თეა წულუკიანი: სპორტული ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან, რაც აუცილებლად შეიცვლება
თეა წულუკიანი
ფოტო: არქივი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სპორტულ ფედერაციებზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სპორტული ფედერაციები დაფინანსების, ინფრასტრუქტურის, სპორტული ინვენტარის თვალსაზრისით არათანაბარ მდგომარეობაში არიან და სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებს გადადგამს. კერძოდ, წულუკიანის თქმით, სამინისტრო გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობს ფედერაციებს, რომლებიც ამ დრომდე თავს დაჩაგრულად გრძნობენ და აუცილებლად წაახალისებს მასობრივი სპორტის ხელშეწყობისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტს.
„მე დავიწყებდი სპორტით, შემდეგ ვიტყოდი რამდენიმე სიტყვას ახალგაზრდობაზე და დავასრულებ ჩემს გამოსვლას კულტურით. ვიცი, რომ სპორტთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, ჯერ კიდევ თქვენს რიგებში როდესაც ვიყავი, ისმოდა ეს კითხვები, რომლებიც დღესაც აქტუალურია. ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებული გახლავთ 93 სპორტული ფედერაცია. მათ სხვადასხვა ფორმა აქვთ სამართლებრივად - ფედერაცია, კავშირი თუ ასოციაცია და ამ 93 ორგანიზაციიდან 65 სპორტული ფედერაცია, ასევე კავშირები და ასოციაციები ჯამურად, საქართველოს ბიუჯეტიდან 98 600 000 ლარს იღებენ. აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება გაწერილია რაგბის კავშირისთვის, რომლის სამინისტროდან მიღებული ბიუჯეტი გახლავთ 27 500 000 ლარი. მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი, რომელიც სამინისტროდან იღებს 13 580 000 ლარს. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი. მთლიანობაში, როგორც მოგახსენეთ, ბიუჯეტი არის 98 600 000 ლარი. ეს ინფორმაციისთვის. ანალიზის მხრივ კი (რაც ჩემეული ანალიზია), მინდა მოგახსენოთ, რომ ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. ამაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, უთანასწორობას სამინისტროდან ყურადღების ხარისხის მხრივ და სრულ, თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მხრივ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, არავინ უარყოფს, რომ რაგბი და კალათბურთი არის სპორტის ის სახეობები, რომლითაც ქართველები ვამაყობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება.
„ეს არის ის, რაც თქვენ მიერ კანონის მიღების შემდეგ და ჩემი დანიშვნის შემდეგ ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად - რომ სპორტის სახეობები, იმისდა მიხედვით, თუ რა პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ უნდა განვავითაროთ ის, რითაც უკვე ვამაყობთ და მე როგორც ერთი ქართველი ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ დავესწარი რაგბის მატჩს და ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა ძალიან ძლიერ საფრანგეთის გუნდთან. ეს თამაში იყო არა მარტო საინტერესო, არამედ საამაყოც. ასევე, ვიამაყეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა და ჩვენმა მსოფლიო დონის სპორტსმენებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში. ერთი მხრივ უნდა გაგრძელდეს ამგვარი სპორტის სახეობებისათვის ხელშეწყობა. ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, არის მაღალი მიღწევები, რაც სპორტის არაერთ სახეობას აქვს. არ მეყოფა დრო, რომ ყველა ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი. ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც ძვრება ბორბალი, გვყავს მორბენალები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკები და გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ეს ასეა და რეალობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობისას ვმალავდი პრობლემებს, ვცდილობდი მათთან გამკლავებას და ასეა აქაც“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს - მშვილდოსნებს თბილისში სჭირდებათ ბაზა იმისთვის, რომ ივარჯიშონ და ახალგაზრდა მშვილდოსნები სროლაში არ ვარჯიშობდნენ თბილისის კორპუსების სარდაფებში. თეა წულუკიანის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტანმოვარჯიშეებს ჰქონდეთ თბილისში სათანადო საწვრთნელი ბაზა.
