ლეგენდარული ოლიმპიელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა
ვიქტორ სანეევი
ფოტო: Facebook
ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში. 1969 წელს დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი და 1973 წელს - საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.
მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის, აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა, 6 წლის შემდეგ, ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო.
პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა; ოთხი ოლიმპიადის მონაწილე; სპორტული სამყაროს უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი; ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელი საქართველოს სპორტსმენთა შორის; მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, ევროპის რვაგზის ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი 1969-1977წწ; სსრკ ექვსგზის ჩემპიონი; 2001 წელს დაასახელეს მამაკაცთა შორის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მწვრთნელი - ა. კერესელიანი; 2005 წელს დაჯილდოვდა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა, სანეევს მოგებული აქვს ათენის (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები; ქართველი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში (წყარო: საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი).
1992 წლიდან, ცხოვრობდა ავსტრალიაში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2005 - თბილისის საპატიო მოქალაქე;
1982 - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი , ვერცხლის მედალი;
1980 - მოსკოვის ოლიმპიადა, მეორე პრიზიორი;
1976 - ხალხთა მეგობრობის ორდენი;
1976 - ოლიმპიური ჩემპიონი (მონრეალი);
1975 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, გამარჯვებული;
1975 - ევროპის თასი, მფლობელი;
1973 - მსოფლიო უნივერსიადა, ჩემპიონი;
1973 - ევროპის თასი, მფლობელი;
1972 - ოლიმპიური ჩემპიონი (მიუნხენი);
1971 - მსოფლიო უნივერსიადა, ჩემპიონი;
1971 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, გამარჯვებული;
1969 - შრომის წითელი დროშის ორდენი;
1968 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი;
1968 - ოლიმპიური ჩემპიონი (მეხიკო);
1967 - ევროპის თასი, მფლობელი.
ყველა სიახლე
27 მარტი 2026, 22:07
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Times: ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს
ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს - ამის შესახებ წყაროებმა ბრიტანულ გამოცემა The Times-ს განუცხადეს.
27 მარტი 2026, 21:53
მსოფლიო
რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე - ომი კვირების და არა თვეების განმავლობაში დასრულდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში „ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე“.
27 მარტი 2026, 21:38
სპორტი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში იასპარეზა.
27 მარტი 2026, 21:37
მსოფლიო
რუბიო ვაშინგტონში რუსი დეპუტატების ვიზიტზე: რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა სანქცირებული რუსი კანონმდებლების აშშ-ში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ეს „წინასწარ იყო დაგეგმილი“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
27 მარტი 2026, 21:32
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
27 მარტი 2026, 21:24
მსოფლიო
„ეს ტყუილია. არ ვიცი, რატომ ამბობს ის ასეთ რაღაცებს“ - რუბიომ უარყო ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კატეგორიულად უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
27 მარტი 2026, 21:18
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
27 მარტი 2026, 21:10
მსოფლიო
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ
„დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ. ამის შესახებ ნათქვამია პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
27 მარტი 2026, 21:08
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას
სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
27 მარტი 2026, 20:49
ეკონომიკა
პირდაპირი ფრენა თბილისსა და კოპენჰაგენს შორის - საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 15 აგვისტოდან კი, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ახალი მიმართულების დამატება სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს დაკავშირებადობას გაზრდის.
27 მარტი 2026, 20:47
სამართალი
საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებისთვის 9 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხის მითვისება - გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მონაწილეებმა, პროკურატურის ინფორმაციით, 4 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.
27 მარტი 2026, 20:39
სამართალი
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება- საქმე ამჯერად, სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ გზავნილებს ეხება. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.
27 მარტი 2026, 20:27
პოლიტიკა
250 დელეგატი 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენელი - 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლები, მყარი ფინანსური სექტორი და მდგრადი საბანკო სისტემა - პარამეტრები და რეალობა, რაც საქართველოს საინვესტიციო და ფინანსურ მიმზიდველობას ზრდის. თბილისმა საერთაშორისო საბანკო კონფერენციას უმასპინძლა.
27 მარტი 2026, 20:23
საზოგადოება
ორგანიზებული კამპანია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ - პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ და გაფრთხილება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რწმენა და ეკლესია- ბრძოლა ქვეყნის მთავარ საყრდენთან, რომელიც წლებია მიმდინარეობს. პატრიარქის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ მძაფრად აჩვენა ის საფრთხე, რასაც უწმინდესი ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ ხედავდა.
27 მარტი 2026, 20:05
მსოფლიო
POLITICO: აშშ-ის ოფიციალური პირები მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ ირანის ომმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაფერხოს
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის გაფრთხილება, რომ უკრაინისთვის აშშ-ის შეიარაღების მიწოდება მომდევნო თვეებში შესაძლოა შეფერხდეს, რადგან პენტაგონი პრიორიტეტს მათ ირანის ომში გამოყენებას ანიჭებს, - წერს გამოცემა POLITICO.
27 მარტი 2026, 20:01
სამართალი
პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
27 მარტი 2026, 19:52
მსოფლიო
CNN: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის, კეშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს
ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კეშ პატელის პირად ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა მოიპოვეს და მისი ანგარიშიდან აღებული მასალები - მათ შორის ფოტოები და დოკუმენტები - გამოაქვეყნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 მარტი 2026, 19:18
საზოგადოება
საქართველოს ეკლესია ისევ გლოვობს - მრევლისთვის სიონის საპატრიარქო ტაძარი კვლავ შეკრების მთავარი ადგილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თუ როდის შედგება სინოდის სხდომა, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ იმოქმედებენ ყველა წესის დაცვით და ღირსეულად, ისე, როგორც ილია მეორე იმსახურებს.
27 მარტი 2026, 19:17
მსოფლიო
Reuters: აშშ-ს მხოლოდ იმის დაზუსტებით თქმა შეუძლია, რომ ირანის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი გაანადგურა
აშშ-ს მხოლოდ იმის დაზუსტებით თქმა შეუძლია, რომ ირანის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკულ დაზვერვასთან დაახლოებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 მარტი 2026, 19:12
რეგიონი
კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს - კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას
„შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო ცვლა უკვე დასრულებული იყო და დასაქმებულები იმყოფებოდნენ მაღაროს სამგზავრო-სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასხდომის ადგილზე. ცნობისთვის, ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლები იკრიბებიან მაღაროს გვირაბში სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასაჯდომად, რათა მაღაროს ზედაპირზე ამოვიდნენ“.


