imedi /  05 მაისი 2022, 01:36 / სანდო წყარო

ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი მადრიდის „რეალია“

მადრიდის რეალი

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ესპანურმა კლუბმა „მანჩესტერ სიტი“ ორი შეხვედრის ჯამში ანგარიშით 6-5 დაამარცხა.

მადრიდში გამართული საპასუხო შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. 73-ე წუთზე გოლი რიად მაჰრეზიმ გაიტანა. ანგარიში 90-ე წუთზე როდრიგომ გაათანაბრა, უკვე დამატებულ დროში კი მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში 5-5 გახდა.

შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც 95-ე წუთზე კარიმ ბენზემამ წარმატებით შესრულებულმა პენალტიმ მადრიდელები ფინალში გადაიყვანა.

ფინალში „რეალი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა პარიზში, 28 მაისს გაიმართება.

ყველა სიახლე

06 აგვისტო 2026, 09:15

ჯანდაცვა

ფოთში სამშობიარო სახლი გაიხსნა

ფოთში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სამშობიარო სახლი გაიხსნა.

06 აგვისტო 2026, 09:06

სამართალი

საბავშვო ბაღებში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცის მიმწოდებელი კომპანიების დირექტორების მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

საბავშვო ბაღებში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცის მიმწოდებელი კომპანიების დირექტორების მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

06 აგვისტო 2026, 09:01

საზოგადოება

ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგენილია

ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგენილია, აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

დონალდ ტრამპი

06 აგვისტო 2026, 02:44

მსოფლიო

The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ

პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაბლოკოს სასამართლო განჩინება, რომელიც მას BBC-სთვის საკუთარი კომპანიის ფინანსური დეტალების გადაცემას ავალდებულებს - ის აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

მასუდ პეზეშკიანი

06 აგვისტო 2026, 00:57

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.

06 აგვისტო 2026, 00:40

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეკა კუპატაძე

06 აგვისტო 2026, 00:26

საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა წინ ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა გველის

„სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა ჩვენ წინ ბრძოლა გველის, ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური და ამით არ შეიძლება მოვდუნდეთ, რომ სამართალი აღდგა და შევჩერდეთ“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

06 აგვისტო 2026, 00:25

საზოგადოება

საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა.

ბადრი მანჯავიძე

06 აგვისტო 2026, 00:13

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის, პოლიციის აკადემიის დიპლომი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?

ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

გიგა ავალიანი

05 აგვისტო 2026, 23:54

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

05 აგვისტო 2026, 23:05

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან, შემოსავლის სახით, 1.4 მილიარდი ევრო მიიღო და აღნიშნულ სახსრებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2026, 22:50

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

05 აგვისტო 2026, 22:14

ეკონომიკა

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.

05 აგვისტო 2026, 22:14

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 22:05

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.

05 აგვისტო 2026, 21:56

პოლიტიკა

რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო

„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

05 აგვისტო 2026, 21:52

პოლიტიკა

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ორელიან ლეშევალიე

05 აგვისტო 2026, 21:50

მსოფლიო

POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას

სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.

05 აგვისტო 2026, 21:50

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება

„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.

05 აგვისტო 2026, 21:36

სამართალი

სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.