„აღარაფერს ვამბობ ჩვენს მოციგურავეებზე, რომლებსაც არ აქვთ სათანადო საციგურაო ინფრასტრუქტურა და მათ უწევთ სხვა ქვეყანაში ვარჯიში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვიხარია, ტაშსაც ვუკრავთ (მეც ასე ვიყავი, სანამ სპორტის მინისტრი გავხდებოდი) როგორ კარგად ციგურაობენ, როგორ კარგად ნიჩბოსნობენ, როგორ კარგად წარმოაჩენენ საქართველოს, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან დიდი პრობლემები, ძალიან დიდი შრომა და თითოეულ სპორტსმენს, არის ის თუ არ არის სამინისტროს მხრიდან დიდი ბიუჯეტით ხელშეწყობილი, მინდა ამ ტრიბუნიდან ვუთხრა ძალიან დიდი შრომისა და გამძლეობისთვის განსაკუთრებული მადლობა. ფედერაციებზე მე დარწმუნებული ვარ, კითხვა-პასუხის რეჟიმში არაერთი საკითხი წარმოიჭრება და რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. აქ დავძენ მხოლოდ იმას, რომ დიახ, ფედერაციები დამოუკიდებლები არიან, დიახ ფედერაციები არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან შესაბამისი სპორტის სახეობის წარმატებებზე, მაგრამ არცერთ ფედერაციას არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მათი მთავარი დონორი გახლავთ სახელმწიფო და უნდა არსებობდეს ელემენტარული ანგარიშვალდებულების სისტემა, რომელიც დღეს შესაბამის სტანდარტებს (მე ასე ვიტყოდი), არ აკმაყოფილებს. შესაბამისად სამინისტრომ უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს სახელმძღვანელო პრინციპებს სპორტული ფედერაციების წესდებებისთვის და ჩვენ გვექნება დისკუსია დაფინანსებასთან დაკავშირებით ყველა იმ ფედერაციასთან, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის ამ სტანდარტებს არ გაიზიარებს. ასევე, ჩვენ წლის ბოლოს ფედერაციებს წარვუდგენთ მათთან დაფინანსებაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების გაუმჯობესებულ ტექსტებს იმისათვის, რომ თანხების ხარჯვა იყოს უფრო გამჭვირვალე, არ იყოს თუნდაც უსაფუძვლო, მაგრამ ეჭვი გარკვეული ტიპის არამიზნობრივ ხარჯვაზე და ის ფული, რასაც ხარჯავთ თქვენ, რასაც ვხარჯავთ ჩვენ, ხალხი, სახელმწიფო და ბიუჯეტი პირველ რიგში ხმარდებოდეს სპორტსმენს და სპორტს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ამისათვის საჭიროა სამინისტროში უფრო მეტი კომპეტენტური კადრის დასაქმება და სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ეს პროცესი, რომელიც არცთუ ისე უმტკივნეულოა.
„სამინისტრო კეთილს ინებებს და დაასაქმებს არა მხოლოდ კომპეტენტურ ადამიანებს, როგორიც მაგალითად აქ გახლავთ ჩემთან ერთად წარმოდგენილი დეპარტამენტის უფროსი, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სამინისტრო დაასაქმებს შეუვალ ადამიანებს იმიტომ, რომ სპორტის მიმართულებით ჩვენ გვჭირდებიან ისეთი საჯარო მოხელეები, რომლებსაც შეუძლიათ მილიონობით თანხებთან მუშაობა სუფთად, პატიოსნად და ყოველგვარი თუნდაც, უსაფუძვლო ეჭვების წამოჭრის გარეშე. ეს გამოწვევაა, ამას გეუბნებით ღიად და ეს არის პროცესი, რომელიც დღეს სამინისტროში მიმდინარეობს, ვინაიდან ძალიან უპასუხისმგებლო იქნებოდა და სინდისთან მწყრალი ვიქნებოდი თუ ფედერაციებზე ვისაუბრებდი ბევრს და ვიტყოდი, რომ ამ მხრივ სამინისტროში ყველაფერი გამართულია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 18:42
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ჭაქვინჯში, აფხაზეთიდან დევნილ ფერმერს, გელა კეშელავას ესტუმრა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადაეცა.
