - აცხადებს ტყემალაძე.
კითხვაზე, საერთაშორისო ასპრეზზე შემდგომი წინსვლისთვის ქართულ რაგბის რა ბერკეტები აქვს, ტყემალაძე პასუხობს:
„ჩვენ დავაფიქსირეთ იმ მატჩების რაოდენობა, რომელსაც ეროვნული ნაკრები ატარებდა და არასაკმარისად მივიჩნიეთ, შევქმენით ფრენჩაიზი, რომელიც ერთგვარი ეროვნული ნაკრები იქნება და ყოველწლიურად მეტ მატჩს ჩაატარებს. დღეს ჩვენ ვთამაშობთ სუპერთასს (განვითარებადი ქვეყნების ევროპული შეჯიბრი) და ვცდილობთ ევროპის ჩემპიონატში უკეთესად ინტეგრირებას. იდეალურ და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვსურს ჩავერთოთ United Rugby Championship-ში. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპას და განსაკუთრებით საფრანგეთს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დაგვეხმარნენ. ამან განვითარების საშუალება მისცა ქართულ რაგბის. საფრანგეთი მიესალმება და კეთილმოსურნე დამოკიდებულებით ხვდება ჩვენს ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს, რომლებიც შემდეგ გახდებიან პროფესიონალები. დღეს ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროექტი მხარდაჭერილი იქნება საფრანგეთთან უფრო ღრმა და კონკრეტული თანამშრომლობით. რაც შეეხება დანარჩენს, მსოფლიო რაგბის მადლობას ვუხდით იმ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გაკეთდა ჩვენთვის. კერძოდ, ტესტ-მატჩები, რომლებიც გვქონდა და რომელიც, სამწუხაროდ, გაუქმდა კოვიდის გამო. მათ შორის იყო შოტლანდია და სამხრეთ აფრიკა (2021 წლის ივლისი). 14 ნოემბერს ვეთამაშებით საფრანგეთს. ეს მატჩები ჩვენთვის მანამდე არ არსებობდა. ახლა ველოდებით ჩვენი 100 სტადიონის პროექტის მხარდაჭერას”, - აცხადებს ტყემალაძე.
ჟურნალისტის თქმით, ორი ქვეყანა, რომლებმაც ბოლო წლებში შეიძლება ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიონ, არგენტინა და იაპონიაა. კითხვაზე, რომელი სტრუქტურული მოდელის გაზიარებას შეძლებდა რაგბის კავშირი საკუთარი ძალების გამოყენებით, ტყემალაძე პასუხობს:
„როდესაც ჩამოვედი, მომდევნო 15 წლის განვითარების მოდელი განვიხილეთ. ჩვენი ძლიერი მხარეები, გენეტიკა და აშ.. და ვერ ვიტყვი, რომ არგენტინული ან იაპონური მოდელი შეგვეფერება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევისწავლოთ ორივე მოდელი და შევქმნათ საკუთარი, რომ გავიმარჯვოთ და წინ წავიდეთ. ჩვენი პროექტი ამბიციურია. ჩვენ გვაქვს საკუთარი ძლიერი მხარეები და გვინდა ავაშენოთ სისტემა, რომელიც ჩვენთვის შესაფერისია. ეს პროცესი მიმდინარეობს სხვა ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის დახმარებით. იმისათვის, რომ სხვებზე უკეთესი ვიყოთ, უნდა შევისწავლოთ სხვების გამოცდილება, მაგრამ ჩვენი გზა ვიპოვოთ. მართალია, იტალიის ნაკრების ბოლო შედეგები სამაგალითო არ არის და ეს კარგი არავისთვისაა, ჩვენ არ გვახარებს ის ფაქტი, რომ იტალიის გუნდს უჭირს. ათი წელია, რაც B ტურნირზე მაღლა ვართ, რაც წინსვლის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს. ჩვენ ვიცით, რომ უკეთ შეგვიძლია. გასულ წელს შემოდგომის ერთა თასზე ჩვენმა მოგზაურობამ დაამტკიცა, რომ დიდ ერებთან თამაში პროგრესირების საშუალებას გვაძლევს. ეს ამყარებს იმ აზრს, რომ ზედა დონის ნაკრებებთან ინტეგრირებით, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ კიდევ უფრო უკეთეს შედეგს. ეს რვაგუნდიანი შეჯიბრიც ძალიან საინტერესო ფორმატად მივიჩნიეთ. თუ მსოფლიო რაგბიმ მოახერხა ამ ფორმატის შეჯიბრის გაგრძელება, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის, იტალიელებისა და მსოფლიო რაგბის განვითარებისთვის”, - აცხადებს იოსებ ტყემალაძე ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 22:50
პოლიტიკა
გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია
წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 22:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ
განათლების რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ყველა ოჯახთან არის დაკავშირებული. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 22:45
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ
14 სექტემბრიდან გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. გამონაკლისი დაიშვა. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის მეთაურმა, რომ წელს, რადგან პირველი წელიწადია ამ რეფორმის, გავითვალისწინეთ ეს გარემოება და აპლიკანტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:27
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს
„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ეს ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:14
საზოგადოება
განათლების მინისტრი: მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება
„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება. ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:02
საზოგადოება
გივი მიქანაძე პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებაზე: ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტი
ეს საკითხი ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და მასზე მუშაობა სისტემატურად მიმდინარეობს. შარშან რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ბიუჯეტი, შევეცადეთ, რომ ტექნიკურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან მიმართებით 20%-იანი ზრდა გვქონოდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 21:57