24 სექტემბერი 2026, 18:40
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა და ჩინეთმა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების მოგვარებაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა „უზარმაზარი პროგრესი განიცადეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში“.
24 სექტემბერი 2026, 18:33
მსოფლიო
თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა დაიწყო
ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უმასპინძლა, სადაც მისი მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
24 სექტემბერი 2026, 18:23
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა. კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული ღონისძიება, ტრადიციულად, სამასი არაგველის ხსოვნის პატივისცემით დაიწყო.
24 სექტემბერი 2026, 18:20
პოლიტიკა
ნუკრი შოშიაშვილი: ევროპა თავის თავს ყოველთვის კულტურულად და ეკონომიკურად უპირატესად მიიჩნევდა, რომელსაც უნდა დაემორჩილონ სხვა სახელმწიფოები, როგორც რელიგიური მოწიწებით. როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, არის ხელისუფლებასთან კავშირების აღდგენის მცდელობა
როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, რეალურმა გეოპოლიტიკურმა სურათმა თავისი შედეგი გამოიღო ქართველ საზოგადოებაში, მიდის აბსოლუტურად სწორი გადათამაშება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 18:17
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება. საზოგადოებას ახსოვს, რა მემკვიდრეობას ატარებს ის პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს
ანა წითლიძე, ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება, ბედავს და ძალადობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 18:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ხმამაღლა თქმა, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო
ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ხმამაღლა თქმა, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტების შეჯამებისას.
24 სექტემბერი 2026, 18:11
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის აქციებზე: ოპოზიცია პოლიტიკურად ავადაა, მათი აქციები თვითლიკვიდაციისკენაა მიმართული
„ოპოზიციამ საკუთარი თავი პერმანენტული აქციებით გამოფიტა და ეჭვი მეპარება, რომ მათ რიგებში დარჩა კადრი, რომელმაც კარგად იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პოლიტოლოგმა თამარ ჩიბურდანიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მხრიდან გამართულ პერმანენტულ აქციებზე, რომლის 666-ე დღის აღსანიშნავად დღეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი შეფასება გაკეთდა.
24 სექტემბერი 2026, 18:09
პოლიტიკა
ნუკრი შოშიაშვილი სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით: ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და შეარბილოს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს
ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და შეარბილოს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 18:07
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება
საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
24 სექტემბერი 2026, 18:03
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეთ ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად, ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა
ლოგიკის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გასვლია. მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეთ ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად, ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
24 სექტემბერი 2026, 17:54
თავდაცვა
თემურ დადიანი ჰენრი უორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარაოლიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილე თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit Awards) პირველი დაჯილდოების ფარგლებში, ჰენრი უორსლის ჯილდო გადაეცა.
24 სექტემბერი 2026, 17:44
პოლიტიკა
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - „კეთილდღეობა მშვიდობის გზით: ინვესტირება ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტსა და TRIPP-ის ინიციატივაში“, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
24 სექტემბერი 2026, 17:36
მსოფლიო
პოლონეთში უკრაინის მოქალაქე სასულიერო პირებს დაესხა თავს - არის მსხვერპლი
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა დანით 4 კაცი და 1 ქალი დაჭრა. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, მიყენებული ტრავმებისგან ერთ-ერთი კაცი გარდაიცვალა.
24 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის
დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
24 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
კორონავირუსის დროს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა: უახლოეს ხანებში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე მის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი.
24 სექტემბერი 2026, 17:26
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მდებარე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - გათვალისწინებულია ყველა გადასასვლელის მოპირკეთდება
თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
24 სექტემბერი 2026, 17:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასებისა და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები განიხილეს.
24 სექტემბერი 2026, 17:19
მსოფლიო
ტონი ბლერი ენდი ბერნემს ევროკავშირში დაბრუნებაზე მუშაობისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში დაბრუნება ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემის 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის ქვაკუთხედი უნდა გახდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი რეალური რეფორმების გზას დაადგება.
24 სექტემბერი 2026, 17:13
კულტურა
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებას დააფინანსებს
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2026-2027 წლის წარმოების დაფინანსება”. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2026 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ პროგრამაში - cinemacom.ge.