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამით პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:56
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ
24 ლარი საათში მიეცემა ნებისმიერი სტატუსის მასწავლებელს, ხოლო დანამატი 150 და 300 ლარი წამყვანისა და მენტორის კონკრეტული ფუნქციის შესრულებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 21:32
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: კომპეტენციადადასტურებულ ყველა მასწავლებელს თანაბრად უნდა მიეცეს შესაბამისი საგნის სწავლების შესაძლებლობა - ჩვენი მიზანია მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სისტემა ისე დაეხმაროს, რომ მან კომპეტენციის დადასტურება მოახერხოს
„ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არსი მასწავლებელი და მასწავლებლის მხარდაჭერაა. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სკოლებში და არ აქვთ კომპეტენცია დადასტურებული, წელიწადში ორჯერ მივეცით საშუალება, რომ გამოცდაზე გასულიყვნენ და დამატებით, „მასწავლებლის სახლისგან“ ტრენინგებიც მივაყოლეთ. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება თითოეული მასწავლებელი, რომელიც დღეს სკოლაშია, წლებია ასწავლის. სისტემას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ კომპეტენცია ვერ დაადასტურონ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
12 სექტემბერი 2026, 21:23
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: ჩვენ შევცვალეთ სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია. ბავშვი პასიური მსმენელი კი არ უნდა იყოს, არამედ შემოქმედი და ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში
ზოგადი განათლების ეროვნულმა მიზნებმა მოგვცა ჩვენ ასეთი დაკვეთა, რომ სკოლამ უნდა გაზარდოს საკუთარი ქვეყნის ისტორიის, ტრადიციისა და კულტურის მცოდნე მოქალაქე, შესაბამისი საგანი უნდა ასწავლოს ხარისხიანად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 21:13
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება, თუმცა გამოწვევა პატარა მასშტაბის არ არის
„ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:10
საზოგადოება
გია მურღულია: ჩვენ ლიტერატურაში ვასწავლით ჰაგიოგრაფიას, ვერაფერს გაიგებს ბავშვი, თუ ზედაპირული წარმოდგენა მაინც არ აქვს ბიბლიაზე - ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი
„ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი. მას აქვს წმინდა საგანმანათლებლო განზომილება. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სკოლაში ვიღაც შევიდეს და პროზელიტიზმის სწავლება დაიწყოს, რაც კანონით აკრძალულია, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ წმინდა საგანმანათლებლო საზრისზე“, - აღნიშნა მურღულიამ.
12 სექტემბერი 2026, 20:46
საზოგადოება
გივი მიქანაძე: შეიქმნა ინკლუზიისა და სტრატეგიის დეპარტამენტი, რომლითაც სამინისტროს მხრიდან გამოიკვეთა ამ საკითხზე ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრირება
რეფორმის ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ გასული წლის 2 დეკემბერს საჯაროდ წარვადგინეთ და შემდეგ 2-თვიანი განხილვების შემდეგ მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა, 8 გამოწვევაზეა ორიენტირებული. 8 გამოწვევიდან, ერთ-ერთი არის ინკლუზიის კომპონენტი. ჩვენ პრიორიტეტულად გამოვყავით ეს მიმართულება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 20:44
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება, რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები
სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 20:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება
ისეთ ქვეყნებში, სადაც სასკოლო ფორმა არ არის შემოღებული, ბულინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ჩაცმულობა, რომელიც ქმნის ორ პრობლემას, პირველი არის ის, რომ ბავშვი სოციუმიდან გარიყულია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბავშვი ამ ყველაფერში ადანაშაულებს მშობელს, რადგან მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის მდგომარეობას ისე, რომ მას ყოველკვირეულად ახალი ჩაცმულობა ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმის რეფორმაზე მსჯელობისას.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება
ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და I, VII და X კლასებში შემოგვაქვს ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები
„სასკოლო მიმართულებით ჩვენი უმთავრესი მიმართულება არის სახელმძღვანელოების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და შემოგვაქვს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით, ასევე რიგ სხვა კლასებშიც გარკვეული სახელმძღვანელოები, რომელიც სრულიად ახალია და ერთი სტანდარტის სახელმძღვანელო იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში“ - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 19:05
სამართალი
პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი
ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
12 სექტემბერი 2026, 18:47
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს


